Skip to content

ორიგინალურობა-ანუ შენ კი არა მე ვიცი ჭეშმარიტება

January 9, 2011

დღეს კითხვა დამებადა: რა არის ორიგინალურობა?
ადამიანები ცდილობენ, რომ იყვნენ სხვებისგან განსხვავებულები.
ზოგი ამას ჩაცმის სტილით ახერხებს, ზოგი გარეგნობის შეცვლით, ზოგი წერით, ზოგი კი უბრალოდ ცდილობს იყოს განსხხვავებული, ნაწილს კი საერთოდ არ აღელვებს იქნება თუ არა ვინმეს მსგავსი.
ვინც ჩემს ბლოგს კითხულობს ეცოდინება, რომ ძალიან მიყვარს წერა, მაგრამ არასდროს მიფიქრია, არიქა ისე დავწერო, რომ ყველასგან განსხვავებული გამოვიდესთქო.
თუმცა, როდესაც საკუთარ ბლოგს ჰქმნი მექანიკურად გამოგდის ორიგინალური პოსტები, რადგან აქ შენს სამყაროს ჰქმნი და შენი ფიქრები გადმოგაქვს პოსტში.

ორიგინალურობის გაგება იმდენნაირი არსებობს, რამდენნაირი ადამიანიც არსებობს.
ჩემი აზრით, ადამიანი განსხვავებული მაშინაა, როდესაც ცდილობს ჯერ იპოვნოს თავისი მოწოდება, შემდეგ კი აკეთოს თავისი საქმე კარგად. ვერ იქნება ადამიანი ორიგინალური, როდესაც გაჰყვირის მე ყველაზე მაგარი და განსხვავებუოლი ვარო, არიქა ხალხო მე უნდა დამემსგავსოთო. პიროვნებად ჩამოყალიბებულ ადამიანს, რომელსაც თავისი ადგილი უჭირავს ცხოვრებაში არასდროს მოუნდება, რომ სხვები მას დაემსგავსონ.

ჩვენ ვვარაუდობთ ხოლმე, თუ რა არის სწორი, მაგრამ ვერ ვიქნებით ჩვენს ჭეშმარიტებაში დარწმუნებულები, რადგან არავინ იცის სიმართლე.
სიმართლეში ძალიან ბევრ რამეს ვგულისხმობ.
ბევრს ნამდვილად ვერ დავწერ, იმის მიუხედავად, რომ ამოუწურავი თემაა.
უბრალოდ ვიტყვი, რომ იმის მტკიცება-შენ კი არა მე ვივი ჭეშმარიტება (თანაც სახალხოდ),
ყურადღების მიქცევის ერთ-ერთი ხერხია.

წარმატებას გისურვებთ!
იყავით განსხვავებულები. ( მიყვარხარ-ამ სიტყვას სხვანაირად ვერ იტყვი, შეგიძლია გამოხაოტო განსხვავებულად).
იმედია გაიგებთ რისი თქმაც მსურდა ამ პოსტით.

Advertisements
8 Comments leave one →
  1. January 9, 2011 22:39

    არადა სულ ტყუილად ცდილობენ :))) ადამიანები ხომ ყველაზე მეტად იმით გვანან ერთმანეთს რომ განსხვავებულები არიან 🙂

  2. January 9, 2011 22:40

    თან ის რომ..
    მე ვიცი შენ გინდა ვოლგა
    მაგრამ ამ დროს შენ არ გინდა ვოლგა
    და მე მაინც ვამტკიცებ რომ შენ გინდ ვოლგა :დ

  3. January 9, 2011 22:40

    გავიგე რისი თქმაც გსურდა ამ პოსტით 😉
    მშვენიერი პოსტია, მაგრამ რატომ არაფერი თქვი იმ ადამიანებზე ვინც საერთოდაც არ ცდილობს იყოს ორიგინალური დაბუნებრივადაა ასეთი?

  4. January 9, 2011 22:41

    ჩასწორება ბოლო ფრაზაში
    ვცდილობ რომ დავამტკიცო რომ შენ გინდა ვოლგა!

  5. January 9, 2011 22:41

    რა კარგია დავითისნაირი უნიკალური ადამიანები რომ არსებობენ. კარგი პოსტების იდეებს გვაწოდებენ ❤

  6. January 9, 2011 22:55

    “როდესაც საკუთარ ბლოგს ჰქმნი მექანიკურად გამოგდის ორიგინალური პოსტები, რადგან აქ შენს სამყაროს ჰქმნი და შენი ფიქრები გადმოგაქვს პოსტში” vapaseb gansxvavebulobas e.i. yvela blogers tavis samyaroshi 🙂 :D:D:D tiko mesmis sheni ..

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: