Skip to content

რაც ქვეყნის მმართველობაო ის სტუდენტური თვითმართველობაო!

April 16, 2011


რადგან ჩემს ირგვლივ თითქმის არავინაა გაგნებაში თუ რა მოხდა გუშინ, მოკლედ ჩამოვაყალიბებ.
ესე იგი გუშინ ჯავახიშვილის მეხუთე კორპუსში გაიმართა სტუდენტური ინიციატივა “თარგმნეს” პრეზენტაცია. მე იქ არ ვყოფილვარ და პოსტებიდან შევიტყვე, რომ უჩხუბიათ. რატომ იჩხუბეს? თვითმართველობის წარმომადგენელ სტუდენტებს არ ესიამოვნათ რამდენიმე სტუდენტისგან თავისუფალი აზრის მოსმენა. გუშინდელი ჩხუბი დღესაც გაგრძელდა.

არიქა მმართველები ვართო და აიწყვიტეს.
მე მხოლოდ ჩემს ობიექტურ აზრს ვწერ. შეიძლება სულაც და არაფერ შუაში ვარ, რადგან ჯავახიშვილში არ ვსწავლობ, მაგრამ ამ ქვეყანაში ვცხოვრობ. შეიძლება შემდეგ წელს ვისწავლო სახელმწიფო უნივერსიტეტში, ან სულაც ორი წლის შემდეგ, მაგრამ ამას მნიშვნელობა არ აქვს. მთავრობაში ტაშფანდურია, უნივერსიტეტში კი მუშტების ქნევა. თანაც ცალმხრივი მუშტების ქნევა.

სტუდენტებო მთელი ქვეყნისა გაერთიანდით!-უი დამავიწყდა ნახევარს ყველაფერი გკიდიათ, ხო და მეორე ნახევარო, ან სულაც მესამედო, ჩაერთეთ მოვლენებში.

უბრალოდ უსიამოვნოა როცა იმის მაგივრად, რომ რამე გაგიკეთონ და იქით მადლობა გიხადონ არჩევისთვის, მუშტები გირტყან.
ძალიან მინდა ის დრო იყოს უკვე დამდგარი, რომ ქართველ ახალგაზრდებს უკმაყოფილების გრძნობა გაუჩნდეთ.
ხო და აბა სადამდე ავიტანთ ყველა მხრიდან, ყველა სფეროში ჩვენს თავზე დამსხდარ მმართველებს.
მათ უბრალოდ ასეთი სახელი აქვთ “მმართველი”, თორემ ისინი ჩვენ უნდა ვმართოთ.
იმის თქმა მინდოდა საბოლოოდ, რომ პასუხად მინიმალური პროტესტი მაინც გაეცით(გავცეთ).

არსებობს ასეთი ანდაზა: რაც ქვეყნის მმართველობაო ის სტუდენტური თვითმმართველობაო.
“ფერი ფერსა მადლი ღმერთსა”, მადლი?
ხო რა ვიცი.

(ესეც ჩემი ბოდიალა პოსტი გუშინდელ ამბებზე (ყური რომ მოვკარი, თუ თვალი))

Advertisements
One Comment leave one →
  1. April 18, 2011 08:13

    მადლობის მაგივრად მუშტებს იქნევენ… თუ არ მოწონთ ვიღაცა რომ ზრუნავს ქვეყნის განვითარებაზე… ამას ჰქვია ნე სებე ნე დრუგიმ…

    შემეცოდნენ ბიჭები…

    რატომ არის აქამდე მუშტებით საქმის გარჩევა 😦

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: