Skip to content

რუსთავი 2 დეზინფორმატ2

January 17, 2011

წლების წინ, ჩემი სახლიდან, რომ გამოვდიოდი ბევრგან მხვდებოდა წარწერა “რუსთავი 2 დეზინფორმატ2”. 2003 წელს ეს ტელევიზია მთლიანად იყო ჩართული ვარდების რევოულუციაში და ეს წოდება მოიშორა.
ამ პოსტში მინდა გესაუბროთ ორ ტელევიზიაზე, რუსთავი 2სა და იმედზე. სათაურში ორივე ტელევიზიის ხსენება საჭიროდ არ ჩავთვალე, რადგან აშკარად არ აქვს მნიშვნელობა რომელს ვახსენებთ, თითქმის ერთნაირი ტელევიზიებია.

რუსთავი 2 არის ტელევიზია რომელიც აგვიანებს თითქმის ყველა გადაცემას, ფილმს, თუ სერიალს. აჩვენებს ფილმებს ტიტრებით და სერიალებსაც, რაც შეიძლება ყველასთვის სასურველი არ იყოს. ზუსტად იგივე შემიძლია ვთქვა ტელევიზია იმედზე. ორივე აშკარად სამთავრობო არხია. ორივეგან ხშირია ანტირუსული განცხადებები, პირდაპირი შეტევა ოპოზიციაზე და ინფორმაციის ცალმხრივი მოწოდება, ანუ მოგვეწოდება ის ინფორმაცია, რაც თავად ტელევიზიას(მთავრობას) აწყობს.
მინდა გაგახსენოთ იმედის იმიტირებული ქრონიკა, რომელმაც ძალიან დიდი პანიკა გამოიწვია საზოგადოებაში.

ორივე ტელევიზიის საინფორმაციო პროგრამა იწყება ყოველთვის
უარყოფითი ინფორმაციით, არ არის გამოტოვებული სააკაშვილის უსასრულო გამოსვლები, სკოლებისა და სკვერების გახსნა. თითქოს ცდილობენ მაყურებლის გონება დათრგუნონ. ორივე არხის ყურებისას ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ ყველაფერი კარგადაა, გენიალური მთავრობა გვყავს და მხოლოდ საზოგადოებაში არის გარღვევები, ანუ მკვლელობა, გაუპატიურება, თვითმკვლელობა, ქურდობა. ამ დანაშაულებზე გვამახვილებინებენ ყურადღებას და იძულებულს გვხდიან სხვა მოვლენები უყურადღებოდ დავტოვოთ. თუმცა იმედი შედარებით უკეთეს მდგომარეობაშია, გადაცემა “იმედის გმირი” გვაცნობს გაჭირვებულ ფენას, რაც გვაძლევს საშუალებას ცოტათი მაინც გავერკვეთ დღევანდელ მდგომარეობაში.
შეიძლება მითხრათ, მხოლოდ ცუდს რატომ ამჩნევო, მაგრამ კარგი რა არის? როდესაც ტელევიზია გვაჩვენებს რა გააკეთა მთავროობამ, როგორ ებრძვის პოლიცია კრიმინალს, გვაჩვენებენ საშინელ რეკლამას, სადაც პოლიციელების როლს ბავშვები ითავისებენ, არ შემიძია ამაზე ყურადღება არ გავამახვილო. არცერთგან ძველი ჟურნალისტები აღარ დარჩნენემ რუსთავი 2-დან ნორმალური ჟურნალისტები წავიდნენ და სად წავიდნენ არ ვიცით(თითქოს პროტესტის ნიშნად), ხოლო დანარჩენები პირდაპირ მთავრობაში გადამისამართდნენ. იმედიდან კი ვითომ ოპოზიას მიაშურეს, მაგრამ რამდენად არიან ოპოზიციონერები ეს ჯერ კიდევ საკითხავია/

მოკლედ ამ ტელევიზიებს დიდი ბანერი უჭირავთ წარწერით მიშა მაგარია.

შეიძლება მითხრათ, რომ თუ არ მოგწონს ეს ტელევიზიები სხვა არხზე გადართეო, მაგრამ აბა სხვა არხები? აბა სხვა ინფორმაციის წყარო?
იძულებული ვხდებით ინფორმაცია ინტერნეტით მივიღოთ, რადგან ტელევიზია მთლიანად სამთავრობოა და ჩვენთვის მოსაწოდებელი ინფორმაცია აშკარად იწმინდება.

Advertisements
One Comment leave one →
  1. MaKaVELI permalink
    January 17, 2011 09:19

    egrea ki… kide bevria satqmeli///
    saxelmwifo televiziaze rom filmi inglisurad gava, im qveyanas saxelmwifo kiara, qveshevrdomi hqvia…
    shemedavet midit !!!

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: