Skip to content

carpe diem-დაჭერილი წამი

September 4, 2010

ეს ტეგთამაში ნიკოლომ წამოიწყო. შემდეგ სიყვარულოვნამ მე დამტაგა.

წამი, წუთი ან თუნდაც მთელი დღე, პერიოდიც. უბრალოდ წამი დავარქვათ იმ დროს რომელმაც ფრთები გვაჩუქა, რომელმაც გვაიძულა გაგვეღიმა და საკუთარი ბედნიერება აგვეღიარებინა.

სწორედ ამ დაჭერილ წამებზე მინდა საუბარი, იმ წამებზე, რომელიც გონებიდან, რომ ამოვშალოთ გულიდან მაინც არ ამოიშლება.
ძალიან ახლოსაა ჩემთან ეს carpe diem, რადგან ყოველთვის ვამბობ: ცხოვრება სავსეა ბედნიერებით, მთავარია შევძლოთ და წამები დავიჭიროთ, ანუ დავინახოთ ბედნიერება. ეს სიტყვები ჩემი და პაულო კოელიოს ერთობლივი ნაშრომია.

მთელი ჩემი ცხოვრება ამ დაჭერილი წამებისგან შედგება, ეს წამები მაძლევს ყველაფრის ძალას. ადრე იყო წამები… ახლა უკვე გამახსენდება ბედნიერი პერიოდი.
ამ ჩემს დაჭერილ ბედნიერებებზე -პატარა ამბებს მოვყვები.

1
თორმეტი წლის ვიყავი, ერთი წლის გადასული ახალ სკოლაში, როცა კლასის კარი გაიღო და შემოვიდა ადამიანი, რომელიც მთელი ცხოვრება მემახსოვრება. მისმა შემოსვლამ განაპირობა ის, რომ ახლა ასეთი ვარ, ცუდი თუ კარგი ვარ.
მახსოვს დრო გაჩერდა მაშინ, თავი ჩავხარე და ჩემს ბავშვურ სამყაროში ადგილის ძებნა დავუწყე ამ “წამს“.
2
ჩემი მეორე წამი იყო როცა მივხვდი რომ წერა შემეძლო. უბრალოდ დღიურს ვავსებდი და რატომღაც მინდებოდა სხვებისთვის წამეკითხა. ვიცოდი, რომ დღიურს ადამიანები საკუთარი თავისთვის წერდნენ, მე კი სხვებისთვის. მაშინ მივხვდი, რომ დღიურს ვერასდროს დავწერდი. იმ წამს გავთავისუფლდი, ყველა ჩემი ბავშვობის კომპლექსი ერთად გადავყარე, ერთმაშად შემოვუშვი ჩემში თავისუფლება და მისი ფურცლებზე გადმოტანა დავიწყე.

3
როცა სარკეში ვიყურებოდი და სიკვდილს ვაპირებდი, რომ ვერ შევძელი. მაშინ ვიგრძენი, რომ ცხოვრება ძალიან მიყვარს და პირველად მაშინ გავიფიქრე, არ არის საჭირო უყვარდე, მთავარია შენ შეძლო სიყვარული.

4
5
6
7
8
9 როცა ერთი ადამიანის გაღიმებული სახე დავინახე და უბრალოდ ჩავეხუტე. სითბო ჩემში ისე შემოვიდა, შემოიღვარა.
10
როცა ჩავეხუტე
11
ჩავეხუტე.

ცხოვრებაში ყველაზე ბედნიერს ჩახუტება მხდის, ის წამები არ მავიწყდება, მხარზე რომ მედო თავი და სამყაროს ვმართავდი.

მაგრამ მაინც, ყველაზე ბედნიერი წამი, რომლის დაჭერაც ოდესმე მომიხერხებია, გავფრენილვარ და ახლაც იქ ვარ, ეს თვალებია. ჩემი საყვარელი ადამიანების თვალები.
როცა შემიხედავს თვალებისთვის, რომლებიდანაც ძალიან ბევრი სითბო წამოსულა, მიგრძვნია ყველაფერი.

ჩემი წამები ძალიან ბევრია, ვაგროვებ მთელი ცხოვრება და მერე ვამაყობ. ეს წამები მაგრძნობინებს, რომ სიყვარული შემიძლია.
აი, ახლა წამი დავიჭირე, ძალიან ლამაზი წამი,
თვალიდან ცრემლი როგორ ჩამოდის, თითქოს ჩემი თავი შორიდან დავინახე, ლამაზი, ბედნიერი წამია.

მიყვარს ეს წამები, ვიჭერ მათ და ვცოცხლობ.
მადლობა მათ, რომ არსებობენ და მადლობა, რომ წამის დაჭერის ნიჭი მაქვს.

მე შემიძლია ვიგრძნო.

ვტაგავ ადოს, ფსიქეს და ოხანაშვილს

6 Comments leave one →
  1. September 4, 2010 21:41

    ძალიან მომეწონა შენი წამები. ერთი განსაკუთრებით 🙂

  2. September 5, 2010 04:16

    მეც მომწონს შენი წამები. აი მესამე განსაკუთრებით 🙂

  3. September 5, 2010 10:00

    wow, ერთი ამოსუნტქვთ ჩავიკითხე. რა კარგი ხარ თიკო :*
    გამახსენდა მომენტი “საათბიდან”, როცა კლარის ამბობს “მაშინ მეგონა, რომ იმ წუთიდან ბედნიერება დაიწყებოდა, და ყოველი ახალ წამს მეტი იქნებოდა. ამის სემდეგ სულ ბენიერი ვიქნებოდი, თუმცა ახლა ვხდები, რომ ეს არ იყო ბედნიერების დასაწყისი, ეს ბედნიერება იყო.” გეთანხმები, ყოველი მნიშვნელოვანი მომენტი ცხოვრებასი, დაჭერილი წამია, რომელიც მაშინვე მთავრდება, თუმცა ჩვენს გონებაში უსასრულოდ გაწელილი რჩება. გმადლობ ტაგისთვის, ძლიან მომეწონა.

  4. September 8, 2010 16:25

    შენ ამდენი ახლა დაგიჭერია და რომ გაიზრდები, კდიევ რამდენს დაიჭერ :))))

  5. December 7, 2010 19:29

    Hello. Good task. I did not count on this on a Wednesday. This can be a great story. Thanks!

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: