Skip to content

რას ვხედავთ ტელევიზორების ეკრანებზე

February 24, 2011


პირველ რიგში მინდა გაგაცნოთ პოლიტიკის აზრი და სიტყვის მნიშვნელობა.
პოლიტიკა საზოგადოებრივი ცხოვრების ყოვლისმომცველი სფეროა. არ არსებობს პიროვნება პოლიტიკის გარეშე და პირიქით, ამიტომ პოლიტიკის ცოდნას ადამიანებისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს.პოლიტიკის განსაზღვრება ასოცირდება ორ სიტყვასთან: პოლიტიკა-ეს არის ბრძოლა ხელისუფლებისთვის, ძალაუფლების მოპოვება სახელმწიფოში; და პოლიტიკა-მთავრობის მიერ განხორციელებული კურსი, გადაწყვეტილება გარკვეული მოქმედების განსახორციელებლად (პოლიტიკა როგორც მთავრობის მიერ განხორციელებული კურსი, ძალიან საინტერესოა და მოითხოვს საზოგადოების ჩართულობას).
პოლიტიკა ხასიათდება ორი კრიტერიუმით: ის დაკავშირებულია ადამიანთა ერთობასთან და დაფუძნებულია ლეგიტიმურობაზე, რაც წარმოადგენს აუცილებლობას, მაგრამ არა ფიზიკური იძულების თვალსაზრისით(დომინკ კოლა).
პოლიტიკა არის პირველ რიგში, მოღვაწეობის განსაკუთრებული სფერო და წესრიგის განსაკუთრებული სახე.

მოკლედ პოლიტიკა არის ის რაზეც დამოკიდებულია ქვეყნის და საზოგადოების მომავალი, მოითხოვს საზოგადოების აქტიურ ჩართვას და მოქმედი ხელისუფლების განხილვას.

ამ პოსტის დაწერა გუშინდელმა გადაცემამ “face control”-მა მაიძულა, რომელიც იმედის ეთერში პირველად გავიდა. მისი პროფილი ასეთია, სოციალური ქსელის facebook-ის სტატუსების განხილვა და მასში განვითარებული მოვლენების პირდაპირ ეთერში გადმოცემა(ნინა წკრიალაშვილი რა სიახლის მოლოდინშია და სხვა).
როდესაც არ არსებობს არანაირი პოლიტიკური გადაცემა, სატელევიზიო არხებზე არ იმართება დებატები, ხალხს არ მიეწოდება სწორი ინფრომაცია, სატელევიზო პროგრამები შედგება ძირითადად სერიალებით და იუმორისტული გადაცემებით, გვიერთდება კიდევ ერთი “უძვირფასესი” გადაცემა, რომელიც ნანკა კალატოზიშვილსა და ნინი ბადურაშვილს მიყავთ. სხვა გზა არ მაქვს გარდა იმისა, რომ დავასკვნა: რაღაც ძალას, ეს შეიძლება იყოს ხელისუფლება ან თავად ტელევიზიები, აქვთ სურვილი, რომ ხალხის ყურადღება გადაიტანონ მაქსიმალურად მსუბუქ და სულელურ თემებზე. დავიჯერო ქვეყანაში პრობლემები არ არის, რომ მასზე სასაუბრო გადაცემა გაკეთდეს? დავიჯერო არავის აქვს აზრის გამოხატვის სურვილი? თავად ჟურნალისტები რას აკეთებენ?
იყო დრო, როდესაც პოლიტიკაში ზედმეტად იყო ჩართული ყველა მოქალაქე, რაც არც თუ ისე სასიამოვნოა, მაგრამ ცოტაოდენი აქტიურობა და აზრის გამოხატვა აუცილებელია. ვიღაცა(ეები) დაინტერესებულები არიან, რომ საზოგადოება არ იყოს პოლიტიკაში ჩართული.
ამ გადაცემის შექმნის კიდევ ერთი მიზეზი შეიძლება იყოს შოუ ბიზნესის ჭაობიდან ამოთრევა, მაგრამ რატომ მაყურებლის დაცინვის ხარჯზე? ჩემი აზრით ეს გადაცემა მართლაც საზოგადოების დაცინვაა.
მაპატიეთ, მაგრამ ნამდვილად არ მინდა იმის ყურება, თუ როგორ იყრის უსაქმურობისგან მახათს ორი გრძელფეხება გოგო.

“face control”-ის მსგავსი გადაცემები შეიძლება გადიოდეს მაშინ, როდესაც ტელევიზია ასრულებს თავის როლს, ყველაფერი ადგილზეა და გადავდივართ გართობაზე. ჩემი აზრით სავსებით საკმარისი გასართობი შოუებია ტელევიზიაში ახალი “ხარახურა”, რომ არ დაემატოს.
ძალიან მაინტერესებს ამაზე თქვენი აზრიც.

ერთადერთი ის დამრჩენია, რომ ვისაც არ მოგწონთ ეს ტელევიზიები, და ის თუ რას ხედავთ თქვენი ტელევიზორების ეკრანებზე, მოგიწოდოთ გადართოთ უცხოურ არხებზე (მერე რა, რომ ჩვენი ტელევიზიაც გვაქვს).

Advertisements
4 Comments leave one →
  1. February 24, 2011 13:00

    ქართულ არხებს არც ვუყურებ, ძალიან იშვიათად ღამე თუ რამე კარგ ფილმს წავაწყდი, მაგრამ ეს ძალიან იშვიათად. ადრე პრემიერას ვუყურებდი და დისქოვერის არხებს, ახლა საკაბელომ ნტვ-ს არხები გათიშა რატომღაც, ხოდა ჩემს გადმოწერილ ფილმებს ვუყურებ ან დისქოვერის…

    ძალიან ცუდია როცა საკუთარი ტელევიზიის ყურება გულს გირევს 😦 მაგრამ ეს ჟურნალისტიკა არაა უკვე დიდი ხანია

  2. ზოე permalink
    February 24, 2011 13:55

    ნუ რაღაც ინტრიგა , რომ ყოფილიყო კიდევ ჰო…

    მოსაწყენი, მლიქვნელური, უაზრო პათოსით გაჯერებული დიალოგები….. ძაან ავიშალე…
    ნამდვილად ვერ ვხვდები მსგავსი ტიპის გადაცემის იდეა საერთოდ როგორ მოუვიდათ თავში პროდიუსერებს? მაგრამ მართალი ხარ…
    რა დროს უმუშევრობაზე, სოციალურ პრობლემებზე საუბრის დროა, როცა ,,წკრიალაშვილის” ისევ ” ეტირება” ეჰჰჰ…… ამ ხალხმა სულ დაკარგდა ნამუსი……

  3. February 24, 2011 15:45

    კაი ხანია ტელევიზორის ყურებას თავი დავანებე. ზუსტად აი მსგავსი გადაცემების გამო. შეიძლება ძალიან სუბიექტური ვარ, მარა მაინცდამაინც ვერაფერმა ვერ დამაინტერესა. :S ნუ ჩემპიონთა ლიგა წმინდაა ^_^ 😀

  4. February 25, 2011 14:09

    დასაწყისი იდეალური იყო და ბოლოს ისე ჩანს, თითიქოს შენ მხოლოდ ამ გადაცემამ და უფრო კონკრეტულად ნანკამ და ნინომ გაგაღიზიანა. საერთო სურათის დახატვა უკეთესი იქნებოდა.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: