Skip to content

ჩვენგან დაცული ჩვენივე ქვეყანა-“გაქცევა თავისულებიდან”

April 22, 2011

გიგი უგულავა: ახლა მე ვუსმენდი ტელევიზიით აქციის მონაწილეები სიამაყით აცხადებდნენ, რომ თბილისი დღეიდან უნდა გადაქცეულიყო კარვების ქალაქად თურმე და ჩვენ ამას ხელი შევუშალეთ, დიახ ხელი შევუშალეთ.
კახა ლომაია: თბილისი კარვების, ფარდულების და სეფების ქალაქი აღარ იქნება,
გოკა გაბაშვილი:მე ვიცი რომ მოხდა აქციის დაშლა.
ვიღაცა: არანაირ აყრას ადგილი არ ჰქონია, უბრალოდ ადგნენ და თვითონ წავიდნენ.

დღეს კიდევ ერთხელ გამახსენდა 2007 წლის ნოემბერი.
ვიღაცას ამ მოვლენებზე პასუხი უნდა ეგო, რადგან იყვნენ დაშავებულები, დარღვეული იყო ჟურნალისტთა უფლებები და ა.შ.
მაგრამ ხელისუფლება მგონი დღესაც თვლის, რომ დაშავებულები არ ყოფილან. ერთმანეთისგან ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს აკეთებდნენ ხელისულების წარმომადგენლები.
ჩვენ ქვეყნის მტრები და ქალაქის დამნაგვიანებლები დავისაჯეთ, ახლა კიდევ უფრო მწყდება გული რომ იქ არ ვიყავი.
ეს ჩვენი ქვეყანაა და ჩვენგან დაიცვეს.
რატომ იყვნენ ასეთი გაცხოველებულები პოლიციელები და გაურკვეველ ფორმებში ჩაცმული ადამიანები? ვუყურებ ვიდეოებს და აშკარად რაღაც ნარკოტიკი ჰქონდათ მიღებული. ხალხის ცემისგან ვერ ძღებოდნენ, შენობებში იჭრებოდნენ და გაქცეულს ათეულობით ესეოდნენ. რამ გაამწარა ეს ადამიანები ასე?
რამ გაამწარა ეს ხელისუფლება? საიდან თავისი ხალხის მიმართ ასეთი აგრესია ვერ ვხვდები. სულ რომ მიტინგები არასანქცირებული ყოფილიყო ეს კანონის დაცვის ქმედებას არ გავდა, ზიზღისა და აგრესიის ამოფრქვევა იყო.

ეს პოსტი ძალიან პატარა იქნება, უბრალოდ კითხვებით გაჯერებული.
ძალიან ბევრი კითხვა დამებადა.
როდის ამოუვა ხალხს ყელში უსამართლობა? მთელს მსოფლიოში იცავენ საკუთარ უფლებებს, სისხლით თუ უსისხლოდ ხალხი იცავს თავს. ადამიანებს მობეზრდათ მმართველობის ქვეშ ცხოვრება, ჩვენთან რა ხდება?
ხალხო შეინარჩუნეთ სიმშვიდე, აიტანეთ ყველაფერი, უსმინეთ არარაობა ტელევიზიებს, იკითხეთ ცარიელი სტატიები, დახუჭეთ თვალები, თქვენ უნდა დუმდეთ!
უბრალოდ ჩვენ ვართ ჩვეულებრივი ადამიანები და არავინ არაფერს გვეკითხება, ეს ასეც უნდა იყოს. ქვეყანაში სიმშვიდეა და ყველაფერი კარგადაა.
ვუყუროთ რა ხდება სხვაგან, როგორი უარესი მდგომარეობაა ეგვიპტეში თი სხვა დანარჩენ ქვეყნებში. ხომ არ გინდათ, რომ იგივე განმეორდეს ჩვენთან?

ხო და უნდა ვდუმდეთ.
ჩვენ ის ცხოველები ვართ, რომლებიც ღორებს თავს ატყუებინებენ, ოღონდ სიმშვიდე იყოს და ყველაფერს ვთმობთ. რა თავისუფლება, რის თავისუფლება, ეგ რა ხილია ჩვენ რა ვიცით.
გავექცეთ თავისუფლებას, რადგან ზედმეტი ტვირთია სიმშვიდე კი “ადამიანების ოცნება”.

Advertisements
2 Comments leave one →
  1. April 22, 2011 15:06

    “ხალხო შეინარჩუნეთ სიმშვიდე, აიტანეთ ყველაფერი, უსმინეთ არარაობა ტელევიზიებს, იკითხეთ ცარიელი სტატიები, დახუჭეთ თვალები, თქვენ უნდა დუმდეთ!”

  2. April 22, 2011 15:30

    ………………..!!! 😐

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: