Skip to content

Free Hugs Day-ჩახუტება

August 23, 2010

აგვისტოს კნუტმა უფასო ჩახუტების დღის ვიდეო დააგდო ფაცებუკზე. ჩვენმა გულებმაც ვერ გაუძლო და ავიყოლიეთ. რამდენიმე საათში უფასო ჩახუტების დღე უკვე ღონისძიებებში იდო. რამდენჯერმე შეიცვალა თარიღი, ბოლოს კი, 23 აგვისტოზე შეჩერდა 5 საათზე.
ზუსტად 5-ზე დანიშნულ ადგილას ვიდექი, რამდენიმე პუნქტუალური ადამიანი ველოდებოდით დანარჩენების მოსვლას. არც ისე დიდი ხნის შემდეგ(შეიძლება ვტყუი), შევგროვდით, გადავიღიეთ ფოტოები, ბოლომდე დავამთავრეთ პლაკატები და შევუდექით “ჩახუტებას”.
მე გაგაცნობთ ჩემ მიერ დანახულ ჩახუტების დღეს.


საკმაოდ ბევრნი ვიყავით (თავადაც გვიკვირდა). ხალხში მრავლად იყო გაოცებული სახეები და ზოგჯერ იყო თბილი ღიმილიც.
ძალიან ბევრი ვიარეთ, მე პირადად 25 ადამიანს ჩავეხუტე, 25მა ადამიანმა მაჩუქა ღიმილი.
არცერთი ჩახუტებულისგან აგრესია არ მიგრძვნია და არც ირონიული სახე შემიმჩნევია, ოღონდ ეს მხოლოდ ჩახუტებული ადამიანებისგან.

ნამდვილად არ იყო ცოტა გაბრაზებული და გაოცებული სახეები, გაოცება არაა ცუდი, მაგრამ როდესაც გიბღვერენ იმის გამო რომ ეხუტები… ეს არც ისე კარგია.
დღეს კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ჩვენ ქვეყანაში ძალიან ბევრი მუდო ადამიანია, მაგრამ ასევე თბილი ადამიანებიც არიან.
შეიძლება შეგხვდეს მრავალი მუდო, ბრაზიანი, ცოფიანი ადამიანი, მაგრამ ერთმა თბილმა ადამიანმა ყველაფერი გადაწონოს.
მერე დავლიეთ.. დავლიეთ??? ოოო…

მოკლედ სახლში დადებითი ენერგიებით სავსე დავბრუნდი, კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ჩახუტება ყველაზე მშვენიერი რამ არის, რაც ადამიანებს შეუძლიათ, რომ ერთმანეთს აჩუქონ.
მე ბედნიერი ვარ. იმედია სხვა მონაწილეებიც არ არიან უკმაყოფილოები.
ეს დღე დიდი ხანი მემახსოვრება, როგორც სითბოს განაწილების და ღიმილის დღედ.
ძალიან დიდი მადლობა კნუტს, ადოს და რა თქმა უნდა საკუთარ თავს, რომ არ დამეზარა და წავედი.
მერე რა რომ იყო განცვიფრებაც,გაბრაზებაც, ეს ყველაფერი -ც-.
მთავარია ჩავეხუტეთ და მისია შესრულებულია,
ჩაეხუტეთ, ასე გაცილებით იოლია.

პოსტი შექმნილია სიმღერაზე pink-who knew (სიმღერისთვის მადლობა გიორგი ოხანაშვილს)

Advertisements
One Comment leave one →
  1. August 23, 2010 21:14

    მშვენიერ!! კი ძალიან კმაყოფილი ვარ და დადებითი ემოციებით სავსე მეც! :*****

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: