Skip to content

ჩემი საუკეთესო მეგობარი და აურზაური

January 15, 2011

დარწმუნებული ვარ ხშირად ფიქრობთ თქვენს მეგობრებზე და არჩევთ მათგან საუკეთესოს. რას ნიშნავს საუკეთესო მეგობარი? -ის არ არსებობს, მას თქვენ აქცევთ ასეთად. ადამიანები სხვადასხვანაირები არიან და მათთან კონფლიქტი ძალიან ხშირია.

ჩვენს ცხოვრებაში რაც ხდება, თითქმის ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული, მაგრამ არსებობენ ადამიანები, რომლებიც უბრალოდ ჩვენს იმედებს აცრუებენ. შეიძლება ეს იმიტომ ხდება, რომ ბევრ მოვალეობას ვაკისრებთ მათ, მაგრამ როდესაც ადამიანი ერთ დღეს გიმტკიცებს რაღაცას და მეორე დღეს იმ დამტკიცებას თვითონ არღვევს ცოტა დამაბნეველია.
ძალიან ავურიე პოსტი, მაგრამ სათაურს შეხედეთ.

ახლა ყველაზე ახლოს ნინი ოქროპირიძესთან ვარ. ამ ადამიანთან ყველაზე თავისუფლად ვგრძნობ თავს, არ მავალდებულებს და მგონი არც მე ვავალდებულებ. ჩვენი ყოველი შეხვედრა რაღაცნაირად სასიამოვნოა, რაც უფრო ხშირად ვნახულობთ ერთმანეთს, უფრო ხშირად გვინდება შეხვედრა.
ჩემი მეგობარი-მრავალფეროვანი, ცოტა ნერვიული, ცოტა მხიარული, წიგნების მოყვარული, ნათელი, კრიტიკული და ნათელთვალება. < ახლა ასეთი წარმომიდგენია ჩემი ყველაზე ახლო მეგობარი და ზუსტად ასეთია.

რაც შეეხება დანარჩენ ადამიანებს, ინტრიგების ხლართვის და შეტენვის ყურება ჩემთვის ძალიან დამღლელია. რაც უფრო გადის დრო ვხვდები, რომ ყველასთან ურთიერთობა არ უნდა მქონდეს და ნერვებს უნდა გავუფრთხილდე. ადრე მომავალზე არ ვფიქრობდი ხოლმე, ახლა კი ძალიან ხშირად ვფიქრობ. ურთიერთობები ნათლად მოქმედებს მომავალზე და სისტემატურად უნდა ვიზრუნოთ ჩვენი წრის მრავალფეროვნებაზე, განახლებაზე.
ირგვლივ ისეთი აურზაურია.
უკვე სერიოზულად დავიწყე ფიქრი, ვის ვენდო და რა უნდა ვთქვა ადამიანებთან ურთიერთობისას, მაგრამ ასეთი დაგეგმილი არამგონია გავხდე.

ერთ რამეს გეტყვით,
რაც არ უნდა სამწუხარო იყოს ურთიერთობები წყდება და იქმნება ახალი, მთავარია არ მოიქცეთ ისე, როგორც არ გინდათ რომ მოგექცენ.
წარმატებას გისურვებთ მეგობრების არჩევაში და მათთან ურთიერთობაში.

Advertisements
3 Comments leave one →
  1. January 16, 2011 12:19

    ვერ ვიტან ურთიერთობა, რომ წყდება ხოლმე. ძალიან ვიცი შეჩვევა და ადამიანის დაკარგვა ყველაზე დიდ ტკივილს მაყენებს.

  2. Di@ permalink
    January 16, 2011 12:41

    ნამდვილად, ყველასთან ვერ იურთიერთობებ. დამღლელია.

  3. January 18, 2011 20:37

    ჩემო გოგო ^_^

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: