Skip to content

ფერია

January 20, 2011

დავიღალე, ძალიან დავიღალე. ისე დავიღალე, რომ წავიდოდი სადღაც შორს, გადავცხოვრდებოდი ალბათ სამუდამოდაც. მითუმეტეს ახლა უკვე ვეღარაფერი მაკავებს. ჩემს ცხოვრებაში ის პერიოდი დადგა, როდესაც ანგარიშს აღარავის აღარ ვუწევ.
მაგრამ მას ისეთი თბილი თვალები აქვს, მისგან შორს როგორ უნდა წავიდე…

ამ ბოლო დროს გაბრწყინებული თვალებით ვბრუნდები სახლში, მერე თავად მიკვირს, რა ელემენტარული რაღაცეები მახარებს.
ასეთი ბავშვი არასდროს არ ვყოფილვარ და თან ასეთი თავისუფალი.
მინდა ძალიან ბევრი ვიხტუნაო, ვიცეკვო, ვითამაშო და სულ გაღიმებული ვიყო. თითქოს არაფერი ხდება ცუდი, მექანიკურად იშორებს ჩემი გონება ყველაფერს ცუდს.
ყოველთვის მჯეროდა რაღაც არარსებული ძალის, რაღაც ფერიის მსგავსი ნამდვილად არსებობს, რომელიც ასრულებს გულწრფელ და ნამდვილ ნატვრებს.
გქონიათ ისეთი შემთხვევა როდესაც ადამიანს გვერდიდან ვეღარ შორდებით? როდესაც მისი მითვისება გინდათ?
მე ახლა ასე ვარ. მხოლოდ, მხოლოდ ჩემთვის მინდა, ეგ ადამიანი და კიდევ თოვლი.

დარწმუნებული ვარ ის თოვლში მეთამაშება და არ წავა არსად. სულ ასე ჩამეხუტება ხოლმე, თუნდაც მეგობრის რანგში.
მე ძალიან ბედნიერი ვარ. დიახ, ამ სიტყვებს მე ვამბობ. უბედნიერესი ადამიანი ვარ და სულ არ მაწუხებს რა ხდება ირგვლივ(არა როგორ არ მაწუხებს უბრალოდ ახლა აღარ ვსევდიანდები).
ახლა ჩემს განწყობაზე მოქმედება მხოლოდ ამინდს და ამ ადამიანს შეუძლიათ. მისი სახის გამომეტყველება ჩემს მთელ დღეს და მორიგ დღეებს განსაზღვრავს.
ფერიავ,
მე მჯერა შენი არსებობის, ნამდვილად მჯერა(თუ რაღაც ფერიის მსგავსო).
მინდა გთხოვო, რომ ეს ადამიანი ბედნიერი ამყოფე, ხშირად გააღიმე და აგრძნობინე, რომ მისი დაკარგვა არ მინდა, რომ უკვე ძალიან, ძალიან მიყვარს. თითქოს მისთვის გავჩნდი, რომ სულ, სულ კარგ ხასიათზე იყოს და მეც თითქოს და ჯამბაზის როლს ვირგებ (მომწონს ეს).

რაღაცნაირად უნათებს თვალები და ის ძველი ტკივილი, რომლის შესახებაც არაფერი ვიცი სადღაც შორს იკარგება.
ფერიავ ეს ეგოისტური თხოვნაა, მაგრამ გთხოვ, მომეცი საშუალება სულ გავაღიმო ეს ადამიანი, რადგან მის ღიმილთან ერთად მეც ბედნიერი ვარ.
ფერიავ მისმენ?
ვიცი, რომ გესმის ჩემი. ყველა ტკივილი აარიდე და თუ გინდა ჩემსკენ გამოუშვი. მე მაინც ყველაფერს ვუძლებ და ის თუ კარგად იქნება მაინც არაფერი მეტკინება.

ფერიავ მადლობა, რომ ეს ადამიანი ჩემს ცხოვრებაში გამოაჩინე, მე მჯერა შენი არსებობის.
დიდი მადლობა.

Advertisements
4 Comments leave one →
  1. January 21, 2011 17:07

    როგორი ბედნიერი ხარ ❤ მიხარიხარ ეგეთი

  2. January 22, 2011 11:00

    წელიწადნახევრის განმავლობაში ვიყავი მასე. იმედია შენ ბევრად უფრო დიდ ხანს იქნები : )

  3. January 31, 2011 09:15

    me mjera me mjera me mjera feriebis arsebobiiis ❤

Trackbacks

  1. ესეც გაივლის « Siyvarulovna's Blog

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: