Skip to content

დევნილების გამოსახლება

January 22, 2011


ჯერ კარგად ვერ გავერკვიე საიდან და როდის მოხდა დევნილების გამოსახლება. თუმცა თვითონ ფაქტი ძალიან უსიამოვნოა და ნამდვილად საჭიროებს რეაგირებას.
ტელევიზიიდან ინფორმაციის მიღება თითქმის შეუძლებელი გახდა, ამიტომ იძულებული ვარ ინტერნეტში ვეძებო ახალი ინფორმაციები.
ვინც ჯერ კიდევ არ იცით, გეტყვით, რომ დაიწყეს დევნილების გამოსახლება. როგორც გავიგე სთავაზობენ საცხოვრებლებს რეგიონებში.
ამაზე ბევრი იტყვის, რომ დევნილები უმადურები არიან და მათ მაინცდამაინც თბილისში უნდათ ცხოვრება, მაგრამ ცხრამეტი წელი იცხოვრო ერთ ადგილას, გქონდეს მოძებნილი საარსებო წყარო, გყავდეს აქ ახლობლები და სწავლობდე თბილისში, არ არის ადვილი ადგე და უცებ სხვაგან გადახვიდე საცხოვრებლად. უბრალოდ წარმოიდგინეთ თქვენი თავი მათ ადგილას.
თვითონ დევნილებიც ბევრ რამეში არიან დამნაშავენი, რომ ამდენი ხანი ჩუმად არიან. იმის თქმაც შეიძლება, რომ ადამიანს თუ შრომა შეუძლია ყველგან შეძლებს ფეხის მოკიდებას. უბრალოდ რთულია დაადანაშაულო ეს ადამიანები და არ დაიცვა ისინი. სანამ ჩვენ კარგად ვცხოვრობთ და არაფერი არ გვემუქრება ყველა ფაქტს ძალიან მარტივად ვუყურებთ.
ესენი დაგვაბრუნებენ ჩვენ აფხაზეთში, ევროპისკენ მივდივართ რა დროს დევნილები არიან, ძლივს ჩვენი ქვეყანა აღმშენებლობის პირასაა.
ვინც ასე ფიქრობთ ე.ი. ჯერ არაფერი დაგმართნიათ თავად, რადგან ადამიანების დიდ ნაწილს თუ ხელი არ დაადეს, თუ არ შეაწუხეს, თავის ადგილზე თბილად სხედან და არ წუხდებიან.
ხო და გაახილეთ თვალი სანამ თქვენამდეც მოსულან.
არავითარი ლიდერი არ არის საჭირო, ხომ არ მოგწონთ ოპოზიცია, ადექით და თვითონ მოძებნეთ რაიმე პროტესტის გზა.
დღეს ამ ადამიანებს ყრიან გარეთ, მერე სხვებს გაყრიან და როდესაც ყველა დასაჩაგრი დაიჩაგრება, თბილად მსხდარ ადამიანებსაც მიადგებიან.
ყველაზე გასაოცარი ის არის, რომ ადამიანებს ცხოველებივით ექცევიან. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელმა მაესტროში განაცხადა, რომ დევნილები ავტობუსებში არ ჩასვეს და სატვირთო მანქანებით გადაიყვანეს, რითიც დევნილების ავეჯი უნდა გადაეზიდათ.

რასაც გავიგებ და ვნახავ მაშინვე გამოვაქვეყნებ ბლოგზე, იქნებ ინფორმაციას მაინც მოვუყარო თავი ერთად.

Advertisements
3 Comments leave one →
  1. January 22, 2011 10:45

    ასე გააგრძელე! კარგია :***

  2. January 22, 2011 10:57

    გუშინდელი ნიუსი. ”დღეს დროებით საცხოვრებელს 100–ზე მეტ დევნილ ოჯახს დაატოვებინებენ

    დევნილების გამოსახლების პროცესი დღეს დილიდან კვლავ განახლდა.

    გამოსახლება ვაჟა ფშაველას მესამე მიკრო–რაიონში მდებარე სააღსრულებლო ბიუროს ყოფილი შენობიდან, ასევე ყაზბეგის გამზირზე მდებარე სამედიცინო უნივერსიტეტის ყოფილი სტუდქალაქისა და ყიფშიძის 34-ში მდებარე შენობებიდან მიმდინარეობს.
    სააღსრულებლო ბიუროს ყოფილი შენობიდან 42, ყაზბეგის გამზირიდან 44, ხოლო ყიფშიძის ქუჩიდან 24 დევნილ ოჯახს ასახლებენ.
    თავად დევნილები ამტკიცებენ, რომ მათი უმრავლესობისთვის ალტერნატიული ფართი სახელმწიფოს არ შეუთავაზებია, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებბულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო კი ამ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფს და აცხადებს, რომ ყველა მათგანისთვის ფართები გამოყოფილია.
    აღნიშნულ შენობებთან სამართალდამცველები არიან მობილიზებული, რომლებსაც შენობებზე ალყა აქვთ შემორტყმული და იქ არავის უშვებენ.
    შეგახსენებთ, რომ დევნილთა გამოსახლების პროცესი თბილისსა და რეგიონებში ჯერ კიდევ გასული წლის დასაწყისში დაიწყო, რასაც დევნილების სერიოზული პროტესტი მოჰყვა. გასული წლის შემოდგომაზე რამდენიმე დევნილმა სამინისტროს შენობის წინ პირი ამოიკერა და შიმშილობდა, აფხაზეთიდან დევნილმა ნანა ფიფიამ კი უწყების წინ თავი დაიწვა და გარდაიცვალა. გამოსახლება წელს კვლავ განახლდა. დევნილები გუშინ ბაგებში მდებარე სტუდქალაქის და ორხევის დასახლებაში მდებარე საბაჟო დეპარტამენტის ყოფილი შენობებიდან გამოასახლეს.”
    საინფორმაციო სააგენტო საქინფორმი

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: