Skip to content

მე და “კონსტიტუციის 42-ე მუხლი”

February 21, 2011



თავისუფლება-ეს არის ის, რისი მიღწევაც ყველას უნდა. თავისუფლებისთვი იწყებოდა(იწყება) ომი, იხოცებოდა ხალხი. ქვეყნის თავისუფლება შეუძლებელია, თუ არ იარსებებს პირობნული თავისუფლება, ხოლო ამას სჭირდება უფლებების დაცვა. სამწუხაროდ ჩვენს ქვეყანაში და ასევე სხვა ქვეყნებშიც ხშირად ირღვევა ადამიანის უფლებები, სწორედ ამისთვის არის აუცილებელი, რომ ყველა ადამიანმა რაღაც დოზით მაინც იცოდეს თავის(ი) უფლება(ები). ორგანიზაციის “კონსტიტუციის 42-ე მუხლი”ს ერთ-ერთი მთავარი მიზანიც ამას უკავშირდება, ადამიანებს გასაგები ენით მიაწოდოს უფლებები.
ამ ორგანიზაციის არსებობა წიგნის “სამართლებრივი გზამკვლევი ქალებისთვის” პრეზენტაციაზე შევიტყვე(პოსტიც მიწერია ამაზე). სწორედ მაშინ დავინტერესდი ამ ორგანიზაციით და ახლა საკმაოდ ბევრი რამ ვიცი მასზე.

საქართველოს კონსტიტუცია, მუხლი 42
1. ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს.
2. ყოველი პირი უნდა განსაჯოს მხოლოდ იმ სასამართლობ, რომლის იურისდიქციასაც ექვემდებარება მისი საქმე.
3. დაცვის უფლება გარანტირებულია.
4. არავის არ შეიძლება განმეორებით დაედოს მსჯავრი ერთი და იმავე დანაშაულისთვის.
5. არავინ არ აგებს პასუხს იმ ქმედებებისთვის, რომელიც მისი ჩადენის დროს სამართალდარღვევად არ ითვლებოდა. კანონს, თუ ის არ ამსუბუქებს ან არ აუქმებს პასუხისმგებლობას, უკუძალა არა აქვს.
6. ბრალდებულს უფლება აქვს მოითხოვოს თავისი მოწმეების ისეთსავე პირობებში გამოძახება და დაკითხვა, როგორიც აქვთ ბრალდების მოწმეებს.
7. კანონის დარღვევით მოპოვებულ მტკიცებულებას იურიდიული ძალა არა აქვს.
8. არავინ არ არის ვალდებული მისცეს თავისი ან იმ ახლობელთა საწინააღმდეგო ჩვენება, რომელთა წრეც განისაზღვრება კანონით.
9. ყველასთვის გარანტირებულია სახელმწიფო და თვითმმართველობის ორგანოთა და მოსამსახურეთაგან უკანონოდ მიყენებული ზარალის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება სახელმწიფო საზღვრებიდან.

ორგანიზაციის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები:

სოციალურად დაუცველი მოსახლეობისათვის სამართლებრივი დახმარების აღმოჩენა;
სტრატეგიული სამართალწარმოება ქვეყნის შიგნით;
საკონსტიტუციო სამართალწარმოება;
წარმომადგენლობა ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ სასამართლოში;
საგანმანათლებლო საქმიანობა.

ეს ორგანიზაცია ცდილობს ხელი შეუწყოს საქართველოს სამართლებრივ სახელმწიფოდ ჩამოყალიბებას, ეს არის მიზეზი რატომაც ვწერ ამ ორგანიზაციაზე. გამიჩნდა სურვილი მეც შევიტანო ჩემი პატარა წვლილი იმაში, რომ ჩვენ ქვეყანაში ოდესმე სამართლიანობა დაიწყოს.
ხშირად შეგხვდებათ ჩემს ბლოგზე სამართლებრივი პოსტები.
ჩვენ უნდა ვიცოდეთ რისი უფლება გვაქვს და აუცილებლად გამოვეხმაუროთ ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებს.

დაიცავი სხვა, რომ იყო დაცული.

Advertisements
2 Comments leave one →
  1. February 21, 2011 20:54

    კარგია ძალიან მომეწონა… გითხარი წეღან კიდევაც, კარგი იქნებოდა იურისტი ყოფილიყავი-თქო ❤
    42 მუხლის ბლოგზე თუ გიხილავ მაგარი იქნება ^_^

  2. Alex permalink
    February 22, 2011 07:07

    wow, შესანიშნავია თიკო!

    მადლობა, ჩვენი ორგანიზაციის სახელით, საქმიანობის ასეთი დაფასებისთვის და ყურადღებისთვის!

    ეს პოსტი კიდევ ერთი დადასტურებაა ჩვენთვის რომ საზოგადოება დაინტერესებულია “42-ე მუხლის” საქმიანობით და რაც მთავარია პოზიტიურად აფასებს მას.

    ანა, მეც იმედი მაქვს, რომ მომავალში თიკოს ხშირად ვიხილავთ ჩვენს ბლოგზე და გაგვიხარდება თუ სხვა ბლოგერებიც შემოგვემატებიან 😉

    ჩვენი სურვილიც ის არის რომ, შევქმნათ ბლოგი, რომელიც ადამიანის უფლებების სფეროში მოღვაწე ადვოკატებს და ჟურნალისტებს გააერთიანებს, როგორც ტრადიციული, ისე ახალი მედიიდან, რაც საშუალებას მოგცემთ გამოხატოთ თქვენი მოსაზრებები, გაახმაუროთ კონკრეტული ფაქტები და საქმეები და ხელი შევუწყოთ სოციალურ მედიასა და ბლოგერების დაინტერესებას ადამიანის უფლებათა თემატიკით.

    ანუ, ამ პროექტით უბრალოდ შევეცადეთ ადამიანის უფლებებით დაინტერესებული ავტორებისთვის და მათი მკითხველებისთვის მოსახერხებელი ონლაინ კუთხე მოგვეწყო, რომელიც იმედი გვაქვს უახლოეს მომავალში თქვენი საყვარელი ბლოგი გახდება, მითუმეტეს თუ ჩვენს ავტორებში საკუთარ თავს, ან თქვენს მეგობრებს იხილავთ :)))

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: