Skip to content

აფეთქება მოსკოვში

January 25, 2011

ხშირად ვსაუბრობ პოლიტიკაზე და ვამბობ, რომ არ მომწონს საქართველოში სახელმწიფოს მართვის სისტემა. მომყავს არგუმენტებიც მთავრობის წინააღმდეგ და ვამჟღავნებ ჩემს დამოკიდებულებას დღევანდელი მთავრობის მიმართ.
შეიძლება ვილაპარაკოთ, რომ მმართველობა ცუდია, ხალხს ცუდად ექცევიან და ა.შ. მაგრამ თვითონ ადამიანები როგორ იქცევიან? რატომ არიან ასეთი გაბოროტებულები?
აგრესიული კომენტარები შეიჩმნევა ყველგან, რას შეიძლება ეს დაბრალდეს? -კომპლექსი. ხშირად მესმის სიტყვები: -მე და კომპლექსი?, -ცხოვრებაში არ მქონია კომპლექსი. დღევანდელობაში ბევრს კომლექსი მხოლოდ საკუთარ თავში რაღაცის არ მოწონება და სირცხვილი ჰგონია. კომპლექსი ყველა ადამიანს აქვს, უბრალოდ ზოგთან საერთოდ არასდროს იჩენს თავს. სხვა ადამიანების მიმართ აგრესია, მუდმივი კრიტიკა, ვითომ ახალის შექმნის სურვილი, მუდმივად რჩევადარიგებების მიცემა, ეს ყველაფერი კომპლექსის გამოვლინებაა. როდესაც ადამიანი შინაგანად არის დათრგუნული და ცდილობს ეს დამალოს ვითომ თავისი სიძლიერის გამოვლინებით.

ადამიანს მოწესრიგებული აქვს პირადი ცხოვრება, ანუ ყავს მეგობარი ბიჭი, აქვს სექსი, ამ ბიჭთან აქვს იდეალური ურთიერთობა, აქვს სამსახური, არის განათლებული, მაგრამ არის აგრესიული. სისტემატურად ისვრის უზრდელურ სიტყვებს და ამით ცდილობს ხალხს თავისი უკომპლექსობა დაანახოს.< ასეთი ადამიანები ხშირად შეგვხვდებიან, შეიძლება ისეთ ძლიერებად მივიჩნიოთ, რომ მივბაძოთ კიდეც, მაგრამ ასეთი ადამიანი ნამდვილად გააკეთებს ისეთ რამეს, სადაც მისი მთელი აგრესია გამოჩნდება (შემდეგ კი წავა იმის მტკიცება, რომ ეს აგრესია მას მოსწონს და ამით ერთობა).
მოკლედ ძალიან დიდი შესავალი გავუკეთე ამ პოსტს, მინდოდა აგრესიაზე ჩემი აზრი გამომეთქვა.
რაც შეეხება პოსტის სათაურს, ყველა ადამიანამდე მიაღწევდა ინფორმაცია, რომ მოსკოვში დემოდედოვოს აეროპორტში აფეთქება მოხდა. დაშავებულია 200 ადამიანი 35 კი დაღუპული. დაშავებულებში და გარდაცვლილებში ძალიან ბერვი უცხოელია, ამაზე ყურადღებას რატომაც ვამახვილებ ქვემოთ ნახავთ.
მინდა დაგიკოპიროთ კომენტარები, სადაც დაინახავთ ქართველი "აგრესორების" რეაქციებს.
დასკვნები თქვენ გააკეთეთ:

1. მეტის ღირსები არიან .. პუტინის და მედვედევის დედას შე ც ააააა მთელმა მსოფლიომ.
2.არ მეცოდებიან და რა ვქნა…
3.რაც გინდა უგულო დამიძახეთ მაგრამ არ მეწყინაა….
4.აუუ ამ აეროპორტში ვარ ნამყოფიი აუუ ცოდოა უბრალო ხალხი,მაგრამ ახია მაგათზე.
5.ამოიჟლიტეთ? 😀
6.ერტი მაგატი ბონჟი დედა***ი თუ ამოწყდებიან აი დარდი საქარტველოში რომ შემოიჯრენ და ახლაც მხრებზე გვადგანან (აპხაზეთის და ოსეთის სახით) რომელმა რუსმა გააპროტესტა
7.გახარებით არ გამხარებია მაგრამ არც შემცოდებია მე არავინ მეცოდება ვინც ჩემი ქვეყნის განადგურებას ეცდება, ჰაიტიში მომხდარი მიწისძვრის დროს მათმა პატრიარქმა თქვა დაიმსახურესო, ხოდა ამათმაც ეს დაიმსახურეს
8.მე ვფიქრობ რომ დანაშავე სწორედაც რომ დაღუპულები არიან. რადგან ჩუმად შეცქეროდნენ რუსები იმას თუ როგორ ჯლეტდნენ მისი თანამემამულენი ჩეჩნებს ქართველებს და სხვა უმცირესობებს კავკასიაში. ომი ეხლა იწყება. ჯერ სადარიან. მოეკითხება ყველას . დევიზით სისხლი სისხლისწილ.
9.ცოდოები ნამდვილად არ არიან მაგრამ მაინც ნათელში იყვნენ

10.ღირსები არიან.. ხალხი რა შუაშიაა??? რა შუაშია და ის ჯარიკაცები ჩვეულებრივი რუსი ადამიანები იყვნენ რომლებიც ჩვენს ჯარისკაცებს ხოცავდნენ… ის მთავრობის ხალხიც ჩვეულებრივი ხალხია რომელიც ქართველებს (და არა მარტო) ებრძვის… აი რატომ არიან ღირსები… შეიძლება უდანაშაულოა ვინმე და არავისაც არ ერჩოდა მაგრამ იმ ცოდვებზე მთელმა რუსეთმა უნდა აგოს პასუხი რაც ჩაიდინა…

მე უბრალოდ გამაოცა კომენტარებმა. გაცხოველებულია ხალხი. მერე ვიძახი თქვენი ქვეყანა დაიცავითთქო, შეცვალეთთქო, ამათმა რა უნდა შეცვალონ? ზოგი ვითომ ქვეყნის ღირსებას იცავს…
საკმაოდ ნორმალური კომენტარებიც ვნახე, მაგრამ მაინც გაოგნებული ვარ.
პლუს ეს ინტერნეტში კაჩაობა და გინება??? არა რა, ქართველისთვის ინტერნეტი არ უნდა მიეცათ.

გიხაროდენ! გიხაროდენ! რუსეთში ხალხი იღუპება, სისხლის აღება, ჩვენს მაგივრად შური სხვამ იძია. < აი სად ვართ ახლა ჩვენ.

Advertisements
7 Comments leave one →
  1. January 25, 2011 11:01

    შენ რისი თმქა გინდა მაინც ვერ გავიგე!
    საკმაოდ არის გამართული რამოდენიმე კომენტარი და არგუმენტებიც მისაღებია!

    P.S. სამწუხაროდ დღეს ძალიან მოდაში შემოვიდა არაპატრიოტიზმი და კოსმოპოლიტიზმი, მაგრამ ფსევდო კოსმოპოლიტების უმეტესობამ ალბათ სიტყვის მნიშვნელობაც კი არ იცის!არადა პატრიოტიზმი და კოსმოპოლიტიზმი ერთმანეთს არ გამორიცხავს!
    ვაჟა ფაშაველა ხომ უდიდესი პატრიოტი და კოსმოპოლიტი იყო!

  2. January 25, 2011 11:43

    არაა აუცილებელი რომ ყველამ გაიგოს!

    მე არ მიხარია ადამიანების დახოცვა და ვისაც უხარია მათზე ვსაუბრობ.

  3. mariam dani permalink
    January 25, 2011 18:42

    უტოპია.სამწუხაროდ ცოტას ესმის რომ რუსეთის მთავრობა არა მარტო საქართველოს არამედ საკუტარი ხალხის მტერია და ალბათ ის რომ მას “მთავრობა”ეწოდება კაცობრიობის მიმართ დანაშაულია და სხვა მთავრობების მიმართ შეურაცხყოფა.იგი არანაირად არ გამოხატავს საკუტარი მოქალაქეების ინტერესებს და მეტიც…(ვისაც “მეტიც” აინტერესებს დაგუგლეთ ნატალია ნოვოდვორსკაია ან უყურეტ RTVI-ს)ამ ტერაქტის შედეგად კი სწორად უდანაშაულო ადამიანები დაშავდნენ და არა პუტინი და მედვედევი,მაშ გაერკვიეთ ვის მიმართაა ამდენი ზიზღი სიძულვილი და გულგრილობა?ახლა არ დავიწყებ მაჰატმა განდის ციტირებას და არც ალტრუიზმის ქადაგებას,ყველამ დავიმსახურეთ 2012.

    • January 25, 2011 19:07

      ეგრე ჩვენი მთავრობაც ნაგავია, მაგრამ ხალხი უნდა დაიხოცოს?

      ზიზღი და სიძულვივი კლავს ადამიანს.
      თან უმისამართო განსაკუთრებით.

  4. January 25, 2011 20:02

    ”მალე ჩაესვენება რუსეთის მზე!” მდა…

  5. January 28, 2011 23:28

    მართლა საშინელებაა, მაგრამ რა არის იცი? ზოგ ადამიანს შეიძლება მართლაც აქვსმიზეზი ამის სათქმელად ან საფიქრალად. მაგრამ ესენი, ვიცი კომენტარებიც შენ აქ დაწერე, უბრალოდ აგრესიული და ზოგადად ცხოვრებაზე დაბოღმილი გოგო-ბიჭები არიან, რომლებსაც ის ომიც და ის ხალხის ხოცვაც სულ ცალ წიხლზე ეკიდათ ერთ დროს.

  6. January 30, 2011 10:16

    au tiko shen unda naxo myvideoze ra komentarebia rusebis tragediaze. exla vici moghalated shemracxaven am sittyvebisatvis magram xandaxan survili michndeba rom rusis jars me shemovudzghve am nadziralebis gasawyvetad romlebsac mishas mier gadajishebuli qartvelebi qviat

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: