Skip to content

უკანმოუხედავი პოსტი

October 15, 2010


სამი დღეა ვიცვამ იმას რაც ხელში მომხვდება, დავდივარ ისეთი სახით როგორი განწყობაც მაქვს, ვუსმენ მუსიკას რომელიც მუსიკის მოსასმენ აპარატში ჩამერთვება.
ძალიან მინდა ავტობუსში ჩავჯდე და გავყვე ბოლომდე, მერე ისევ ბოლომდე უკან გამოვყვე და ასე ვიარო. ვუსმინო მუსიკას, თან წიგნი ვიკითხო, ზოგჯერ ვწერო და სულ რამდენჯერმე ხალხსაც დავაკვირდე.

ამ ბოლო დროს ძალიან ხშირად ვისმენ ცხოვრების სწავლებას, ვისმენ საუბრებს სექსზე(ესუკვემარაზმია), ვისმენ ყველაფერს და არეფრზე “ვხუჭავ ყურებს”. ძალიან მაღიზიანებს ის ფაქტი, რომ ბიჭები დარწმუნებულები არიან თავის გამოცდილებაში და ამაყად იძლევიან რჩევებს. საერთოდ რჩევაცაა და რჩევაც, ადამიანს არწმუნებდე, რომ უკეთ იცი მისთვის რას აჯობებს, ეს ხომ უკვე მშობლებსაც აღარ ახასიათებთ?

ახლა იმდენ რამეს მოგაყრით…

იმ დღეს, სოლოლაკში ვიყავი, ფსიქოლოგიის ინსტიტუტში და ალბათ მთელი ცხოვრება დამჭირდება, რომ გადმოვცე რა ვიგრძენი. ყველასგან მიტოვებული, გაცვეთილი და განადგურებული შენობა. არა, ბევრი გაჩანაგებული საჭირო შენობა მინახავს, მაგრამ ფსიქოლოგიის ინსტიტუტმა ჩემზე ძალიან ცუდად იმოქმედა. მორალურად შემარყია.

ქუჩაში დავდივარ და გუბეებში ფეხებს ვაბათქუნებ, მომწონს წვიმა. ზუსტად ეგეთი განწყობა მაქვს, იმაზე ზუსტად ვიდრე წარმოდგენაა შესაძლებელი.
დღეს გავიგე, რომ წერომ ამახვევინა. ანუ ფინალში ჩემი ნაწერი არ გაუშვეს და თქვენ არ იცით, როგორ მინდა, რომ რაც გაუშვეს ისინი ჩემსაზე უკეთესები იყოს, მაგრამ ვაი, რომ კითხვისას ჩემს გაოგნებას საზღვარი არ აქვს. ესეც ჩემი პირველი ლიტერატურული კრახი.

მუსიკალური კრახია თუ არა არ ვიცი, მაგრამ მთელი დღე, როცა სახლში ვარ ემინემს ვუსმენ.

მაქვს უზარმაზარი სურვილი ვწერო და ვიკითხო, მაგრამ ენერგია არ მყოფნის და ჩემ თავზე საშინლად ვბრაზდები.
მინდა, ერთად ძალიან ბევრი რამის გაკეთება შევძლო, ვერაფრით ვეტევი დროში.
თითქოს დავიღალე ურთიერთობებით, კი არა და დავიღალე, მე არ მეხერხება ურთიერთობა. ახლა მთავარია სხვას რომ დავინახავ ბედნიერს გულში წყენამ არ გამიაროს, ეგეთი თიკო შემზიზღდება.

მე ვერასდროს გავხდები მოწესრიგებული ადამიანი. ვერასდროს მექნება წვრილი წელი, პატარა ცხვირი, არასდროს მეცმევა “გაპიწკინებულად”, არასდროს ვივლი მშვიდი ნაბიჯით, არასდროს გავთხოვდები. მე ძალიან ბევრი არასდროს მაქვს, ზოგი მართალი არასდროსაა, ზოგი დროებითი.

მომწონს სიარული უსასრულად და არ მომწონს მარტო სიარული.
არ მიყვარს ნაზი გოგოები, რადგან ვერასდროს ვიქცეოდი ნაზად. არ მიყვარს არამწეველი ადამიანები, თითქოს მათ გონიათ, რომ არაფერს აშავებენ. არ მოყვარს ადამიანები, რომლებიც გაუთავებლად ლაპარაკობენ საკუთარ სექსზე (ამ დროს შეიძლება არ ჰქონიათ), არ მიყვარს ადამიანები, რომლებიც ცდილობენ დაამტკიცონ, რომ მათ ნამდვილად უყვართ ვიღაც (ამას კი ხშირად იმიტომ აკეთებენ, რომ თავის მიერ მიტოვებულ ადამიანებთან პასუხისმგებლობა მოიხსნან).
არ მიყვარს ადამიანები, რომლებიც ყოველთვის ერევიან სხვის ცხოვრებაში(ან თუნდაც ზოგჯერ, ან ერთხელაც თუ ჩარეულან).
არ მიყვარს უაზრო აკრძალვები, უაზრო რწმენა, უაზრო არაფერი არ მიყვარს. ბრმად ვერასდროს ვერაფერს გავაკეთებ, ვერც სიყვარულს შევძლებ ბრმად ( მე ხომ არასდროს ვხუჭავ თვალს).

და ბოლოს…
დღეს, დღესნაყიდი ძალიან წითელი პომადა წავისვი, ძალიან შავი “წენი” წავისვი და წერის მუზაც ძალიან დიდი ჭიშკარივით გამეხსნა. როგორც კი შევძლებ დავიწყებ წერას გოგოზე, რომელიც არასდროს ვყოფილვარ, ან ვერასდროს. ისეთ გოგოზე მინდა დაწერა, რომელიც იდეალური იქნება და … და მერე მე ვიცი. ამ პოსტის წერის დროსაც იდეა მომივიდა კიდევ უფრო მეტი.
არა და როგორ არ მინდოდა ღამის გათენება.

მე არ მიყვარს და არც მომწონს, როდესაც ადამიანები იმტკიცებიან, რომ მეგობრობა შეუძლიათ.
არ მიყვარს არაფერი და არც მომწონს რაც ძალით კეთდება, ან მასებისთვის კეთდება.
მე ახლა ეს იმიტომ დავწერე, რომ ნამდვილ, ღრმა და სერიოზულ დეპრესიაში ვარ, და სულაც არ ვამბობ, რომ ეს არ მომწონს.
რაღაც მეც მიყვარს (ხმაგამორთული ტელევიზორი)

მე მელანქოლიკი ვარ (და არაო არ დამიწყოთ), ეს ჩემი ბლოგია და მე როგორი ვარ თვითონ გავიგებ. (და თუ დღეში ასი წერს ასეთ პოსტს არც ეგ მაღელვებს)
მიყვარს ჩემ თავზე წერა, მიყვარს ოცნებაგაშვებული ჩემი თავიც.
მე მომწონს ისეთი თიკო როგორიც არის და ამას სწორედ ამ პოსტის წერის დროს მივხვდი.

უკან მოუხედავად ვწერ პოსტს.

Advertisements
6 Comments leave one →
  1. tikuna permalink
    October 15, 2010 22:12

    Me da shen didi xania uertiertoba ar gvkonia da uceb aseti ragacsi cakitxvam dzalian matkin aguli an rogor vtkva ar vici ..bevri rame sheicvala shens cxovrebashi paktia magram me imedi makvs rom gamoscorebadia…Momenatre.

  2. October 16, 2010 16:00

    hello : )) მე სალომეა ვარ და ლიტ.ფორუმიდან მოგაგენი. შენი წერილი წავიკითხე– უკვე ღმერთიც აღარ მისმენსო: ))
    მმმმმ მომწონს შენი პოსტი თან ძალიან.
    მოდი გეტყვი ყველაზე მნიშვნელოვანს– წეროზე თუ შენი ნაწერი არ გავიდა , ეს პირიქიტ კარგიც არის, სულ hunting უნდა იყო როგორც იტყვიან. არ იქნება ,,წერო” ? სამაგიეროდ იქნება სხვა უფრო მაგარი ლიტ. კონკურსი, რომელსაც მოიგებ, და ღიმილით გაიხსენებ ამ ამბავს: )))
    ჰო ემინემის მოყვარული არც მე ვარ, მაგრამ მეც ამ ბოლო დროს ვუსმენ ემინემს და რიჰანას: )))))
    ,,რაღაც მეც მიყვარს (ხმაგამორთული ტელევიზორი)”– მეეეეც: ))))))

  3. October 16, 2010 17:25

    aramwevel xalxs ras gverchi ee… nu me ras merhi 😀
    xo da es yvelaferi droebitia :* gagivlis

  4. kikikikiki permalink
    October 16, 2010 21:08

    dzalian, dzalian didi xania ar minaxixar. verc mashin vugebdit ertmanets roca ase tu ise ragac urtiertoba gvkonda. verc gavugebdit imitom rom shen verasdros chaetevi im sazomebshi romelsac chven, yvelani gtavazobt, shen ar agiareb sazgvrebs da es martla pantastiuria. warmatebebs gisurveb mteli gulit da sulit 🙂

    p.s. kristi.gamyrelidze es chemi skypes idia.
    chemtvis dzalian saintereso adamiani xar da
    gamixardeba tu damamateb

  5. October 18, 2010 16:12

    ძალიან მაგარი პოსტია!!!

    ემინემის მოსმენა უარყოფითად გაქვს აღნიშნული, მაგრამ მთავარია უსმენ.

    ძველ ალბომებს მოუსმინე, 99 წლის The Slim Shady LP, ძალიან ძლიერი ლირიკა აქვს.

    იდეალური გოგო )))

    პ.ს. ყოჩაღ.

  6. December 21, 2011 19:28

    ♥ ესეთი მომენტები მიყვარს ადამიანის ცხოვრებაში 🙂

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: