Skip to content

დანახული იმედი_დევნილები

February 3, 2011


მეხუთე დღეა დაიწყო კამპანია “ერთი ღამე კარავში მყოფ დევნილებთან”. პირადად მე აქტიური მონაწილე გავხდი და უკვე მესამედ დავრჩი. ამ დღეების განმავლობაში ერთი უსიამოვნო ინფორმაცია გავიგე, თურმე დევნილები იყოფიან შევარდნაძის და სააკაშვილის დევნილებად. თურმე ეს ხალხი, რომელიც სამინისტროსთან შიმშილობს ამ მთავრობის მისახედი არ ყოფილა.
ხშირად მსმენია, რომ რაც ემართებათ დევნილებს ისევ თავისი ბრალიაო, მაგათმა არ გაყიდეს ხმებიო? როგორ აღარ ცდილობენ ადამიანები გაამართლონ საკუთარი უყურადღებობა და გულგრილობა. გასაგებია, შეიძლება დევნილებმა შეცდომა დაუშვეს, მაგრამ მათი ასე უყურადღებოდ დატოვება წარმოუდგენელია.
გუშინ ღამე ვისმენდი ერთ-ერთის ისტორიას. გვიყვებოდა, როგორ დაკარგა ფეხები, როგორ იბრძოდა და ა.შ. ბოლოს ცრემლებს ვეღარ ვიკავებდი. ამ ხალხმა რამხელა გზა გამოიარეს, რამდენჯერ გადაურჩნენ სიკვდილს, რამდენჯერ დაიცვეს საკუთარი ქვეყანა და ახლა მათ ცხოველებივით ექცევიან. თუმცა ადამიანების დიდი ნაწილი ცხოველებს უკეთესად ექცევა, ვიდრე დღევანდელი მთავრობა ამ ადამიანებს. სრულიად უყურადღებოდ არიან დატოვებულები, ტელევიით მათზე არაფერს ამბობენ, საზოგადოებამ თითქმის არაფერი იცის მათ შესახებ, სწორედ ამის შედეგია, რომ სოციალური მედიის წარმომადგენლებმა და ჩვეულებრივმა ახალგაზრდებმა გადაწყვიტეს მათთვის მხარი დაეჭირათ.

მე პირადად აღფრთოვანებული ვარ დევნილი ქალბატონების გამძლეობით, კიდევ შერჩენიათ ენერგია და უკან დახევას არც აპირებენ. ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს წინ ერთი დიდი ოჯახი ცხოვრობს, ეს ადამიანები აფხაზეთიდან დევნილები არიან. მათ სთავაზობენ რეგიონებში წასვლას, სადაც არანაირი პირობები არ არის, რომ ადამიანმა თავი ირჩინოს, ელემენტარულად არსებობა შეძლოს. არ მჯერა, ეს ხალხი ამას იმსახურებს ჩვენგან? უყურადღებობას და ქუჩაში ცხოვრებას? წარმოუდგენელია. ჩვენი მომავლისთვის იბრძოდნენ და ახლაც ამას აკეთებენ.
მაესტროს სიუჟეტში კობა სუბელიანი აცხადებდა, რომ რეგიონებს კარგად მოაწყობენ და ყველა პირობას შექმნიან დევნილებისთვის. ერთი კითხვა მებადება: ჯერ რომ პირობები შეექმნათ და მერე გადაესახლებინათ ეს ხალხი არ შეიძლებოდა?
სამინისტროდან გამოსული ადამიანებისგან უპატივცემულობა იგრძნობა, არც კი იმჩნევენ, რომ მათ წინ ხალხი ლამის იხოცება.
უკვე ვთქვი, რომ მესამედ დავრჩი დევნილებთან და მეც ამ დიდი ოჯახის წევრი მგონია თავი. განსაკუთრებულ სითბოს და სიყვარულს ვგრძნობ მათგან. ყოველ დილას იმეორებენ, რომ ჩვენ მათი ერთადერთი იმედი ვართ, და რომ ძალიან ბედნიერები არიან ჩვენი იქ ყოფნით.
ყველას მინდა გირჩიოთ: ჩაერთეთ ამ კამპანიაში. ეს არ არის მხოლოდ დევნილების დახმარება, ეს თქვენი თავის გადარჩენაა, რადგან ოდესმე მათ ადგილას შეიძლება თქვენც აღმოჩნდეთ.
დამინახავენ ხოლმე და თინიკო! თინიკოო მეძახიან. თითოეული იქ მიმსვლელი ადამიანი მათი იმედია,
მე დავინახე მათ თვალებში იმედი, რომელიც ჩვენ ჩავუსახეთ, ყველა ახალგაზრდის ჩართვაა საჭირო, რათა ეს იმედები არ გაცრუვდეს.
“დაიცავი სხვა, რომ იყო დაცული”. ეს არ არის პოლიტიკა, ეს არ არის განსაკუთრებული არაფერი, უბრალოდ ადამიანობის გამომჟღავნებაა. გავაღვიძოთ ადამიანობა ჩვენში, ნუ ვიქნებით ცივები, რადგან ეს ადამიანები ჩვენი მშობლები არიან.

დაინახეთ ეს იმედი, რომელიც გულგრილს ვერავის დატოვებს, ნუ გაექცევით საკუთარ თავს და ადამიანობას.

Advertisements
5 Comments leave one →
  1. xasidi permalink
    February 3, 2011 07:00

    თიკოოოო… უუმმაგრესიაა..
    😉

  2. February 3, 2011 07:31

    ”რეგიონებში ცხოვრებას, სადაც არანაირი პირობები არ არის” – ბულშიტ. როგორ ცხოვრობს რეგიონებში ხალხი? თუ ჩამოვიდნენ ეგენიც და თბილისში იცხოვრონ?

    • February 3, 2011 07:39

      ჩამოსულია თითქმის ყველა :*
      რეგიონიცაა და რეგიონიც ჩემო კარგო.
      ფოცხოწვერში თუ რა ჯანდაბაც ჰქვია, მანდ ცხოვრება შეუძლებელია ასეთი ადამიანებისთვის.
      როდესაც ინვალიდი შვილი გყავს და მარტოხელა ქალი ხარ,
      როდესც ორივე ფეხი დაკარგული გაქვს,
      როდესაც აქ სამსახური გაქვს,
      როდესაც რეგიონში ელემენტარულად არც საავადმყოფოა და არც მაღაზია.
      მანდ ადამიანი ვერ გაძლებს..

      • February 3, 2011 09:29

        თიკო რეგინოებში როგორც წესი საავადმყოფოები არ აქვთ, ეგ მიზეზი არაა. მშვენივრად ცხოვორბს ხალხი ისეთ მიყრუებულ სოფლებშიც კი როგორც მაგალიტად ცემი სოფელია, რომელ საავადმყოფოზე მელაპარაკები მანქანა რომ მიდის უხარიათ.

        აქ სხვა პრობლემაა. უბრალოდ ესე არ უნდა ექცეოდნენ.ესე მოუმზადებლად აყრა და გადაყრა არ შეიძლება. ეს ხალხი ლამის 20 წელია აქაა და არსებობს და ამ ყველაფერს უადგურებენ თორემ რეგიონში წასვლა და ცხოვრება არაა პრობლემა. აქ ადამიანობის საკითხი დგას.

      • February 3, 2011 09:34

        გასაგებია ნათია, მაგრამ როდესაც ადამიანი აქ ცხოვრობ, რაღაც შენი საქმე გაქვს. ბრახ და სადღას მიკარგულ ადგილას გიშვებენ.
        ზოგი ინვალიდია, ზოგი თითქმის ვერ ხედავს.. არ შეიძლება ასე უპასუხისმგებლოდ მოექცე ადამიანებს.
        ცხოველები ხო არ არიან

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: