Skip to content

დახუჭული თვალები

December 28, 2010

(dzveli natseris blogis postad qceva)
ზოგჯერ მზეც კი არის რუხი ფერის. ხშირად ადამიანების სიტყვები სივრცეში იშლება, როგორც არარაობა.
არსებობენ ადამიანები, რომლებიც ცდილობენ ყოველთვის გაიღიმონ და ადამიანები, რომლებიც თამაშობენ გაღიმებულებს.
ზოგჯერ დავიღლებით, იქვე რამეს დავეყრდნობით და ცხოვრების გზაზე ჩამომსხდრები დასვენებას ვცდილობთ.
ვმალავთ ტკივილს, საკუთარს ან ერთმანეთისას. არ ვიმჩნევთ, რომ ჩვენს გვერდით ვიღაც ტირის, რადგან არ ვიცით რითი უნდა დავამშვიდოთ.
ერთმანეთს თვალებში ვუყურებთ და ვატყუებთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება, ამ დროს კი თავადაც არ გვჯერა ამის.
ვამბობთ ძალიან ბევრ სიტყვას, რომელიც ზედმეტია, და იშვიათად გამოვხატავთ სითბოს, რომელიც ყველაზე მეტად არის საჭირო.
რამდენს ვწერთ-რამდენს ვიტყუებით, რამდენს ვიღიმით-რამდენს ვიტყუებით.
სითბო აუცილებლობაა და არა ვალდებულება.
ადამიანს თვალებში უყურებ და უხსნი, რამდენად ძვირფასია შენთვის, მერე კარს ხურავ და დაძინებისას ეგ სიტყვები წარსულს მიჰყვება.
იღვიძებ და თავს ატყუებ, თუ როგორი ლამაზია დილა, როგორ გიხარია გათენება და შენს სულს ებუზღუნები.

არსებობენ ადამიანები ვისაც წამებში უყვარდებათ, და ვისაც არასდროს უყვარდებათ.
ადამიანები ვინც განიცდიან და ადამიანები, რომლებიც საკუთარ თავს აიძულებენ განიცადონ რამე,
ან სულაც ადამიანები, რომლებსაც სულ არ უნდათ რამის განცდა.
არსებობენ.

სივრცე გამოაღე,
ფიქრებს აშლევინე ყველა სიგიჟე,
დადექი სარკის წინ და საკუთარ თავს ყველა სიმართლე უთხარი რაც დაგიმალავს,
არაფერი მოატყუო მხოლოდ ამ წუთას,
შენ დაიღლები.
მაგრამ ამას არ იზამ, ამას არასდროს იზამს არავინ, რადგან ყველაზე მეტად ვატყუებთ ჩვენ თავს.

ჩვენ ვხუჭავთ თვალებს-ყველაფერზე,
როცა პირიქით უნდა გავახილოთ და ვუყუროთ სამყაროს.

შეეცადე ნაკლებად ახამხამო თვალები
რადგან ბოლოს ისედაც ვხუჭავთ თვალებს …

Advertisements
No comments yet

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: