Skip to content

ქალისთვის აუცილებელი

November 26, 2010

24 ნოემბერს სრულიად შემთხვევით ორგანიზაცია “კონსტიტუციის 42-ე მუხლი”-ს და “გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის საზოგადოება GTZ”-ს მიერ გამოშვებული წიგნის პრეზენტაციაზე აღმოვჩნდი.
esec logo
“კონსტიტუციის 42-ე მუხლი”არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც დაფუძნდა 1997 წელს, არ არის პოლიტიკური, იცავს ადამიანის უფლებებს. ორგანიზაციის მიზანია საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის ხელშეწყობა; დემოკრატიული პროცესების მხარდაჭერა; საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ადამიანის უფლებების შესახებ და ა.შ.
ამ ორგანიზაციით იმიტომ დავიწყე, რომ ძალიან კარგ საქმეს აკეთებს. ეს სწორედ 24 ნოემბერს გავიგე.

არასდროს მაინტერესებდა სამართალი, უნივერსიტეტშიც ძალიან მიჭირს მისი სწავლა. სამართალი შეიძლება არ იცოდე მაღალ დონეზე, მაგრამ იმაში რაც შენთვის აუცილებელია გარკვეული უნდა იყო.
თუ არ იცი როდის ირღვევა შენი უფლებები, ვერ გაგიჩნდება პროტესტი, ხოლო ადამიანი ინდივიდი ვერ იქნება პროტესტის გარეშე.
“სამართლებრივი გზამკვლევი ქალებისთვის”-სწორეს ამ წიგნის პრეზენტაციას დავესწარი და ძალიან მიხარია, რომ საჭირო დროს საჭირო ადგილას აღმოვჩნდი. ამ წიგნში ყველასთვის გასაგები ენით არის მოწოდებული ინფორმაცია ქალთა უფლებების შესახებ, ის ნებისმიერ ქალს გამოადგება (კაცსაც). ქალებმა უნდა იცოდნენ თავიანთი უფლებები, რომ დაიცვან, ხოლო კაცებმა უნდა იცოდნენ ქალთა უფლებები, რადგან არ დაარღვიონ.
me da knuti prezentaciaze
წინგი ყველას გამოადგება, ასევე მეც, რადგან წარმოდგენა არ მქონდა ჩემს უფლებებზე. თითქმის ამომწურავად არის ინფორმაცია მოწოდებული, გასაგები ენით და საინტერესოდ. ეს წიგნი უფასოდ ვრცელდება და ყველას გირჩევთ მის მოპოვებას.

პრეზენტაციაზე გავიგე, რომ სოციალური მედიის წარმომადგენელი ვარ და ძალიანაც გამიხარდა. მშვენივრად იყო ყველაფერი ორგანიზებული, არ იყო გაწელილი გამოსვლები, არ იყო არაფერშუაში ხალხი (ჩემ თავს თუ არ ჩავთვლი), საკმაოდ თბილი სიტუაცია იყო, წიგნზეც საინტერესოდ ისაუბრეს. მოკლედ ძალიან კმაყოფილი ვარ იქ მოხვედრით, თურმე ჩემს თავზე საკმაოდ ბევრი რამ არ მცოდნია, ანუ არ ვიცოდი ჩემი უფლებები. ახლა კი გაცილებით უკეთესად შევძლებ დავიცვა ჩემი თავიც და სხვებიც.

მიხარია, რომ ასეთი ღონისძიებები ტარდება, აუცილებლად უნდა გაგრძელდეს წიგნების გამოშვება და ასევე ხალხის ინფორმირება სხვადასხვა გზით.
იცოდე შენი უფლებები და იქნები დაცული-ამ პოსტში კი განსაკუთრებით ქალებს გეხებათ ეს.

Advertisements
No comments yet

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: