Skip to content

დაუნახავი ბედნიერება

February 5, 2011

მე ვარ ადამიანი, რომელიც ვერ ხედავს როგორ შენდება ქვეყანა. ბრმა ვარ და ვერ ვამჩნევ ამდენ მშვენიერებას, რაც დღევანდელ სისტემას თან ახლავს.
ყველგან ირონია და ცინიზმია, ხალხს დასცინიან. ტელევიზიით გვაჯერებენ, რომ საქართველოში პრობლემები არ არის.
ბრმა ვარ, რამდენ სიკეთეს ვერ ვხედავ თურმე.
დაგვცინიან, მეტი არაფრის თქმა არ შეიძლება დღევანდელ მდგომარეობაზე.
კიდევ რა უნდა მოხდეს საზოგადოების აღშფოთების გამოსაწვევად?
ნეტგაზეთის სიუჟეტში დევნილი ქალი ამბობს, რომ ქართველობა არ უნდა. თუმცა რა გასაკვირია, ახალგაზრდობასაც არ უნდა ქართველობა, გაქცევას ამჯობინებს ყველა.
ვინმეს შეგიძლიათ გამცეთ ამ კითხვაზე პასუხი, თუ რას აკეთებს დღევანდელი მთავრობა?
საქართველოში შემოედინებიან ინდოელები, ჩინელები და სხვა ეროვნების ადამიანები, ხოლო ქართველები მიდიან. როდემდე უნდა გაგრძელდეს ხალხის დევნა? როდემდე იქნება ჩუმად საზოგადოება?
ძალიან ბევრი კითხვა მიჩნდება, რომელზე პასუხსაც ვერსად ვერ ვპოულობ.
ტირანია არ არის გამეფებულიო, აბა რა არის ადამიანების ერთბაშად საცხოვრებლებიდან გამოყრა. ძალიან მაინტერესებს ამ ყველაფერს რა შედეგი მოჰყვება, როდემდე დახუჭავს ხალხი ამ ყველაფერზე თვალს.

შემოგთავაზებთ ნეტგაზეთის მიერ გადაღებულ ვიდეოს.

კიდევ ერთი რამ შევიტყვე, თურმე ერთ ადამიანს არაფრის შეცვლა არ შეუძლია და ამიტომ არის ხალხი ჩუმად. ალბათ სწორედ ამიტომ მოდის ერთი “ბელადი” და იწყებს ნავარდს მიწაზე. რა მოხდა, სულ არ არის რთული გადაწყვეტილებების მიღება სხვას მიანდო და შენ უბრალოდ მოიწყო შენი ცხოვრება, ასე გაცილებით იოლია. რატომ უნა შევიწუხოთ ჩვენ თავი?
ასეთი აზრიც ფიგურირებს დღევანდელ საზოგადოებაში.
ყველაფერი წესრიგშია, სადარდებელი მართლაც არაფერია, ბედნიერ ქვეყანაში ვცხოვრობთ და ამით ჩვენც ძალიან ბედნიერები ვართ.

1871 წელს ილია ჭავჭავაძემ ასეთი რამ თქვა:
ჩვენისთანა ბედნიერი
განა არის სადმე ერი?!
ყველა უნჯი,
ყველა მუნჯი,
გულჩვილი და ლმობიერი;
თვალაბმული,
თავაკრული,
პირს ლაგამი ზომიერი;
მოკლედ კარგად მოვკალათდეთ სავარძლებში, დავკმაყოფილდეთ იმით რაც გვაქვს და ვიცხოვროთ მშვიდად. რა საჭიროა ტყუილად თავის შეწუხება, ჩვენს სახლემში ხომ ჯერ თბილა(თუმცა ჯერ).

და მართლაც ჩვენისთანა ბედნიერი განა არის სადმე ერი?

Advertisements
One Comment leave one →
  1. February 6, 2011 08:38

    სრულიად გეთანხმები.
    იცი, ზოგჯერ ზუსტად იგივეს ვფიქრობ, ნერვები მეშლება, ბევრიც ფიქრობს იმავეს, მაგრამ ერთიანობა არ არსებობს. ყველა ჩვენთვის ვართ, შეშინებულები თითქოს, ან უიმედოდ რომ არაფერი არ გამოვა ჩვენი ხმისამაღლებით

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: