Skip to content

თავისუფლების არასწორი აღქმა თუ პათოლოგია

November 23, 2010

უბრალოდ თავი ვერ შევიკავე, რომ ამ სტატიას არ გამოვხმაურებოდი http://netgazeti.ge/GE/35/blogs/?f_blog_id=36&f_blogentry_id=106 . სექსი, სექსი და სექსი, სიტყვა რომელიც ყველა მხირდან ისმის. მოდაშია ახლა სექსი და მასზე საუბარი ხომ საერთოდ. ადამიანების ორი კატეგორია დავაფიქსირე, რომლებიც სექსს სირცხვილად თვლიან და მეორე, რომლებიც თავისუფლებად და ზედმეტ ღირსებებსაც აწერენ. ორივე პათოლოგიაა. გინდა ჯგუფური? ხო და გქონდეს, მოდი სხვას ნუ მოუწოდებ .

კომპლექსი- ადამიანის ერთ-ერთი და თითქმის ყველაზე დიდი პრობლემა. საქართველოში კარგად განვითარებული და მოდებული. კომპლექსი ყველაფრის. ეს ოჯახის, სკოლის, თუ ათასი სხვა რამისგან შეიძლება იყოს გამოწვეული. კომპლექსს ესაჭიროება ფსიქოლოგი, ამიტომაც საქართველოში აუცილებელია ფსიქოლოგიის კარგად განვითარება.
თავისუფლება-ყველასთვის ინდივიდუალური და ადამიანისთვის აუცილებელი. თუ ადამიანი თავისუფლებისთვის არ იღწვის, იგი არასრულფასოვანია. მაგრამ თავისუფლების აღქმის მრავალი ვარიანტია. სწორედ იმ სტატიაში, რომელიც დასაწყისში გაჩვენეთ, თავისუფლება მარაზმში და კომპლექსშია გადასული. თავისუფლება ადამიანმა საყვარელ საქმეში უნდა ეძებოს, და მაშინ იგი მართლა იგრძნობს თავს სრულფასოვნად, ეს ჩემი აზრია. ასევე თავისიფლების გამოხატვის მრავალი ხერხი არსებობს, მაგრამ ბოლომდე თავისუფალი მხოლოდ ცხოველია და ჩვენ ვალდებულები ვართ გვქონდეს რაღაც ჩარჩოები. ვისაც არ შეუძლია გაუძლოს “ვერ”-ს და “არ”-ს მათ უნდა მონახონ გზა, რომელიც მათ მისცემს საშუალებას თავიანთი თავი ბოლომდე გამოავლინონ.

აგრესია- კომპლიქტი და კამათი საღი ქმედებებია, ხოლო აგრესია უკვე პათოლოგიაა. როდესაც ხალხი გეზიზღება და მათ სთხოვ, უფრო კი მოსთხოვ, რომ გამოავლინონ გარყვნილება. სიტყვა გარყვნილება სულაც არ უკავშირდება ჩემთვის რელიგიას.

უბრალოდ უნდა იცოდე, სად რა უნდა გააკეთო. უნდა იცოდე, რომ ყველავფერს თავისი ადგილი აქვს.”ადამიანის ხელის ქნევის თავისუფლება იქ მთავრდება სადაც სხვისი ცხვირი იწყება”-ხშირად გამიგია ასეთი ფრაზა და ასე მესმის, რომ შენი ქმედებით სხვისი კომფორტი არ უნდა დაარღვიო.
გადახედეთ იმ პოსტს? ვერ ხედავთ აგრესიას?
ჩემი აზრით ადამიანი მაშინ წერს ასეთ რამეს, როდესაც მისი ფანტაზია ვერ ხორციელდება, როდესაც მას სჭირდება მომხრეები თავისი სექსუალური ან სხვა ფანტაზიის განსახორციელებლად.

ამაზე საუბარი ძალიან შორს წამიყვანს, მაგრამ თვითონ ფაქტი, რომ საქართველოში ადამიანები ზედმეტად ერევიან ერთმანეთის ცხოვრებაში და მოუწოდებენ ერთმანეთს გაპათოლოგებისკენ, ძალიან მაღიზიანებს. სულაც არ მქონია სექსი და ამითი ჩემ თავისუფლებას ზიანს ნამდვილად არ ვაყენებ, არც მათზე ვფიქრობ ცუდს, ვისაც სექსუალური გადახრები აქვთ ან დიდი ფანტაზია, მაგრამ შენი ფანტაზიის ვერ შესრულებით, გამოწვეული აგრესია სხვა ადამიანებზე არ უნდა გადმოანთხიო.
ისევ კომპლექსს უნდა დავუბრუნდე, ის რომ საქართველოში გაფეტიშებულია ამერიკა და ევროპა, ესეც ერთგვარი კომპლექსია, როდესაც ადამიანს არ აქვს უნარი გამოავლინოს საკუთარი თავი, ანუ თავისი შესაძლებლობის რეალიზებას ვერ ახდენს. აბრალებს ქვეყანას, საზოგადოებას და ა.შ,

ყველამ მიხედოს საკუთარ თავს,საკუთარ საქმეს და თუ არ აქვს მოძებნოს, ცხოვრება ძალიან საინტერესო და მრავალფეროვანია, ნამდვილად არ არის საჭირო, რაღაც ზედმეტად გარყვნილი იდეების და აზრების ფრქვევა. ვისაც ეს აწუხებს გარეთ მშვენიერი ამინდია გაისეირნეთ, იფიქრეთ რაიმე ლამაზზე და სასიამოვნოზე, იქნებ როგორმე საკუთრი კომპლექსები დაჩაგროთ. არსებობენ ფსიქოლოგები და შეგვიძლია მათთან მისვლა. წარმატებას გისურვებთ და იმედი მაქვს, რომ მე აღარასდროს მომიწევს ისეთი პოსტის წაკითხვა, როგორიც ირა ჭელიძის იყო.

წარმატებულ და სასიამოვნო დღეს გისურვებთ.

Advertisements
9 Comments leave one →
  1. November 23, 2010 11:15

    ია ჭელიძის წერილი ცოტა ზედმეტად აგრესიულია ეს ერთი და ავტორი ვითომ ცალკეა და ყველა სხვა ცალკე, ეს მეორე და მესამე ხელოვნურად ეპატაჟურია… მაგრამ ზოგადად პათოსს ვეთანხმები.
    მსგავსი წერილი რამდენიმე შემხვდა ქართულ ბლოგოსფეროში.
    ეს საუკეთესო არაა. 🙂
    ბევრად უკეთესი იყო როდრიგოს პოსტი. ახლახანს ტაბულაში გამოქვეყნებული წერილი და ბარემ ჩემს პოსტსაც დავასახელებ ზედმეტი თავმდაბლობის გარეშე.

    • December 13, 2010 11:04

      ეჰ, ვეიდერ 🙂 ირას ძალიან ბევრმა ვერ გაუგო ) და კიდევ ძალიან დიდხანს ვერ გაუგებენ, არადა გული დამწყდა ) მომეწონა მისი სულისკვეთება. ტონიც კი. როგორც ანინას ეწერა ადრე, ჩვენ ახლა გვჭირდება რამე “ბრაზიანი”, თორემ ზედმეტად ინერტულები ვართ.

      სამწუხაროდ, საქართველოში “ახალგაზრდები” თითქმის არ არსებობენ ) ჩემი ნაცნობის თქმის არ იყოს – დაბალი წონის და პატარა ასაკის კი, მაგრამ ახალგაზრდები – არა )

      • December 14, 2010 20:38

        თუკი გწადიათ, საკუთარი აზრი გქონდეთ, არ დაჰყვეთ სხვათა ცრურწმენებს. ვისაც არ უნდა გადაეყაროთ თქვენს გზაზე – მოკალით ის. თუკი გადაეყრებით ბუდას – მოკალით ბუდა. თუ გადაეყრებით პატრიარქს – მოკალით პატრიარქი. თუკი გადაეყრებით წარჩინებულთ – მოკალით წაარჩინებულნი. თუკი გადაეყრებით მშობლებს – მოკალით მშობლები. თუკი გადაეყრებით ახლობლებს – მოკალით ახლობლები. მხოლოდ ასე დაიხსნით თავს და ივლით იმ გზით, რომლითაც გსურთ. (ლინ-ძი)

  2. November 23, 2010 11:36

    aucileblad cavikitxav shens posts.
    rac sheexeba patoss, mis postshi dzalian cota iyo patosi.
    me ar momecona da imitomac vupasuxe.

    da aq natlad ceria chemi azri : )

  3. November 23, 2010 12:45

    რავი… მე მგონი ეგ პოსტი რომ გავფცქვნათ და ზედმეტი რაცაა მოვაშოროთ – ის აზრი დარჩება, რომ ახალგაზრდა ადამიანი უნდა იყოს ბუნტარი და არ უნდა მოწონდეს ის, რაც მასზე უფროსებს მოწონთ. აი ამას 100% ვეთანხმები. სექსისკენ მოწოდება და ა.შ. უბრალოდ ხერხია. სექსი სულაც არ არის მთავარი მაგ წერილში… თუმცა, კომენტარებს რომ გადავხედე – იქაც აქცენტი მაგაზეა.
    შეიძლება იმის გამო, რომ მსგავსი არაერთხელ მითქვამს და დავწერე კიდეც – ამიტომ არ გამაღიზიანა ეპატაჟმა და დავეთანხმე ზოგადად არსში.

    • November 23, 2010 12:49

      xo me piradad cxrameti clis var da ravi, rogor vcxovrob…

      ise namdvilad, ara rom vinmem tavisuflebisken momicodos.
      chemtvis dzalian didi mnishvneloba aqvs formas tu rogor mommartaven, ro gaasuftao da gaalamazo egre nebismieri rame sheidzleba gaxado kargi, magram eg arafrad ar varga im saxit, ra saxitac mkitxvels miecoda.

  4. November 23, 2010 12:58

    ჰოდა მე რომ კაი ხნის წინ ვიყავი 19 იმიტომ ვამბობ :):)

    აი ამ საღამოს უნდა წავიდე დღეობაზე, მოვუსმინო კილომეტრიან სადღეგრძელოებს… არადა, 19 წლის რომ ვიყო დავახურავდი თავზე. 🙂 ან მოვკიდებდი ზურგჩანთას ხელს, დავიკიდებდი პოლიტ-და-ყველანაირ-კორექტულობას და დავუბერავდი სადმე. 🙂
    http://wp.me/pXQxp-qo

  5. vikovikuna permalink
    November 24, 2010 13:53

    ეგ ქალი უეჭველი იაღოველია… დაუფარავად ამბობს კომენტარებში, რომ მისი მიზანი იყო გავებრაზებინეთ

  6. December 12, 2010 23:50

    sivrce , sivrce, kargo adamiano… da chkviano… ras merchodi, ratom wamakitxe is “kompleqsiani adaminis sizmari”???

    shen ki sheurdarebeli xar. moazrovne da gkitxulob :):*

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: