Skip to content

ლონდონი და საქართველო

December 4, 2010

რომ გვკითხონ ჩვენი ქვეყანა ძალიან გვიყვარს, თუმცა ჩემს თაობაში დიდია სურვილი, ქვეყნიდან წასვლის. ალბათ დამეთანხმებით, რომ დიდ ნაწილს ლონდონში უნდა სასწავლებლად წასლვა. ევროპა? ევროპა ხომ გაცილებით უკეთესია. რითია უკეთესი? მინდა გკითხოთ. ყველაფერი
საზოგადოებაზეა დამოკიდებული. ჩვენთან ან არ წუხდებიან არაფრით, ან თუ წუხდებიან ეშინიათ ხმის ამოღება. ფრაზა რომელიც ყველაზე მეტად მაკვირვებს: მე რა შუაში ვარ? მთავარია მე ხომ კარგად ვარ. დიახ, დიახ, ეს რეალური ფრაზაა და ძალიან მწყდება გული, როდესაც ჩემი ძალიან ახლობელი ადამიანები ამბობენ ამას, ან : მე რა უნდა შევცვალო? რა შემიძლია?

რა შეუძლიათ ინგლისელ სტუდენტებს? მათ მთელ მსოფლიოს აჩვენეს. ელემენტარულად გადასახადი გაუძვირეს და რამდენი სტუდენტი გამოვიდა გარეტ. მათ არ ჰყავთ მშობლები? ისინი არ უყვართ? რამე რომ დაემართოთ მათზე არ იტირებენ?

ჩვენ დახურულ საზოგადოებაში ვცხოვრობთ, სადაც ხალხი საერთოდ არ არის ქვეყნის მართვაში ჩართული, მგონი ამაზე სულაც არ წუხდება არავინ.

2010 წლის ოქტომბერი ლონდონში ძალიან დიდხანს ემახსოვრებათ, თუმცა ეს ჯერ კიდევ არ არის დასასრული. მათ პროტესტი გამოხატეს, დაარბიეს? კიდევ გამოხატავენ. ჩვენთან შვიდ ნოემბერს დაარბიეს და მაგის შემდეგ ჩემ თაობას საერთოდ არ უნდა სიტყვა პროტესტის გაგონება.
ჩვენი ქვეყნიდან მირბიან, გაქცევა კი ყველაზე მარტივი და სუსტი ადამიანების გამოსავალია. მიდიხარ? გასაგებია, მაგრამ შენი შვილიც არ უნდა დაბრუნდეს ამ ქვეყანაში?
ჩემთვის ძალიან ბევრჯერ უთქვამთ, მეტი საქმე არ გაქვსო? რეებზე ფიქრობო. ეს ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია, ჩემი ქვეყნიდან გაქცევას არ ვაპირებ. ჩემთვის მთავარი პრობლემა განათლებაა(თუ არ ვცდები ლონდონშიც, სადაც ჩვენები სასწავლებლად გარბიან). მე თუ სათანადო განათლება არ მექნა ჩემ შვილებს რა მომავალს შევუქმნი? და ახლა თუ არ ვიფიქრეთ ამაზე როდის უნდა ვიფიქროთ?

გვიყვარს მიბაძვა. ევროპა, ევროპაო გავიძახით, მათგან კი ნორმალურის გადაღება არ გვინდა, მხოლოდ ცუდს ვიღებთ. ჩვენთან თითქმის არ არსებობს პროტესტი.

ამ პოსტს არ შემიძლია არ დავურთო ყველაზე მარტივი მიზეზები, თუ რატომ უნდა გამოვხატოთ პროტესტი:
დღევანდელი გადასახედიდან თუ ვიმსჯელებთ, ჩვენს ქვეყანას არ აქვს ისეთი ფინანსური მდგომარეობა, რომ მთავრობამ ფული უაზროდ ხარჯოს. მაგრამ ეს უკვე მობეზრებული და ათასი ადამიანის მიერ განხილული თემაა. სწორედ ამ თემიდან გამომდინარე მინდა შევეხო ერთ საკითხს, ირონიულად არ ვამბობ, ძალიან მაღიზიანებს ის ფაქტი, რომ ასფალტი, რომლის დაგებაც გვამადლეს და “ცხვირში ძმრად ამოგვადინეს” იბურცება და იბურცება. ეს პრობლემა არც ისე უადგილოდ წამოვჭერი. 51-ე საჯარო სკოლა მინდა ვახსენო და მასზე ვისაუბრო. ასობით გაურემონტებელ სკოლას შორის, ეს სკოლა განსაკუთრებულად გარემონტებულია და სასტუმროს დაემსგავსა. ქვეყანაში სადაც ძვირდება აფსოლუტურად ყველაფერი, შეუძლებელი ხდება განათლების მიღება(მრავალი მიზეზის გამო), 51-ე სკოლას არემონტებენ და ეს არ ყოფნით სპეციალურ განათებასაც უმონტაჟებენ, რომ მთელი ღამე ჩანდეს. ამ დროს კი ხურავენ უნივერსიტეტებს, რადგან ბატონ პრეზიდენტს უსარგებლოდ მიაჩნია მათი არსებობა. თუმცა არ უნდა იყოს გარემონტებული და სასტუმროს მიმსგავსებული სკოლა, რომელშიც ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტი სწავლობდა? მან ხომ ასეთი იდეალური, უჭკვიანესი და სასახელო კაცი გაუზარდა ჩვენს სამშობლოს.
მე მოგიყვანეთ ფაქტები, დანარჩენი თქვენ განსაზღვრეთ. ლონდონში სტუდენტებმა ქვეყანა შეძრეს, ჩვენ ვუყუროთ ყველაფერს დადებითად, რაც გვაქვს ადრე ხომ ესეც არ გვქონდა? ჩვენს ქვეყანაში ხომ შესაცვლელი არაფერია.

Advertisements
One Comment leave one →
  1. tata permalink
    December 13, 2010 13:17

    didi xania mawuxebs es ptoblema. dges dilis 8 saatidan zustad am sakitxze vlaparakobdi megobartan da rom vkitxulobd iase megona me vlaparakobdi. mixaria, rom erti adamiani mainc arsebobs ,sul mcire ,vinc realobas tvals usworebs da ar ambobs “misha magaria” gza dagvigo, ganateba gaaketa da meti ra qnaso.. mixaria rom 21 saukuneshi ukve ors agar gvaocebs ‘asfaltis” da ganatebis pupuneba :)) warmatebebi

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: