Skip to content

პოსტი ყველასთვის

December 12, 2010


მართლა არ ვიცი საიდან უნდა დავიწყო, რა უნდა დავწერო. ამ ბოლო დროს იმდენი რამ მაწუხებს… რამდენიმე დღის წინ, როდესაც მე და ჩემი მეგობრები, ვსაუბრობდით დღევანდელ პრობლემებზე და მე ვამბობდი, რომ უნდა გამოვფხიზლებულიყავით… ჩემმა საყვარელმა მეგობარმა ასეთი რამ მითხრა: თიკო ყველა ვალდებული არაა ქვეყანას თავი შეწიროსო. უკაცრავად ვინმემ ხომ არ იცით ეს რას ნიშნავს?
მე ვერ მივმართავ ყველა ადამიანს, შემიძლია ჩემს ირგვლივ მყოფთ მივმართო, ვისაც ვიცნობ და ვიცი რასაც ფიქრობენ. მშიშრები ხართ ყველანი, არაფერზე არ უნდა გქონდეთ პრეტენზია, არანაირი ამბიცია არ უნდა გაგაჩნდეთ ცხოვრებაში.

ეს მათ ეხება, ვისაც ღრმა ძილით ძინავს ან იმძინარებს თავს. თქვენ რა შუაში ხართ? თქვენ რა უნდა შეცვალოთ? ფუფ. რას წარმოადგენთ მაშინ?
რისთვის მოდიხართ ამ ქვეყნად, რომ რაღაცას მიაღწიოთ? როგორ ცდებით ჩემო საყვარლებო.
გულს მირევს თქვენი ძალით თავისუფლება, და იცით? თქვენ მართლაც ყველანი მშიშრები ხართ, ხოლო ვისაც საერთოდ არ გაინტერესებთ რა იქნება ამ ქვეყანაში-ორჯერ მეტად მეცოდებით.
წასვლა გინდათ ძალიან ბევრს. ხო და წადით და ნურასდროს დაბრუნდებით, ძალიან ცდებით, როდესაც სადმე უკეთესს ელოდებით. გარბიან ყველა ქვეყნიდან, ადამიანები საკუთარი სამშობლოს წინაშე პასუხისმგებლობას გაურბიან.
და თუ დარჩები… აი ხო სწორედ შენ, შენ თუ დარჩები და შეეცდები რამის შეცვლას, იქ თავის ქვეყანაში ვიღაცაც ეცდება შეცვალოს რაღაც. საკუთარ სამშობლოს მიხედოს ყველამ-სამყარო ლპება “ფეხზემკიდიობით”.

– წვიმა არ არის!-
საბას კაბა დაუსველა რამ?!
– თოვლი არ არის!-
საბას თავი გაუთეთრა რამ ?!
– ყინვა არ არის!- სულხან – საბას აკანკალებს
– რამ დაასველა?!
-რამ დაათეთრა?!
-რა აკანკალებს?!-
საქართველოა მისთვის:წვიმაც, თოვლიც, და ყინვაც!
ნუთუ არ მოქმედებს თქვენზე ეს სიტყვები? ნუთუ ასე გადაგვარდით საერთოდ ყველა?
იფიქრეთ, ბევრი იფიქრეთ, ინერვიულეთ, იტკინეთ, იგრძენით ცხოვრება, სიცოცხლე მშიშრების ხვედრი არ არის, უნდა გეტკინოს ძალიან ბევრი. არ არის ეს მაზოხიზმი, ეს ცხოვრებაა, ეს თავისუფლებაა.
პოსტისგან საკმაოდ განსხვავებულ თემას მინდა შევეხო.
ორი გოგოა, ორივეს აქვს სექსი და ორივე აჩენს ბავშვს, მათგან არცერთი არ არის გათხოვილი.
ორივე თვლის, რომ თავისუფალ ნაბიჯს დგამენ. მაგრამ ერთი უბრალოდ რისკავს და ბედს ეთამაშება, მეორეს კი შვილი უნდა-გათხოვება არ. თითქმის ერთნაირი ორი მაგალითია, მაგრამ ერთი სიბრიყვეა, ხოლო მეორე თავისუფლებაა.

გადადგა ნაბიჯი ისე, რომ იყო ამაზე პასუხისმგებელი და თან არ მიაქციო ყურადღება გარშემო მყოფებს-ეს თავისუფლებაა, ხოლო ეცადო დაანახო ყველას შენი თავისუფლება და შეწირო შენი ცხოვრება წინდაუხედავ ნაბიჯს-მართლაც სიბრიყვეა. ეს აქ იმიტომ ვახსენე, რომ ქვეყნის სიყვარული თავისუფლებაა, გმირობაა თავისუფლება და თავისუფლებაა რისკი, მაგრამ რისკი კონკრეტული მიზნისთვის და არა უბრალოდ სიამოვნებისთვის.

შენ – სისხლო ჩემო – სისხლო ხნიერო,
დაუცხრომელო და უცნაურო…
საბედნიეროდ, საბედნიეროდ, –
ჰაი, ჰაი, რომ კიდევ ხმაურობ!<თუ შენი სისხლი არ ხმაურობს-აახმაურე,
თუ შენი გული არ ძგერს ჩქარა, როდესაც ამას კითხულობ, ადექი და სირაქლემასავით თავი ქვიშაში ჩარგე.
მოვდივართ ამ ქვეყნად-ისევ მივდივართ.
მეუბნებიან, რომ შეეწირო ამ ქვეყანას მაინც არაფერი შეიცვლებაო,
მერე ვინ მოვა ესენი თუ წავლენო, ეს ყველაფერი მიზეზებია, რომლებსაც იფარებთ თავის სამართლებლად.

გაგიგიათ ალბათ მარო მაყაშვილი, სკოლაში მაინც ახსენებდა ქართულის მასწავლებელი. მარო მაყაშვილი მე მახსოვს, ილია ჭავჭავაძე თითქმის გააქრეს, მაგრამ მე მახსოვს-გულშია, ფიქრებშია. ანუ ისინი ახლა ცოცხლები არიან, მათი ღვაწლი არ დაკარგულა.
ყველა ადამიანის მიზანი უნდა იყოს-ის მიწა დაიცვას, რომელზეც დაიბადა, ის ხალხი დაიცვას, ვინც მის ქვეყანაში ცხოვრობს.
თუ ვიღაც ქალი 5 კვადრატულ მეტრში ზრდის სხვის შვილს, შენ რა? შენი სირცხვილია, თქვენი და ჩვენი ბრალია ყველაფერი რაც ირგვლივ ხდება, რადგან დიდხანს გვძინავს, ჩუმად ვართ და უსამართლობაზე თვალებს ვხუჭავთ.

(პოსტში გამოყენებულია მუხრან მაჭავარიანის ლექსები).

Advertisements
10 Comments leave one →
  1. December 12, 2010 22:10

    ლამაზი სიტყვები კარგია. მაღალი იდეალებიც. მაგრამ სიყვარულს დამსახურება უნდა და მე სულაც არ მიკვირს რომ ადამიანების ნაწილს თავისი ქვეყანა არ უყვარს(არამარტო საქართველოში, საერთოდ).

    და მიუხედავად იმისა რომ შენ და სხვას ასეთი ადამიანები არ მოგწონთ, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ისინი ან მშიშრები არიან, ან ლაჩრები ან ვერაფერს მიაღწევენ.

    ცხოვრებაში ძალიან ცოტა რამეა რაც “უნდა”. მითუმეტეს “უნდა გიყვარდეს” სისულელეა. მშობელიც კი უნდა გაისარჯოს იმისთვის, რომ თავისი შვილის სიყვარული დაიმსახუროს (ბავშვობაში არა, მერე, როდესაც ის ადამიანი ცალკე მოაზროვნე ერთეულად იქცევა, თუ იქცა). ასე რომ შენი დაქალის ნათქვამს პრინციპში ვეთანხმები.

    • December 12, 2010 22:14

      uih…
      mshobeli unda gaisarjos, ibrdzolos shvilis siyvarulistvis, magram qveynisgan ras moitxov?
      adges da ibrdzolos tu ra qnas?

      adamiani rom shimshilisgan kvdeba, rodesac ert adamians fexebze hkidia meore adamianis tkivili es normaluri araa.
      UNDA GIYVARDES SHENI QVEYANA-da tu ar giyvars es ukve yvelaze cudi ram aris chemi azrit rac sheidzleba adamians hqondes.

      • December 13, 2010 10:44

        კი, ქვეყანამაც უნდა დაიმსახუროს შენი სიყვარული, 🙂 როდესაც ქვეყანა გაფურთხებს, არ უყვარხარ, ფეხებზე კიდიხარ, როდესაც მასში თავს ადამიანად არ გრძნობ, ვერაფერს აკეთებ და ა.შ. ძალიან რთულია გიყვარდეს ) ზედმეტად მაზოხისტური სიყვარული გამოდის.

        და ქვეყნის არსიყვარული სულაც არ ნიშნავს, რომ არ გენაღვლება ის, რომ ვიღაცას შია (თუმცა, ყველა მშიერზე წუხილს ვერავინ გაწვდება ).

  2. December 13, 2010 12:57

    qveyanas mgoni sxva mnishvnelobit igeb.
    me qveyanashi samshoblos vgulisxmob-da man ki ar udna daimsaxuros sheni siyvaruli, shen unda ibrdzolo, rom shesabamisi pirobebi sheiqmna siyvarulistvis.

    shecvalo sazogadoeba, sistema, yvelafris shecvlaa shesadzlebeli da shen sheni unda cado. gaqceva gamosavali ar aris.

    “is ki ar unda ikitxo ras gadzlevs qveyana, shen ras adzlev qveyanas”-kenedi.

  3. December 14, 2010 05:29

    ერთი შენ ეგ პათეტიკური გამოხდომები არ გჭირდეს და პოტი კარგია 🙂

  4. December 16, 2010 12:52

    პოსტი მართლა კარგია მაგრამ საკმაოდ გაზვიადებული მეჩვენება 😉
    მე იმ ადამიანთა ჯგუფს მივეკუთვნები ვინც თვლის რომ ისეთი საგანგაშო ქვეყანაში არაფერი ხდება რომ ავდგეთ, ხელები დავიკაპიწოთ და საკუთარ მთავრობას დაუწყოთ ბრძოლა. არც ის მგონია რომ რომელიმე ქართველი გულგრილია თავის სამშობლოსადმი. არ შეიძლება ქართველს საქართველო არ უყვარდეს და გასაჭირში თავის ქვეყნის გვერდით არ დადგეს, აი სხვა საქმეა როცა შენ გიჭირს და ქვეყნისგან გვერდშიდგომას ვერ გრძნობ. ამ შემთხვევაში ისევ საკუთარ თავში უნდა ეძიო გამოსავალი და მიხვდე რა არის ამის მიზეზი. როცა სხვა შენს ირგვლივ, შენს ქვეყანაში ბედნიერია, იმისთვის კი არ უნდა იბრძოლო რომ მას ეს ბედნიერება დაუნგრიო და შენი ააწყო, პირიქით, უნდა მიაგნო გზებს რომ შენც მასსავით ბედნიერი და სრულყოფილი გახდე შენს ქვეყანაში. ამიტომ ყველას თავისი ომი აქვს მოსაგები და ამ ომის მოსაგებათ ნუ ითხოვთ სხვა დაგეხმარონ, სხვაც ჩართოთ საკუთარ ომში!

    • December 16, 2010 12:57

      scored imitom ver visveneb rom bednierebs ver vxedav da dziritadad yvelas casvla unda am qveynidan.
      vrcmundebi rom shen sxva qveyanashi cxovrob da me sxvashi.
      radgan chems qveyanashi martlac sagangebo mdgomareobaa.
      dzidzigurze xom brazob? sakashvilma rom zangebs sheuracyofa miayena?

      me sagangashod vtvli dgevandel mdgomareobas saqrtveloshi, radgan aqedan garbian da ase rom gsurt qartvelebs evropisken cin svla naxe iq ra xdeba.
      me ubeduri ar var, chems irgvliv arian cudad, torem dges me araferi ar macuxebs garda sazogado problemebisa.
      sheni nebaa, sheni azri gaqvs am yvelaferze,
      me sagangashos vxedav da arc visveneb(arc movisveneb).

  5. December 16, 2010 13:09

    თიკო მე ისღა დამრჩენია ის გითხრა რასაც ასე ხშირად გეუბნებიან 😉
    ყველაფერში ნეგატივს ნუ ხედავ, შეეცადე იმ ლამაზი და კარგის დანახვა რაც ირგვლივ ხდება, რაზეც შენ წუხარ, ამის გამოსწორება ჩვენ არ შეგვიძლია, ყველაფერს დრო მიხედავს, მთავარია შენ საკუთარი ადგილი იპოვო და იმ პატარა ომების მოგებით დაკმაყოფილდე რაც შენს ცხოვრებაში ხდება, ერის მასიური გამოღვიძება დამიჯერე არ მოხდება, ყველაფერი ეტაპობრივად დალაგდება, იმ აზრებით, რითაც შენ გონებას იწამლავ, დამიჯერე კმაყოფილი ვერასდრიოს იქნები, ვერ შევცბლით ქვეყანას ისე როგორც შენ მე და სხვას უნდა, ყველას სხვადასხვა მოთხოვნილებები აქვს და ეს არ გესმის 😉
    მოკლედ დატკბი ცხოვრებით ;0 ცხოვრება მშვენიერია და ის შენს ხელშია 😉 საქართველოში კი ყველაზე მეტადაა შესაძლებელი იცხოვრო ტკბილად და ლამაზად თუ ამას ცოტათი მაინც მოინდომებ 😉

    • December 16, 2010 13:11

      me chemi adgili napovni maqvs.
      dzalian bednieri var chem qveyanashi, radgan miyvars, magram shesacvlels shevcvli.

      gonebas ar vicamlav-faqtebit vmetyveleb.
      me ar var adamiani, romelic mciredit kmayofildeba da sxvis ubedurebas ver amchnevs.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: