Skip to content

გადასაგდები მთავრობა-მფორთხავი პრეზიდენტი

January 22, 2011


ამ პოსტზე განსხვავებული აზრი არ მოისმინება.

2008 წლის ზაფხულში თავდადებისკენ მოგვიწოდებდნენ. შემდეგ სამაგალითო ჯარისკაცები ორდენებითაც დაასაჩუქრეს. ოჯახებს, რომლებსაც შვილები დაეღუპათ კომპენსაცია გადაუხადეს. მოკლედ ჩვენი მთავრობის მიერ წამოწყებულ ომში თავდადებული გმირებიც გვყავს და ბევრი გარდაცვლილიც.
მალე ალბათ აფხაზეთშიც კი დავბრუნდებით ისე მიდის საქმე.
რა აფხაზეთზეა ლაპარაკი? რა გაკეთებულ საქმეებზე? რა ევროპა და რა ნატო? ქვეყანაში სრული განუკითხაობაა. როგორც უნდა ისე იქცევა მთავრობა.
და ჩვენი მფორთხავი პრეზიდენტი რომელმაც შიშისგან კინაღამ ჩაიფსა, ხელით იხოცავს ცხვირს და სრული უმართავია, როდესაც განცხადებებს აკეთებს. აღარ იცის უკვე შეურაწყოფა ვის მიაყენოს. სკამზე ჯდომისგან მოსუქებული მთავრობის წევრები და პარლამენტი, რომელიც ვითომ ხალხმა აირჩია.
შეღებილი ფასადები, დაგებული გზები, სკვერები, სტადიონები, ეროვნული გამოცდები, განათებული თბილისი, კარგი პოლიცია(რომელიც დევნილებს სახლებიდან ყრის), კარგი ჯარი, ევროინტეგრაცია და ნატოში შესვლა, რაც მთავარია აღმოფხვრილი კორუფცია, გაკეთებული ბათუმი. – ეს ის დადებითი საქმეებია, რომელიც ჩვენმა მთავრობამ გააკეთა.
სიცოცხლის ხელყოფა, უდანაშაულო პატიმრები, შიმშილი, დევნილების გამოყრა, გაძვირებული ტრანსპორტი, გაძვირებული ყველაფერი, სწრაფი ცვლილებები(არავინ არ ფიქრობს ამას რა მოჰყვება), ოკუპირებული ტელევიზიები, დაკარგული ტერიტორიები, დაღუპული ჯარისკაცები, ხალხის უპატივცემულობა, გამოსახლებული ხალხი და საცხოვრებელი სახლების ნგრევა, თავზეხელაღებული პრეზიდენტი, მფორთხავი პრეზიდენტი, შეშინებული ახალგაზრდობა(ათ გამოცდას შეგუებული), ეკა ხერხეულიძე, კობა სუბელიანი, გიგი უგულავა და სხვა მსგავსნი. -ეს და კიდევ ათასი რამ, რაც ამ მმართველობის სისტემას თან ახლავს.
რამე თუ არ მოგწონს თავად უნდა შეცვალო, ხო და სად არის ხალხი?
გასაკეთებელი კიდევ ბევრია? კი გასაკეთებელი კიდევ ბევრია, გასაფუჭებელი კი ძალიან ცოტა დარჩა. “რაც მოგივა დავითაო ყველა შენი თავითაო”, ხოდა სახლებში რომ მოგადგებიან, თქვენს თავისუფლებას როდესაც შეზღუდავენ, როდესაც თქვენც მოგშივდებათ, როცა სახლის გარეშე დარჩებით, მაშინ უკვე ძალიან გვიანი იქნება.

არ მომწონს რაც ხდება, ვერ ვიტან დღევანდელ სისტემას და ვეძებ მომხრეებს მის შესაცვლელად. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ქვეყანაში არის სრული განუკითხაობა. თუ თქვენ არ დაუდგებით თვქენ ხალხს გვერდზე, თქვენ როდესაც დაგჭირდებათ აღარავინ იქნება. ნუ გარბიხართ, მოვლენ იაპონელები, ჩინელები, ზანგები (რასისტი არ ვარ) და დაეპატრონებიან ჩვენ მიწას ისინი. საკმარისია სიზარმაცე.

ზიზღი, სიძულვილი-საშინელებაა არა? სხვას არაფერს იმსახურებს დღევანდელი პრეზიდენტი და მთავრობა.
არა ძალადობას, უბრალოდ სწორი პროტესტია საჭირო, ყველა გარეთ უნდა გამოვიდეს, სამსახურებს დაკარგავთ? ისე თავისუფლებასა და მომავალი თაობის სიჯანსაღეს დაკარგავთ.
მოგიწოდებთ!!!-გაიღვიძეთ, გაახილეთ თვალები, გამოდით გარეთ, ესენი თქვენამდეც მოაღწევენ!

Advertisements
4 Comments leave one →
  1. January 22, 2011 18:54

    ვამაყობ! :*

  2. January 22, 2011 21:11

    დღითი დღე მაოცებ თიკო.

    მეც ვამაყობ ❤

  3. January 23, 2011 09:13

    პოსტს მერე წავიკითხავ როცა თავისუფალი დრო მექნება, ახლა გავრბივრ სახლიდან. უბრალოდ პირველ ორ სურათზე გავაკეთებ კომენტარს: “მე რომ(არამარტო მე) იმ სიტუაციაში მოვხვედრილიყავი უარესს ვიზამდი” :დ

  4. January 4, 2012 17:16

    ox am shishis…. :))))

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: