Skip to content

გამოცდები ატესტატისთვის და ჩქარი ნაბიჯებით უკან

March 13, 2011


გამოცდების ეროვნული ცენტრის საიტი http://www.naec.ge/index.php?id=299&lang=geo

თითქოს დროში უკან ვბრუნდებით, კომუნისტების დროს ატესტატს ჰქონდა ფასი, მერე ისევ გაუფასურდა და ახლა ბავშვებს აუარებელ გამოცდებს აბარებინებენ ატესტატებისთვის. დღეს გავიგე, რომ ძალიან რთული გამოცდები მზადდებაო.
რატომ უნდა ხელისუფლებას ბავშვების ჩაჭრა?
ერთადერთი პასუხი მაქვს : პროფესიულ-ტექნიკური სასწავლებლების შევსება უნდათ (ესეც ძველ დროში იყო “მოდაში”).
არიქა რა საჭიროა ყველას უმაღლესი განათლება ჰქონდესო და დაიწყეს ახალგაზრდების ჩაძირვა, მოიცა და მაგათი შვილები ხო კარგად მოხვდებიან უნივერსიტეტებში?

აუცილებლად უნდა შევეხო იმას, რომ ადრე რუსული იყო “ეროვნული” ენა, ახლა კი ინგლისური ხდება. თუ ინგლისური არ იცი შენი ფასი კაპიკი არაა. დროში უკან ვბრუნდებით, არცერთი ნაბიჯი წინ. თავისუფლებაო. რა თავისუფლებაზეა ლაპარაკი, ტელევიზორი ჩართეთ ან მიშაა ან სერიალი. სადმე, საზოგადოებაში კრიტიკას თუ მოვკარი ყური ძალიან მიხარია ხოლმე.

“ოროსანი ბავშვების” პროტესტი მალევე ჩაახშო მმართველმა ძალამ. ჩაჭრის შემთხვევაშიც ჩუმად იქნებიან ბავშვები? ძმა მყავს ჩემი ძმა არ დაიჭირონ, დედა სამსახურიდან არ მოხსნან და ა.შ.
ძალიან მაინტერესებს როგორ განვითარდება ამასთან დაკავშირებით მოვლენები და გამოხატავენ თუ არა ბავშვები სერიოზულ პროტესტს ჩაჭრის შემთხვევაში.
ამბობენ კითხვები ასეთი ტიპის იქნებაო:
ნაბუქოდონოსორმა როდის აიღო “რომელიღაც” ქალაქი

მოცემულია ოთხი თარიღი დაახლოებით ასე(მაგალითისთვის ეს):
523
524
525
529
<ამას ან შემთხვევით გაარტყავ ან ზუსტად უნდა იცოდე, მგონი დამეთანხმებით, რომ პროფესიონალ ისტორიკოსსაც შეიძლება გაუჭირდეს ასეთ კითხვაზე უცბათ პასუხის გაცემა.

ვნახოთ რა კითხვები იქნება გამოცდებზე, რა შედეგს მიიღებენ ბავშვები და როგორი იქნება მათი რეაქცია

P.S
კულუარული ინფორმაციით 80% უნდა ჩაიჭრასო, ატესტატის გარეშე დარჩესო, მაგრამ მე მაინც ყველას წარმატებას გისურვებთ.

ჩემი აზრით ეს ვითომ განვითარებისკენ გადადგმული ნაბიჯები უკან გვაბრუნებს, რადგან სანამ ნაბიჯს გადადგამ ჯერ წინ უნდა გაიხედო და დაფიქრდე. ნეტა როდის დაიწყებს ხალხი ამაზე წერას ან უბრალოდ აზრის გამოხატვას. იაპონიას ძირავს ცუნამი, ჩვენ ვძირავთ საკუთარ თავს.

Advertisements
6 Comments leave one →
  1. March 13, 2011 21:27

    თან ყველაზე საინტერესო ის არის რომ ფაქტიურად იმ ხალხმა ,რომელიც სამინისტროში ზის და ევალება კითხვებზე პასუხის გაცემა არაფერი იციან თავადაც.აღარაფერს ვამბობ ცხელი ხაზის ოპერატორებზე (რომელსაც მე ვაწვდიდი მგონი ახალ ინფორმაციას: )

    არა მგონია ვინმემ გააპრტოესტოს რამე ასე რომ მაგრად აჩმორებენ ქართველ ხალხს @

    • March 13, 2011 21:46

      ეეეხ… მერე ვინმეზე რაამეს იტყვიან.
      თავმოყვარეობა ააქვს ამ ხალხს?

      ნეტა თუ ჩაიჭრება მართლა ბევრი მოსწავლე და მათი მშობლებიც არ ამოიღებენ ხმაას?

  2. March 14, 2011 12:51

    ძალიან მეცოდებიან … ყველა მე–12 კლასელი ძალიან ცუდ დღეშია…
    კიდევ კაი მე შარშან დავამთავრე ექსტერნით…

    ყველა მე–12 კლასელს ვუსურვებ ატესტატის აღებას…!!

  3. March 14, 2011 14:00

    წყარო დაიდოს საიდან გაიგე რომ მსგავსი სირთულის კიტხვები იქნება.

    მერე მეორე, მე ვეთანხმები მაგას :/
    ყოველი მეორე არ უნდა სწავლობდეს უნივერსიტეტში. არ არის საჭირო და სკოლას განათლებული თაობა თუ დაასრულებს სულაც არაა ცუდი.

    ერთი შეცდომა დაუშვეს, ეს “პროექტი” უნდა განეხორციელებინათ უფრო დაბალი კლასებიდან. რადგან ეხლა ვინც 12–ეშია პრაქტიკულად აზრზე არაა არაფრის.

    ხო და არ იქნება ეგეთი სირთულის, ტყუილად ნუ ბობოქრობ ; ))

    • March 14, 2011 19:09

      ნათია მე ვარაუდი გამოვთქვი.
      მე რომ მეთქვა წყარო მაქვსთქო უფრო ვიბობოქრებდი გარწმუნებ.

      და მე მიწერია, რომ ისეთი ნაბიჯი, რომლის დროსაც გამოტოვებულია ბევრი რამ უკან გვწევს და არა წინ.
      უცბათ მეთორმეტე კლასელს აჯახო რომ აბარებს გამოცდას უსამართლობაა.

      მაშინ ახლა ვინც უმაღლესში სწავლობს გამოვყაროთ ყველა და თავიდან დაიწყოს გამოცდები. როდესაც შენ სწავლობ ადვილია სხვა “ჯანდაბაში” გაუშვა.

  4. March 23, 2011 15:10

    sashinelebaa!

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: