Skip to content

3 მარტი

March 2, 2011


3 მარტია, დედის დღე.
მახსოვს ბაღში გვახატინებდნენ სტაფილოსფერ ყვავილებს და ისე ვულოცავდით დედებს ამ დღეს.
დედიკოს ნინო ჰქვია, მაგრამ ყველა ნანას ეძახის.
დედაჩემი ძალიან განათლებული ადამიანია, ასევე გამბედავი და კეთილი.
ყველა ის თვისება აქვს რაც კარგ ადამიანს უნდა ჰქონდეს.
საკმაოდ რთული გზა აქვს გავლილი.
მე თუ რამე კარგი თვისება მაქვს, ყველაფერი დედაჩემის დამსახურებაა. არ მახსოვს დედას დავესვი და აეხსნა რა იყო კარგი, და რა ცუდი, მაგრამ მის ლაპარაკს ვუსმენდი ხოლმე და თავისით მამახსოვრდებოდა.
დედას ძალიან ვურთულებ ცხოვრებას, მაგრამ მაინც ყველაფერს მპატიობს, ზოგჯერ მგონია, რომ არ მენატრება, რადგან ერთ დღეს თავი დავადე და სახლიდან წამოვედი. ვიცი დედას მთლიანად ესმის ჩემი საქციელი.
მეც ნინოსავით(სახელით პირველად ვახსენებ) რადიკალი ვარ, მისგან გამომყვა ემოციურობა, რთული ხასიათიც, მაგრამ ეს რთული ხასიათია ის რაც მაწერინებს და ადამიანად მაყალიბებს.

როდესაც წიგნებს ვკითხულობ და ყავას ვსვამ, თითქოს უფრო ვემსგავსები, მაგრამ მასავით სრულყოფილი ვერასდროს გავხდები.
დედაჩემი იცით როგორია? თუ დაინახა ერთს ბევრი ურტყამს და ჩაგრავენ, მივა და შუაში ჩადგება. ვერ იტანს უსამართლობას.
დედიკოს რომ ვგავდე… მაგრამ ალბათ მე არ ვიქნებოდი.
დედა კითხულობს ჩემს ბლოგს,
ის ჩემი მეგობარია და ძალიან მიყვარს.

დე..
დე შენ არაფერი შეგშლია ჩემი გაზრდისას, უბრალოდ შვილები ყოველთვის არ იზრდებიან ისეთი საუკეთესოები როგორიც მშობლებს უნდათ.
გილოცავ 3 მარტს.
მიყვარხარ

Advertisements
One Comment leave one →
  1. just me permalink
    May 19, 2011 00:10

    ra gulshi chamwvdomia da ra sayvareli es gogo,texavs mec gogo ro var tore shemiyvardebodi ukve:):):):)

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: