Skip to content

მარადიული გრძნობა, რომელიც არ არსებობს-ბანალური პოსტი

December 17, 2010

პოსტი ადამიანზე, რომელსაც ყველაზე კარგად ვიცნობ, ადამიანზე რომელიც ჯერ შეიძლება არ გამიცნია, მაგრამ ის ყოველთვის ყველაზე ძვირფასი იქნება.

გამარჯობა! მე წლებია გეძებ, არ შემიძლია ველოდო რაიმეს, დრო ჩემთვის მხოლოდ ტვირთია.
ფილტვები ამომევსო უშენობით. ყოველ დილით ვიღვიძებ ახლის მოლოდინით, მაქვს იმედი, რომ დღეს მაინც ჩავიდენ ჩემს საოცნებო სიგიჟეებს.
მე არ ვარ განსაკუთრებული, უბრალოდ იმაზე მეტს ვცდილობ ვიდრე სხვები. ყველა ადამიანში შენ გეძებ და არ ვჩერდები.
ადრე თუ გვიან შეგხვდები. შეგხვდები ადამიანს, რომელსაც ბევრ უაზრობას ვეტყვი, ხელს მოვკიდებ და მეცოდინება, რომ შენ ჩემს თითოეულ სიგიჟეს ამოუდგები მხარში, შენ მე არასდროს მიმატოვებ.

დიახ, მე უშენობით ფილტვები ამომევსო.
გადავხტებოდი ახლა სიმაღლიდან, ავდგებოდი და ენერგიის ბოლო წვეთის ამოწურვამდე ვირბენდი ცივ ქუჩებში.
ვაბრალებ სიყვარულს ჩემს თავს, რადგან ვერსად ვერ გპოულობ. ვერ გპოულობ ადამიანს, რომელიც მომცემდი შანსს ვყოფილიყავი შენთან ბედნიერი.

მას ღრმა თვალები აქვს. არაფრით განსხვავდება სხვებისგან. დადის იმ გზებით, რომლითაც დადიან დანარჩენები, აკეთებს იმ საქმეს რასაც ბევრი ჩვენგანი, ისიც ჩვეულებრივი ადამიანია და ტკივა ცხოვრებისეული ცვლილებები. უბრალოდ ის თავის თავშია ჩაკეტილი, ის გრძნობს გულის სიღრმეში, რომ ვჭირდები.
უყვარს რისკი, მაგრამ არასდროს მიდის ამ რისკზე.
მე მასთან მთელ ცხოვრებას გავატარებდი, მაგრამ დღეები გადის და არ ვიცი რამდენად დავხვდები.
ფილტვებს აკლია ის, რადგან ჰაერივითაა.
სადღაც მეჩქარება ყოველთვის, მეჩქარება მისი დანახვა, რადგან არ ვიცი როდის იქნება გვიანი.
ყველა ფანჯარაში ვიხედები, ყველა ადამიანს ვაკვირდები, რადგან შეიძლება იყო ერთ-ერთი მათგანი და მე ეს წამი არ მინდა ხელიდან გავუშვა.
შენ თითოეულ წამს ჩემს სიცოცხლეს მიირთმევ, შენი თითოეული ჩასუნთქვა, რომელიც ჩემთან ერთად არ ხდება სიცოცხლის დროს მიმცირებს.

ვენებიდან სისხლი ხმაურიანად უნდა მოდიოდეს, მაგრამ სიცარიელეა ჩემს ხელებზე,
შენს თითოეულ მოძრაობას გრძნობს ჩემი სამყარო,
ყოველ დილას ვგრძნობ შენს შეხებას სულის არეში, ყოველ დილას მაღვიძებს შენი კოცნა მხარზე, როდესაც შენ სხვას კოცნი.
ვგრძნობ წამები დაგეღალა, ცხოვრება მეწურება მეც და..
მეძებე, მეძებე სანამ ცოცხალი ვარ და არ დამსკდარა ეს ცხოვრება უშენობით.
ის ყველაზე მშვიდია და ყოველთვის ყველაფერს სწორად აკეთებს, მე კი მის მაგივრად ვარღვევ ცხოვრების ყველა წესს.

ვცდილობ უშენობის ყველა თარიღი წავშალო და პირიქით გამომდის, თითქოს ბოლოჯერ ვისუნთქავ და უშენობის დიდ დოზას ვენაში ვუშვებ.

Advertisements
12 Comments leave one →
  1. nanuka tsitelashwili-polockaia permalink
    December 17, 2010 12:08

    mee tu mkitxaw kwelaze magrad sikwarulze cer , raghac sulshi midzwreba xolme..:)

  2. December 17, 2010 15:06

    ერთი შეხედვით თითქოს ადვილი გასაგებია – სიყვარული გინდა.
    მაგრამ მაშინ როდესაც ვინმესთან თავს კარგად გრძნობენ ადამიანები მერე სხვადასხვა ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზების გამო პრობლემები იქმნება ორ ადამიანს შორის.
    ამას ურთიერთობისთვის უმზაობა ქვია.

    თუ ერთმანეთი გვიყვარს, მაშინ მოდი ყველაფრის დედაც ტო!

    სიჯიუტე, უაზრო პრინციპულობა, არანაირად რამის დათმობა, ”პირველიმან უნდა გადადგას ნაბიჯი” – მოკლე ჩამონათვალი სისულელეებისა ურთიერთობაში… (ჩემი აზრით, რაღა თქმა უნდა)

  3. December 18, 2010 10:51

    მიყვარს მე ეს უცნაური, სულელი და გიჟი გოგო :* :* :*

  4. December 21, 2010 09:02

    რა ლამაზიააა

  5. March 2, 2011 20:41

    ძალიან ლამაზად არის დაწერილი!

  6. Mallorie permalink
    March 7, 2011 08:36

    ძალიან ლამაზი პოსტია. )))

  7. April 6, 2011 16:25

    მომეწონა მე ეს ბლოგი…
    გავხდები მე შენი მკითხველი…

    • April 7, 2011 14:23

      ძალიან მიხარია თუ მოგეწონა და ისიც მიხარია, რომ ჩემი მკითხველი გახდები.
      დიდი მადლობა

  8. just me permalink
    May 18, 2011 23:53

    ra saocaria,saocaria roca ramis dawera ginda,rames piqrob,rames grdznob,da zustad am yvelapers ertad tavmoyrils,ukve dawerils,napiqrals,ukve nagrdznobs kitxulob,tanac zustad im dros roca zustad es gchirdeboda, titqos me dameweros :):):) magari grdznobaa roca grdznob rom arian adamianebi romlebic zustad tu ara daaxloebit shensavit weren,piqroben da grdnoben. ra saocaria!!!

  9. May 20, 2011 15:43

    რა ლამაზად და კარგად წერ..ახლა გესტუმრე პირველად და პირველად ეს პოსტი წავიკითხე..მომეწონა..გესტუმრები ხოლმე:)

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: