Skip to content

ახალი წელი, ბავშვობა და მანდარინები

December 21, 2010


9 დღე დარჩა ახალ წლამდე. მიყვარს ახალი წელი, თითქოს რაღაცას ველოდები. ბავშვობაში არასდროს მხვდებოდა ნაძვის ხის ქვეშ სათამაშოები, მაგრამ მაინც ყოველთვის მიყვარდა. მიყვარდა პარკში მანდარინებიც და ის სასაცილო, უბრალო საჩუქრები რაც პარკში იდო.
არასდროს მიმიღია ისეთი საჩუქარი ვინმესგან ცხოვრების ბოლომდე, რომ მახსოვდეს. საერთოდ იშვიათად ვიღებ საჩუქრებს.
ტუმცა დიდად არც არაფერი მდომებია ალბათ.
ორი წლის წინ ყველაზე კარგი საჩუქარი გამიკეთეს, 31ში თოვლი მოვიდა. ცრემლებს ვერ ვიკავებდი ისეთი ბედნიერი ვიყავი.
თოვლი, აი მართლა ყველაზე დიდი სურვილი.

იცით რა მახსოვს? ბარბის სახლზე რომ ვოცნებობდი. კიდე რომ ვცდილობდი დამეჯერებინა თოვლის ბაბუის არსებობის, რადგან უბრალოდ მინდოდა სხვებივით დავლოდებოდი. არასდროს არ დავლოდებივარ.
ახლა არც ვიცი ველოდები თუ არა ახალ წელს,
ალბათ ველოდები. თოვლის გამო? თუ ახალი წლის გამო ველოდები თოვლს? არ ვიცი.
ოცნებები სრულდება-ჩვენ ვისრულებთ მათ.
ვიტყოდი ბედნიერებაზე ვოცნებობთქო, მაგრამ ვიცი რა არის?

ახლა მინდა სულ, სულ პატარა ვიყო და ცხოვრებას თავიდან ვიწყებდე. მჯეროდეს თოვლის ბაბუის არსებობის, მქონდეს ბევრი სურვილი. მერე რა თუ არ ამისრულდებოდა, მექნებოდა მაინც.
არა ძალიან ძალიან მინდა ახალი წლის მოსვლა, უბრალოდ არ შეიძლება ასე მალე არ მიდიოდეს?
2011 წელი მოდის, ჩემი ცხოვრების მეოცე წელი. 1991 წლიდან გადის ოცი წელი.

მე კიდევ თითქოს ბავშვი ვარ, ან ვცდილოვ ვიყო.
მინდა ისევ ის მანდარინიანი პარკი, თავისი იმედ გაცრუებით და გულის დაწყვეთით.

სულ რაღაც ცხრა დღეში ახალი წელი დადგება.
მეღიმება,
მოვა თოვლი? მოჰყვება მას ჩემი იმედების ასრულება?
რამდნეი კითხვებია.
მთავარია რომ მოდის და იმის მიუხედავად, რომ მოვიწყენ, ცოტას ვიტირებ, ბოლოს მაინც გაღიმებული სახით გავალ ქუჩაში.
ვიღაცას მაინც ხომ სჯერა თოვლის ბაბუის არსებობის და საჩუქრებს ელოდება.

Advertisements
No comments yet

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: