Skip to content

პოსტი თავისუფლებასა და სიმართლეზე

November 24, 2010

წინა პოსტში ვისაუბრე თავისუფლებასა და ჩემს დამოკიდებულებაზე. ადამიანს აუცილებლად უნდა ჰქონდეს მოთხოვნილება, რომ იყოს თავისუფალი. ბევრი ადამიანი დებს თავს, რომ თავისუფლება სურს ან უკვე არის თავისუფალი.

არ გქონდეს პროტესტი და იყო თავისუფალი ეს შეუძლებელია, ინდივიდისთვის პროტესტის გრძნობა და მისი გამოხატვის კულტურა აუცილებელია ასევე დემოკრატიისთვისაც.
ავტობუსები მცირდება, მგზავრობა ძვირდება. ასევე გაიზარდა წყლის გადასახადი, მაგრამ ეს ჯერ კიდევ მცირე ჩამონათვალია, იმისა რაც თქვენამდე მსურს მოვიტანო. დარწმუნებული ვარ, რომ ადამიანების დიდ ნაწილს ეს უკვე გსმენიათ, მაგრამ რატომღაც უყურადღებოდ ტოვებთ. მინდა შეგახსენოთ განათლების მინისტრის, შაშკინის განცხადება, სადაც მან თქვა, რომ აქამდე განათლების სისტემა შეცდომა იყო. მე ამ შეცდომის მსხვერპლი ვარ- ეროვნულებზე ჩავიჭერი, მაგრამ გამიმართლა და მოვძებნე არააკრედიტირებული უნივერსიტეტი, სადაც მაქვს საშუალება ვიაქტიურო და მივიღო საკმაოდ კარგი განათლება. ახლა კიდევ ერთი პრობლემა წამოიჭრა-უნდათ “სარეველა” უნივერსიტეტები დახურონ. ბატონმა შაშკინმა განაცხადა, რომ მე არასწორ გზაზე მატარა, არ მომცა სათანადო განათლება და ახლა სურს, რომ ის სწავლის წყაროც წამართვას რაც მაქვს.
ბავშვებმა საატესტატო გამოცდები გააპროტესტეს, მათ ჯერ ოროსნები უწოდეს, შემდეგ კი იმ სკოლის დირექტორები მოხსნეს, რომლებიდანაც ბავშვები აქციებზე დადიოდნენ, ხოლო მოსწავლეებს ხელწერილი დააწერინეს. ეს იმაზე მეტყველებს, რომ ახალ თაობას აკონტროლებს შინაგან საქმეთა სამინისტრო, ანუ მანდატურები. რამდენი ინდივიდი და საღი აზრის ახალგაზრდა შეიძლება ჩამოყალიბდეს იმ ბავშვებიდან, რომლებსაც პროტესტის გამოხატვა აუკრძალეს და ამისთვის დასაჯეს კიდეც. ეს არის იმის მცდელობა, რომ დაუთრგუნონ ახალგზარდობას საღი აზრი და აუკრძალონ პროტესტის გამოხატვა. ძალიან გამიკვირდება, თუ ამას ვინმე ნორმალურად ჩათვლის.
ახლა ვეძებ გზას პროტესტის გამოსახატავად, შეუძლებელია იჯდე მშვიდად და უყურო როგორ ძირავენ მომავალ თაობას, ავიწროვებენ მაღალი გადასახადებით მოსახლეობას და სწავლის წყაროს კეტავენ.
ეს არ არის არავითარი პოლიტიკა, ეს უბრალოდ რეალობა და სიმართლეა. დავიჯერო არავის უჩნდება სურვილი შეცვალოს ეს ყველაფერი?
ნახევარი საქართველო და მეტიც ნევროზით არის დაავადებული, ახალგაზრდებს ფსიქიკას ურყევენ.
მე პირადად ვეძებ გზას თავისუფლებისკენ და თუ ვინმეს აქვს სურვილი იყოს ინდივიდი, ჰქონდეს საღი აზრი და უბრალოდ არ დაემსგავსოს ცხოველს უნდა გამოხატოს პროტესტი. ჩემი აზრით ერთად უნდა მოვძებნოთ გზა პროტესტის გამოსახატად, ერთად უნდა აღვიქვათ სიმართლე.

Advertisements
4 Comments leave one →
  1. anna permalink
    November 24, 2010 19:49

    es posti chems sheyvarebuls unda wavakitxo, da mere dagsvat da gachxubot 😀 mishistia :((( magram me ra vqna ra, cuds ufro vxedav vidre kargs , imitom rom cudi ragac mdzimed aisaxeba yvela chvenganze, kargi ki ragac ishviatad gamoachyitebs xolme 😦

  2. November 25, 2010 06:10

    ann isini valdebulebi aran gagviketon kargi da amistvis chven madloba ar unda gadavuxadot. xolo roca cuds gviketeben protesti…
    tan ra vqna da ashkarad cudi im uxarisxod gaketebul kargs namdvilad faravs

  3. November 25, 2010 19:37

    ჩვენ უნდა ვილაპარაკოთ 😉

  4. tata permalink
    December 13, 2010 13:22

    me amas vuwodebxolme tiranias da tu gadavxedavt tiraniis ganmartebas davinaxavt tu rogor axlos aris is dgevandel realobastan 😉

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: