Skip to content

Tbc Game, ანუ სხვა სამყაროში

March 27, 2011


სრულიდ შემთხვევიტ გავიგე, რომ თიბისიმ ათი ათასი დოლარი დამალა და ფულის მოსაძებნად თამაში იწყებოდა. უცბად დავალაიქე თიბისის თამაში და დავიწყე ლოდინი. 18 მარტს მე და ჩემი ორი მეგობარი გუნდად ჩამოვყალიბდით, მარჯანიშვილზე მივედით და შევუდეგით თამაშს. პირველი დღე სრული შოკი იყო, ძალიან ბევრი ვირბინეთ და სადღაც პირველ საათზე სახლს მივაშურეთ კოდის შესაყვანად. ძალიან დაღლილები და მშივრები ვიყავით, მაგრამ პირველი ტურის წარმატებით დასრულებამ ჩვენი ყვრილი, ხტუნაობა და ჩახუტება გამოიწვია. (მეტროზე მითითებული მინიშნება ძალიან მაგარი იყო, მისმა გამოცნობამ თვითონ ჩვენც გაგვაოცა “ნუ მიეყრდნობით”)

მეორე ტური ზუსტად არც მახსოვს, იმდენად ვიყავი ემოციებში, რომ ბევრი რამ ვერ დავიმახსოვრე. უბრალოდ არ ვიცოდით სად იყო “უ” და “დ”, ვარაუდზე მივდიოდით. როცა დავინახეთ რა ემოცია იყო ვერ გადმოვცემ. იქ გავიცანით ბიჭები, რომლებიც ჩვენი მეგობრები გახდნენ და ძალიან კარგი დრო გავატარეთ მესამე ტურში.
მეორე ეტაპს მარტო ვერც ჩვენ ვხურავდით და ვერც ისინი, ამიტომ გავერთიანდით და ერთად გადავედით მესამეში (ჩემ სახლს ახალი სტუმრები და ჩემს ცხოვრებას ძალიან კარგი ადამიანები შეემატა).

მესამე ეტაპი გამანადგურებელი იყო, ჩემ თავს ვაბრალებ რომ კარგად ორგანიზებული არ ვიყავი. მესამე ეტაპზე ისე დავრბოდით არც ვიცოდით სად მივდიოდით. მესამე ტურის ორი მინიშნება იყო ჩემ სახლთან და არცერთი ჩემი თვალით არ მინახავს, იმდენად მივეჩვიე შორს სიარულს, რომ ყიფშიძიდან ჭავჭავაძეზე გამოსვლა სისულელედ ჩავთვალე, ასევე ტაბიძეზე ასვლა. ამიტომ ფმ გამოცანის ამოხსნამ კინაღამ ჭკუიდან შემშალა, როცა ვნახე მინიშნება უკვე ვიცოდი როგორ უნდა ამომეხსნა, მაგრამ ჩემს გაოცებას საზღვარი არ ჰქონა.

არსად აღარ დავდიოდი, ყველაფერზე უარი ვთქვი და მთლიანად გადავეშვი თიბისი თამაშში. არ ვნანობ არცერთი წამით. რამე მსგავს თამაშს სადმე თუ დაიწყენებ იქ ვიქნები მაშინვე. ახლა უკვე გამოცდილებაც მაქვს. ვამაყობ ჩემი გუნდით, რადგან ბოლომდე ვითამაშეთ და ენერგია არ დაგვიზოგავს, სამართლიანებიც ვიყავით და ახლა კმაყოფილი ვარ მე პირადად.
თიბისისთან მექნებოდა რამდენიმე შენიშვნა: მესამე ეტაპი ისედაც რთული იყო და მინიშნებები ისე მაინც უნდა დაგედოთ რომ მაღაზიებში არ ჩაკეტილიყო. მე რომ გენახეთ ტყუილად მანდ მისული ნამდვილად მიხვდებოდით რატომ უნდა ყოფილიყო ცოტა სხვანაირად.
ეს გათამაშება თქვენი პიარისთვისაა და რა თქმა უნდა ეს შესანიშნავად იცით. ისიც იცით, რომ ერთი განაწყენებული ადამიანი, უკვე ბიზნესის ჩაძირვასთან მიახლოებაა. დარწმუნებული ვარ მალევე დადებთ იმის დამადასტურებელ საბუთებს, რომ ყველაფერი სამართლიანად იყო. უბრალოდ ცოტა სხვანაირად შეიძლებოდა დასასრული. ზოგი ამბობს ორი დღის წინ მოიგოო, ზოგი ასე ამბობს, ზოგი ისე. უბრალოდ ჩვენ ის ადამიანები, რომლებსაც მართლა შეგვიყვარდა ეს თამაში არ ვიმსახურებთ, რომ ეჭვებში ვიყოთ. დიდი მადლობა ამ თამაშისთვის, იმედია ხარვეზები გასწორდება შემდეგ თამაშში.
გამარჯვებულს ვულოცავ, მან მართლა ძალიან რთული ეტაპები გაიარა და იმედი მაქვს, რომ დაიმსახურა მოგება.
(იმედია შემდეგი ვიქნები-ა არა? კარგით).
მოკლედ არ დაიბოღმოთ, თუ იქნება მსგავსი თამაში ჩაერთეთ და მიეცით თიბისის საშუალება გადაგიყვანოთ სრულიად სხვა სამყაროში (უბრალოდ გული დამწყდა რომ მეოთხე ტური ვერ ვითამაშე 😦 ).

Advertisements
One Comment leave one →
  1. Dface permalink
    March 27, 2011 12:53

    თუ მოგეწონა თამაში შემოგვიერთდი 😉

    tbilisi.en.cx

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: