Skip to content

Tbc smart club-ბლოგერები

February 19, 2011


დღევანდელობაში ინტერნეტი რეკლამის საუკეთესო საშუალებაა, ამაში მგონი არავინ შემედავება. მაგრამ მხოლოდ სოციალურ ქსელებში თამაშების შექმნა საკმარისი არ არის, არც likeკონკურსებია ყველაფერი. სხვა არის როდესაც შენზე წერენ. რაც არ უნდა ვილაპარაკოთ ყველა ბლოგს თავისი მკითხველი ჰყავს, ასე რომ რეკლამის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება ბლოგია.
ბლოგერებთან ცუდი ურთიერთობა “სასიკვდილოა”. ბლოგერს შეუძლია შექმნას ძალიან კარგი რეკლამა და ასევე შეუძლია ძალიან კარგი რეკლამა ჩაძიროს.
ბლოგერს უყვარს ყურადღება, უყვარს როდესაც მის უპირატესობას ხაზს უსვამენ.

TBC ბანკმა ჯერ facebook-ზე მოაწყო კონკურსი TBC SMART CLUB BLOGGERS. ამ კონკურსში ყველას შეეძლო პოსტის დადება, გამარჯვებული აიპედს მიიღებდა, ხოლო საუკეთესო ნაწერები ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის მიერ გამოშვებულ წიგნში შევიდოდა.
წიგნის გამოშვებასთან დაკავშირებით TBC-ისა და ბლოგერებს შორის უსიამოვნო რამ მოხდა, მაგრამ 18 თებერვალს ამ ბანკმა ყველაფერი გააკეთა შეცდომის გამოსასწორებლად (დიახ ჩემი აზრით ეს შეცდომა იყო).

წიგნი გამოვიდა. კონკურსის გამარჯვებული ბექა ადამიშვილია, მისი პოსტის სახელი დაერქვა წიგნსაც “facebook-მა რა ჰქმნდა?!”. 18 თებერვალს ბლოგერები ამ წიგნის პრეზენტაციაზე დაგვპატიჟეს. რომ არ მოვიტყუო ძალიან გამიხარდა სიაში მოხვედრა. წიგნები უფასოდ დაგვირიგდა, მაგრამ ისე წიგნის ფასი 6 ლარი და 90 თეთრია.
აი ასე გამოიყურება წიგნი, რომელიც ძალიან საინტერესოა.

TBC-ის მოწყობილმა პრეზენტაციამ სასიამოვნოდ ჩაიარა, ძალიან კარგი დრო გავატარეთ ყველამ. ყურადღება და დადებითი დამოკიდებულება ბლოგერების მიმართ ნამდვილად იგრძნობოდა. წიგნებთან ერთად მაიკებიც დაგვირიგეს, რომლის წარწერაც ავიკვიატე : არ დაადო ფიქრებს ბლოკი ა-Share-ე შენი ბლოგი!

მადლობა მინდა გადავუხადო TBC-ის და ბაკურ სულაკაურის გამომცემლობას.
ყველას გირჩევთ ამ წიგნის შეძენას, ნამდვილად ძალიან საინტერესოა.

და ბოლოს რჩევა:
დააფასე ბლოგერი.

Advertisements
2 Comments leave one →
  1. February 19, 2011 16:52

    +1 დააფასე ბლოგერი ^^

  2. February 19, 2011 19:51

    მე რა სქესუალურად გამოვიყურები ბოლო ფოტოზე :დ

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: