Skip to content

ბლოგერების ექსკურსია-ახალი ჩასუნთქვები

September 19, 2010

ჩემთვის დიდი შესვენების მერე ვწერ პოსტს. დღეს ბლოგერები ექსკურსიაზე ვიყავით.

არ ვაპირებდი წასვლას, მაგრამ ძალიან დიდმა სურვილმა, რომ გავცლილიყავი ქალაქს მძლია.
როცა ბავშვები დავინახე გული ამიჩქარდა, უკვე თვალწინ დამიდგა მომავალში განცდილი ლამაზი წუთები, ამის მიუხედავად, მაინც მოღუშული სახით ვიდექი.
სამარშუტო ტაქსიში ნახევარ გზაზე მეტი შემობრუნებული ვიჯექი, რათა მეგრძნო ის სასიამოვნო განშორება, რასაც ქალაქიდან გასვლა მანიჭებდა.
დავითგარეჯში ძალიან დავიღალე, მაგრამ ასეთი სასიამოვნო დაღლილობა დიდი ხანია არ მიგრძვნია, თითქოს ცხოვრების გასაგრძელებელ ჰაერს ვისუნთქავდი. შევაგროვე ეს სასიამოვნო ჰაერი, ფილტვები დაიბერა სიცხით და იმედით გაჟღენთილი ჰაერით.
მაინც რაღაც სევდიანი გამოხედვა…

ბავშვები დავლაგდით და საჭმელად ადგილის ძებნა დავიწყეთ (ტრანსპორტითურთ).

ერთი მარტოსული ხე მოვძებნეთ, იმ ხის ქვეშ დავსხედით.
ხე ისე მარტო იყო.
ამან რა თქმა უნდა ძალიან იმოქმედა ჩემ განწყობაზე.
საოცარი სურვილი გამიჩნდა გადაყვითლებულ მინდორში მერბინა, ბევრი მეყვირა, მერე გასავათებული დავწოლილიყავი ან უფრო დავგდებულიყავი მინდორში, კიდევ ერთხელ შემეგრძნო ის სიამოვნება, რასაც ადამიანს თავისუფლება ანიჭებს, მაგრამ ამის მაგივრად მარტო დავჯექი შუა მინდორში და ასე გამოვხატე ჩემი სულის სიგიჟე.

ულამაზესი წუთები იყო, ლეონსიო და ქეთი ისე კარგად ცეკვავდნენ, ბედნიერად. რაღაც ეს ნახევრად დაღლილი და ბედნიერი სახეები მავსებდა, მაძლევდა საშუალებას ჩამესუნთქა ძალიან ბევრი ენერგია.

შემდეგ მზის ჩასვლას ვუყურეთ (ნუ თუ ყურება იყო).
ძალიან ციოდა, ჩემი საყვარელი მთვარე იყო რამდენიმე ღრუბლისამარა. ამ გაყინვით, კანკალით, ღიმილით, კიდევ ავივსე.

გაყინული საზოგადოების ნაწილმა სრულიად უმიზეზოდ აგვყარა და სამარშუტო ტაქსიში ჩაგვსხა, ჩვენც ეს ჯიუტი მხარე რატომღაც დავმორჩილდით, ალბათ ჩვენი სხეულებიც ვეღარ უძლებდა ტემპერატურას.

თბილისში დასაბრუნებელი გზა ჩემთვის სევდიანი იყო. სევდა, სევდა, რამდენჯერ ვახსენე ეს სიტყვა.
ტრანსპორტიდან სივრცეს ვუყურებდი, ვგრძნობდი ყოველდღიური ცხოვრების სურნელს, მაგრამ თითქოს ესეც მსიამოვნებდა.

სახლში შემოსვლისას რაღაც დამნაშავედ ვიგრძენი თავი, ასეთი ბედნიერებაც არ შეიძლება, არ შეიძლება მოღუშული სახით ადამიანებს სითბო და სიყვარული მოპარო, თუმცა ისინი ხომ მაინც ვერ ხვდებიან. ამით არაფერი აკლდებათ.

ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი საუკეთესო დღე იყო, თავისი ლამაზი, დაღლილი წუთებით,
დავწვები და ბედნიერი განწყობით დავიძინებ.

ძალიან დიდი მადლობა ორგანიზატორ ლეონსიოს.

Advertisements
5 Comments leave one →
  1. September 20, 2010 04:36

    “არ შეიძლება მოღუშული სახით ადამიანებს სითბო და სიყვარული მოპარო” – მე სიამოვნებით გიწილად ჩემს წინ სითბოს და სიყვარულს ❤

  2. September 20, 2010 04:49

    …და ამფერი ბოვში როკს რაფერ უნდა უსმენდეს? :(((

  3. September 20, 2010 12:08

    karqi ra zuriuuus karqi raaa 😀

  4. September 20, 2010 15:16

    ar velodi aset sentimentalur posts da ragacnairad imoqmeda 🙂 rogori sxvanairia adamiani blogze.. ufro gamoxatavs yvelafers..mgoni egre vart yvela 🙂 :*

  5. September 20, 2010 15:36

    gulshi chamwvda sheni sityvebi, diaxac rom swored rocks unda usmendes da ara sxva sazizgrobas. sasiamovno iyo is rom shenc wamoxvedi da sxva blogerebitvit saxlshi ar darchi, sxvebis darchenit patara sixaruli dagvaklda da shenitac dagvakldeboda magram ar dagvklebia da moxaruli var. shenze am postis wakitxvamde cota sxva warmodgena mqonda, cudi ara magram ragacnairi, axla ki sruliad chemshi zixar titqosda is gaakete iq risi gaketebac mindoda da ar gavakete sharvlis da tetri maikis gamo. tumca albat am or mizezs mxolod imitom viyeneb rom sheni mshurs ketili shurit da vnanob imas rom ar gavakete.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: