აბორტი

რა არის აბორტი? აბორტი ეწოდება ორსულობის შეწყვეტას 22 კვირის ვადამდე. არსებობს თვითნებური და ხელოვნური აბორტები. თვითნებური აბორტი არ არის დამოკიდებული ორსულის სურვილზე და გამოწვეულია ჯანმრთელობის მდგომარეობის სხვადასხვა დარღვევით. ხელოვნური აბორტი არის ორსულობის ხელოვნური შეწყვეტა ორსულის სურვილის, ჯანმრთელობის მდგომარეობის ან სხვა მიზეზის გამო აბორტს დიდი ზიანის მოტანა შეუძლია ქალის ჯანმრთელობისთვის. იგი: — ასუსტებს ორგანიზმის დამცველობით უნარს და ხშირად ამწვავებს სასქესო ორგანოების ანთებით დაავადებებს; _ შეიძლება გახდეს უშვილობის, თვითნებური აბორტების, გართულებული ორსულობის და მშობიარობის მიზეზი – შეიძლება გახდეს ჰორმონული მოშლილობებისა და მენსტრუალური ციკლის დარღვევის მიზეზი; – ხელს უწყობს სარძევე ჯირკვლების კიბოს განვითარებას; – ხშირად არის ქალის ნაადრევად დაბერების და კლიმაქსის მიზეზი. – როგორც ფსიქოლოგიური ტრავმა, შეიძლება გახდეს ნევროზებისა და ფსიქიკის სხვადასხვა ტიპის აშლილობის მიზეზი. – შეიძლება გახდეს წყვილის სქესობრივი უთანხმოებისა და შემდგომში სერიოზული ოჯახური კონფლიქტის მიზეზი ამრიგად, აბორტი უარყოფით ზეგავლენას ახდენს არა მხოლოდ ქალზე, არამედ მის ოჯახსა და მთლიანად საზოგადოებაზეც. ერიდეთ აბორტს! თუ თქვენ მაინც გადაწყვიტეთ აბორტის გაკეთება, სჯობს მიმართოდ მედიკამენტურ აბორტს ან მინი აბორტს ( ვაკუუმ ესპირაცია) ორსულობის ადრეულ სტადიაზე. ეს მეთოდი ბევრად უფრო ნაკლებ ზიანს აყენებს ქალის ჯანმრთელობას, ვიდრე აბორტი საშვილოსნოს ღრუს გამოფხეკით. მედიკამენტური აბორტი ორსულობის ადრეულ სტადიაზე: არსებობს სპეციალური პრეპარატი, რომელსაც ქალი იღებს ექიმის დანიშნულებითა და კონტროლით (ბოლო მენსტრუაციის პირველი დღიდან არ უნდა იყოს გასული 63 დღეზე მეტი)პრეპარატი იწვევს ორსულობის შეწყვეტას და ჩანასახის გამოდევნას. მინი-აბორტი: კეთდება არაუგვიანეს ორსულობის 6 კვირის ვადაზე და გულისხმობს ორსულობის შეწყვეტას ვაკუუმ-ასპირაციული მეთოდით (ჰაერის უარყოფითი წნევის მოქმედებით ჩანასახის ნაწილების გამოტანა საშვილოსნოს ღრუდან გარეთ). პროცედურა უნდა ჩატარდეს შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში (რეპროდუქტოლოგიური კაბინეტი, ქალთა კონსულტაცია, სამშობიარო სახლი, გინეკოლოგიური განყოფილება). აბორტი საშვილოსნოს ღრუს გამოფხეკვით: კეთდება ორსულობის 6-12 კვირის ვადაზე შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში (რეპროდუქტოლოგიური კაბინეტი, ქალთა კონსულტაცია, სამშობიარო სახლი, გინეკოლოგიური განყოფილება). ამ დროს ხდება საშვილოსნოს ყელის მექანიკური გაფართოვება, სპეციალური ქირურგიული ინსტრუმენტებით ნაყოფისა და მომყოლოს გარეთ გამოტანა და საშვილოსნოს ლორწოვანი გარსის გამოფხეკა. არავითარ შემთხვევაში არ მიმართოთ ორსულობის შეწყვეტის ”შინაურ” მეთოდებს და არ ჩაიტაროთ აბორტი სამედიცინო დაწესებულების გარეთ ან არასპეციალისტის მიერ. ეს თქვენ შეიძლება სიცოცხლის ფასად დაგიჯდეთ! (ინფორმაცია მოპოვებულია http://www.tanadgoma.ge -დან).

არ შემიძლია ამ თემაზე პოსტი არ დავწერო.
არსებობს აზრი, რომ აბორტი ჩვეულებრივი ამბავია და თუ ბავშვი სწავლაში, სამომავლო გეგმებში ხელს გიშლის, სავსებით ნორმალურია მისი მოშორება.

ჩემთვის აბორტი ადამიანის მკვლელობას ნიშნავს. არ დავიწყებ იმაზე ლაპარაკს, თუ რამენად მძიმე ცოდვაა რელიგიურად. უბრალოდ მინდა ადამიანურ ნორმებს შევეხო.
ცხოველზე დაბლა დაცემაა, როდესაც ნაყოფს იშორებ. თუმცა იქნებ ხელს გიშლის სამომავლო გეგმებში? ან იქნებ არ ხარ მზად დედობისთვის? ან საერთოდ იქნებ გაღელვებს რას იტყვიან შენი მშობლები? თუ ვინმე ამ აზრზე ხართ, თქვენთან ყოველგვარ ადამიანობაზე და თავისუფლებაზე ლაპარაკი გამიჭირდება.
თუ სექსის მოყვარული ხარ კეთილი ინებე და დაიცავი თავი, ხოლო თუ შემთხვევით მაინც ჩაისახა ბავშვი, შენ არ გაქვს მისი მოშორების უფლება. რატომ არ გაქვს?-შენ შეცდომებზე სხვამ არ უნდა აგოს პასუხი. შენში კლავ მომავალ ადამიანს, რომელსაც სიცოცხლისთვის მზადება უკვე დაწყებული აქვს. თან საკმაოდ გასაკვირია, რომ ხშირად აბორტს იკეთებენ ადამიანები, რომლებსაც კარგი ცხოვრება უნდათ და უყვართ სიცოცხლე. და სხვას რომ ართმევ სიცოცხლეს? სხვას რომ ყველა შანსს ართმევ?
ალბათ უკვე გაიგეთ, რომ აბორტის სასტიკი წინააღმდეგი ვარ.
ყველა ის მამაკაცი მეზიზღება, რომელიც ქალს აბორტის გაკეთებას თხოვს/მოთხოვს. მაგრამ ასევე მეზიზღებიან ქალები, რომლებიც საკუთარი ნებით თავისივე ნაყოფს ანადგურებენ. არ მაქვს ლაპარაკი, თუ რას უკეთებენ საკუთარ ორგანიზმს.
აბორტი დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ქალის ჯანმრთელობას სერიოზულ საფრთხეს უქმნის.

მათ უნდათ სიცოცხლე!
(უბრალოდ ჩემი მკითხველი ვერ გავწირე იმ სურათების ნახვისთვის, რაც ინტერნეტში მოიპოვება აბორტზე).

19 thoughts on “აბორტი

  1. ყველაფერში გეთანხმები. საშინელებაა აბორტი, საზიზღრობა…

  2. აბორტს ერთ შემთხვევაში ვამართლებ: როცა იცი, რომ ბავშვი თანდაყოლილი ანომალიით დაიბადება :/

  3. ყველაზე მტკივნეული თემაა ჩემთვის.
    არ ვიცი რატომ მაგრამ როცა რამე ბავშვს ეხება ეგრევე ცუდად ვხდები და მთელ ტანზე მბურძგლავს.
    დედობა ჩემი ოცნებაა და არაერთი პოსტი მაქვს მიღღვნილი…

    თუმცა მაშინაც გითხარი… კონკრეტულ სიტუაციაში ვინ როგორ მოიქცევა არავინ იცის.

    არც შენ და არც მე

    1. ბავშვის გამო ყველა გაჭირვებას გავუძლებ.
      რა სიტუაციაშიც არ უნდა ვიყო აბორტს არ გავიკეთებ.

      ამას მხოლოდ გულით არ გეუბნები,
      გააზრებული მაქვს

  4. თუ გამზრდელი არაა ქალი და გაჩენის მერე ნაგვის ყუთში უნდა გადააგდოს ან მდინარეში, ისევ აბორტი გაიკეთოს სჯობს.

      1. კი, გასაგებია, რომ სჯობს თავი დაიცვა, თუ მისი გაჩენა არ შეგიძლია. მაგრამ არსებობს ბევრი “მაგრამ”.

        და მე მაინც ვთვლი, რომ ყველა ქალმა თავად უნდა გადაწყვიტოს, შეუძლია ახლა ბავშვის გაჩენა თუ არა.

        თორემ, ასეთ შემთხვევაში, არც მაშინ უნდა გაწირო ბავშვი, როდესაც დედის სიცოცხლეს ემუქრება საფრთხე და არც მაშინ, თუ ბავშვი სიმახინჯეებით იბადება.

  5. ყველაფერში გეთანხმები. საშინელებაა საკუთარი დაუდევრობის გამო პასუხი უდანაშაულო არსებას აგებინო და მერე მშვიდად გააგრძელო ცხოვრება.
    ამ პოსტის შემდეგ ძალიან შემიყვარდი.

  6. აქ ანას პოსტიდან გადმოვედი.

    და იგივეს ვიტყვი რაც იქ ვთქვი: არაკომპეტენტური ადამიანები არაადექვატურად იქცევიან.

    ბავშვობაში ყოველთვის აბორტის მოწინააღმდეგე ვიყავი, ეხლა უკვე ნეიტრალურად ვარ განწყობილი.
    საქმე საქმეზე რომ მივიდეს, კაცმა არ იცის რას გადავწყვეტ.

    სწორედ ამიტომ სისულელეა ყველა აზრი, რასაც ასე კომენტარებში დავაფრქევთ.

    ჩვენ მუდამ ვიზრდებით და ვვითარდებით< გვივითარდება აზროვნეbა და თვითშეგნებაც. კაცმა არ იცის ექსტრემალურ სიტყუაციებში ვინ როგორ მოვიქცევით.

    სხვისი გაკიცხვა ადვილია

  7. chemi azrit aborti aucileblad unda iyos kriminalizirebuli, vfiqrob rom tu adamians eqneba sasjelis shishi es ukve progresia da danashauls ertgvarad sheamcirebs….saertodac me mikvirs da chemtvis cota ar iyos gaugebaria,roca religiuri tvalsazrisit aborti araprit gamoircheva chveulebrivi mkvlelobisgan,rogor aris es paqti kanonit ara dasjadi……………… (aralicenzirebul dawesebulebashi chatarebulis garda)

  8. ყოველ შემთხვევაში ჩემთვის გაუმართლებელია აბორტი … ნუ შეიძლება გამონაკლისი იყოს თუ მაგალითად ბავშვი იცი რომ ანომალიით დაიბადება მაგრამ ეს აბორტი იქამდე უნდა გაიკეთო სანამ ბავშვი დიდ ასაკს მიაღწევს 🙂 ისე წინააღმდეგი ვარ ასეთი რაღაცეების …..

  9. თქვენ გიწერიათ ასეთი რამ …..( არსებობს სპეციალური პრეპარატი, რომელსაც ქალი იღებს ექიმის დანიშნულებითა და კონტროლით (ბოლო მენსტრუაციის პირველი დღიდან არ უნდა იყოს გასული 63 დღეზე მეტი)პრეპარატი იწვევს ორსულობის შეწყვეტას და ჩანასახის გამოდევნას.) ….. შეიგიძლიათ მითხრათ რა ქვია წამალს??? რო ემს ექიმს ვკითხო მან მითხრა რო არ არსებობს წამალი …. ძალიან გთხოვთ დამეხმარეთ რაც შეილება მალე ჯერ მარტო 36-დგეა გასული

  10. imdeni posti wavikitxe abortze ubralod shemdzra mtlianad.yvelaze didi codvaa roca sakutar daubadebel shvils klav.is xom shenshi cocxlobs.tu aborts iketeb chemi azrit,sxva shvili arc unda gyavdes.nu sheidzleba zedmetebi momdis,magram iseti agelvebuli var atr shemedzlo ar metqva.mere ra rom is nayopi 22kvirisaa an 3kviris,is xom shenshia da mas shvili qvia.ar unda xelyo misi sicocxle.es sheni neba araa 😦

  11. თუ გოგო ქალიშვილია, ამ დროს შეიძლება ხელოვნური აბორტი გაკეთდეს საქალწულე აპკის დაუზიანებლად?

    1. ხელოვნურ აბორტში რას გულისხმობთ? ან ქალიშვილობის შემთხვევაში ორსულად როგორ უნდა აღმოჩნდეთ, მსგავსი ინფორმაცია არ გვაქვს.

  12. 3წლის განმავლობაში ბავშვი არ მყავდა.სიგიჟემდე მინდოდა იმისდა მიუხედავად 17 წლის გავთხოვდი და დაგვიანებული არაფერი იყო.პირველი ბიჭი გამიჩნდა.ბავშვი ღრმა ასფიქსიით დაიბადა და მიკროცეფალია განუვითარდა.დღეს რეაბილიტაციის ცენტრში დავდივართ.პირველის მერე წელიწად ნახევარში დავორსულდი და სრულიად ჯამრთელი ბავშვი მყავს .საკეისრო გავიკეთე მეორეზე.უკვე 6 თვისაა.6 წელია გათხოვილი ვარ და სიმართლე გითხრათ არასდროს თავი არ დამიცავს.ისევ დავორსულდი არც ველოდი ისე.ჩემი დაუდევრობის გამო აბორტი უნდა გავიკეთო.5თვის ნაკეისრალზე ძნელია გარისკო,მაშინ როცა უფროსმა სიარული ჯერაც არ იცის და ხელით დამყავს.მარტო ჩემთან ჩერდება და აქ უკვე საშიშია ორსულობის გაგრძელება.ხვალ უნდა წავიდე.ისე ცუდად ვარ.ცხოვრებაში ვერ წარმომედგინა ამას თუ ვიკადრებდი და ასე დავეცემოდი.მე სხვა გზა არ მაქვს,მაგრამ ვიცი ცხოვრების ბოლომდე დავიტანჯები.

Leave a reply to Maikyna Maiko Cancel reply