Skip to content

7 ნოემბერი-საქართველო ლამაზო?

November 14, 2010

ამ თემაზე ძალიან დიდი ხანია პოსტის დაწერა მინდა, მაგრამ გუშინ ექსკურსიაზე ვიყავი და იქ მომხდარმა ამბავმა საბოლოო ბიძგი მომცა საამპოსტო.
2007 წლის 7 ნოემბრით მინდა პოსტის დაწყება. ჩვენ გვყავს ოპოზიცია. ნუ თუ ამას ოპოზიცია ჰქვია. სწორედ ამ ოპოზიციამ ამოგვადინა ყელში ეს შვიდი ნოემბერი, ისე ხშირად და უაზროდ იხსენეს, ისე ეცადნენ თავის სასარგებლოდ გამოეყენებინათ ეს ბევრისთვის მართლაც ტრაგიკული დღე. ჩემთვის პირადად ეს დღე გაცილებით მტკივნეული იყო ვიდრე 2008 წლის ომი. მარაზმია? სულაც არა.
არ მაინტერესებს ამ შემთხვევაში ამ თემაზე არავის აზრი. წელს როცა აქციაზე მივედი, ვიხსენებდით სამი წლის წინ განვითარებულ მოვლენებს, იქ მდგომ ხალხს მართლა ტკიოდათ, მართლა განიცდიდნენ ყველაფერს. მაგრამ ოპოზიციის და “საზოგადოების” წარმომადგენლები ისევ თავის ყალბ, მოსაბეზრებელ განცხადებებს აკეთებდნენ. გულმა იქ დიდი ხანი ვერ გამიძლო. არა და როგორ ვიყავი სამი წლის წინ, როგორ მიკვდებოდა გული, რომ ხალხის გვერდით არ ვიყავი, მერჩივნა მეც მომხვედროდა, ვიდრე მეყურებინა, თუ როგორ ურტყავდა ერთ წაქცეულს პოლიციელების მთელი გუნდი. დედა ხშირად ამბობს ეს ხალხი ყველაფრის ღირსია სახლში რომ არიანო, მაგრამ ხალხს ლიდერი ჭირდება, ლიდერი თუ არა ბიძგი. მახსოვს იპოდრომზე რამდენი ადამიანი იყო, რამდენი ახალგაზრდა იდგა და მერე? .. არც არაფერი.
ზოგჯერ მგონია, რომ ის წარმონაქმი, რომელიც ოპოზიციას უწოდებს თავს, მთავრობის ნაწილია და ხალხის იმედების, ხალხის ფსიქიკის დანგრევას ემსახურება. მე პირადად სულ აღარ მაინტერესებს რა ხდება, იშვიათად ვერთვები დებატებში, თუმცა არც არის დებატები. რადგან ხალხი ყველაფერს შეეგუა, ახლა ყველაფერი ჩვეულებრივადაა.

ახლა კი მინდა მოვყვე გუშინ რა მოხდა ექსკურსიაზე. ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე ბედნიერი დღე იყო, მაგრამ დღეს ამაზე საუბარს ნამდვილად არ ვაპირებ. სუფრაზე დიდი ხნის დამსხდრები ვიყავით, ქვევით გოგოები ისხდნენ და გიტარაზე უკრავდნენ, გულმა იქით გამიწია და მეც ჩავედი. შორიდან ბუდნოვნად დავინახე რაღაც არეულობა იყო, მაგრამ ვერ წარმოვიდგენდი ასეთი რამე თუ დამხვდებოდა. ჩემ ჯგუფელ გოგოს, მეხუთე კლასელი, ანუ 10 წლის გოგოები ეჩხუბებოდნენ. ზუსტად ახლაც არ ვიცი რა ხდებოდა, მაგრამ ბავშვების გინება მესმოდა… გოგოები იყვნენ იტყლარწებოდნენ, ვაკელები ვართო ამბობდნენ, ჩემზე სიგარეტი არ მოეწონათ და რაღაც კომენტარი მეც გამიკეთეს, ძალიან ბევრი ვიცინე, მუცელი მტკიოდა, მაგრამ ახლა ვეღარ ვიცინი, გული მწყდება. სანამ იქ ჩავედოდი, სუფრასთან საქართველოს სადღეგრძელო დალიეს, როგორც ყველაზე ლამაზი ქვეყნის. ლამაზი ქვეყანაა?
მოკლედ ეს ბავშვები წავიდნენ, იქიდან კიდე რაღაცეები გვაძახეს. როდესაც სუფრაზე ვბრუნდებოდით, ბავშვების მთელი ჯოგი დაგვხვდა თავისი მშობლით. ერთი ლილიპუტი ბიჭი ჩვენს ჯგუფელსაც გაექაჩა. დედა მოვიდა, ჩვენ ჯგუფელს ცუდი რაღაცაც უთხრა, შვილებიც შეაქო და მერე წავიდა. ნეტა მე რა მეტაკა? რატო არ დავცოფე ის მშობელი? ვბრაზდები ჩემ თავზე ძალიან. ის ბავშვები 53 სკოლიდან იყვნენ, და მათ ნამდვილად არ უვარგათ მშობლები.
როგორები გაიზრდებიან ისინი? მე მათ წარმატებულ ბოზობას ვუსურვებ, რადგან პირადად მე ათი წლის ასაკში ძალიან ბავშვი ვიყავი, ისინი უფრო ქალები არიან ვიდრე მე ეხლა ვარ.
მათი გამოსწორების რომ მჯეროდეს კარგი იქნებოდა, მაგრამ როგორიც მშობლები ყავთ… რა შეცვლით მაგათ. ვაკელები არიან თურმე.
გაოგნებული ვარ ნამდვილად. საქართველო ლამაზო? არა, რაღაც უფრო სხვა

Advertisements
No comments yet

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: