Skip to content

21 მაისის აქცია

May 22, 2011

გუშინ სრულიად შემთხვევით აქციის მომსწრე გავხდი. ხალხი რუსთაველიდან კოსტავაზე მიდიოდა.
ძალიან ბევრი მოხუცი იყო, ჩემს მეგობარს ვუთხარი კიდევაც, თითქოს ეს ხალხი ბოლო ენერგიას ხარჯავსთქო. გულიც დამწყდა რომ მათთან ერთად არ ვიყავი, მაგრამ მალე მეც შევუერთდები, 25 მაისს აუცილებლად მივიღებ მონაწილეობას აქციაში.
მოკლედ რატომ გადავწყვიტე ამ თემაზე პოსტი დამეწერა, გზად რამდენიმე ნაცნობი შემხვდა, რომლების კომენტარებმაც ისე გამაღიზიანა რომ ცოტა მაკლდა ჩხუბამდე. ასევე ვიღაც უცნობი კაცის კომენტარი გავიგე, ისედაც გამარჯვებულია ჩვენი ქვეყანაო, კამათი დავიწყე და ძალიან მარტივად გამოჩნდა რომ პროვოკატორი იყო. რა უნდა ამ ხალხს აქციაზეო და თვითონაც აქციას უერთდებოდა.
ჩემი მეზობელი და ბავშვობის მეგობარი შემხვდა, 17 წლის გოგო თავის პატარა შვილს ასეირნებდა. კომენტარი გააკეთა, ახლა ამათ მეტი საქმე არ აქვთო? მის აღზრდაში ეჭვი შემეპარა. თუ კარგი ადამიანი ხარ, თუ წესიერი ოჯახიდან ხარ გამოსული, როგორ უნდა გეკიდოს ფეხებზე ამდენი ადამიანის აზრი? როგორ უნდა ილაპარაკო ამ ადამიანებზე დაცინვით.
რამდენიმე წუთში კიდევ ერთი ნაცნობიც ჩემხვდა, ამ იდიოტებს რა უნდათო მკითხა. უკაცრავად, ვინ არიან იდიოტები? ამდენი ხალხი რომელიც შეწუხებულია და აღარ იცის რა გააკეთოს? გაჭირვებული ხალხია იდიოტი? მერამდენედ უნდა გამოვიდნენ ქუჩაშიო, ნეტა თვითონ რომ შეაწუხოს ამ მთავრობამ, მაგას რომ არ ჰქონდეს საჭმელი, სახლი, მაგას რომ მოუკლან ოჯახის წევრი თვითონ რას გააკეთებს? საქართველოდან წავა?

გუშინ არ ვაპირებდი აქციებზე გასვლას, მაგრამ დღეს დარწმუნებული ვარ რომ მონაწილეობა უნდა მივიღო. ოპოზიციას მართლა ვერაფერი ვერ გავუგე, მაგრამ ხალხი ძალიან ცოდოა, აუცილებლად დავუდგები მათ გვერდზე და თქვენც მაგას გირჩევთ. თუმცა არ გამიკვირდება თწვენგანაც ირონიული და დამცინავი პასუხი მივიღო, დღეს ხომ უმეტესობას დასაცინად მიაჩნია აქციები და საქართველო გამარჯვებული ქვეყანა ჰგონიათ.

Advertisements
4 Comments leave one →
  1. May 22, 2011 09:20

    ხელები აქვთ, ფეხები აქვთ, ტრ**ი აქვთ, წავიდენ და საქმე ნახონ და ნუ უქმნიან ხალხს პრობლემებს იმის გამო, რომ ხელის განძრივა არ უნდათ და მუქთად უნდათ ცხოვრება

    • May 22, 2011 09:32

      fsiqe zogjer rogor ver gitan.
      neta iseti problemebi sheuqmnan xalxs rom saertod gadaagdileba vegar shedzlos veravin

  2. just me permalink
    May 22, 2011 09:41

    yochagh shen!! kargi gogo xar genacvale:))))))))) magram meechveba sanam vinme normaluri opozicioneri ar gamochndeba, msgavsi saxis shekrebebs tu aqciebs rame azri hqondes..mgoni isedac ashkaraa rom xalxis bedi yvelas pexze hkidia..gansakutrebit moxucebis,vitom chven ar davberdebit..da yvelaze dzaan ici ram gamamwara? martla nervebi momeshala, moxucebs winaswar gamoaqvt xolme pensia(aba 80-90 larit tveshi chamon,komunalurebi gadaixadon,eqimtan wavidnen,wamlebi iyidon,nu ramdeni ram sheileba gaaketo mag pulad? ra dacinvaa) hoda tveze 3% bankshi atovineben xolme, da liberty bankis mplobels rom hkitxo,xalxis bankia,arada isedac gachirvebuli xalxi rit dachagros aghar icis:(((( me vici rom verapers shevcvli,da tavs imit vimshvideb roca rame usamartlobas vawydebi rom, ubalod asetia es cxovreba…yelamde nagavshi vart yvela,albat arc vart metis ghirsi.

    • May 22, 2011 09:46

      xo da me vtvli rom tu arafris gaketeba ar shemidzlia, imas mainc gavaketeb rom am adamianebis gverdit vidgebi.
      MEC FULS MIXDIAN DA AQCIAZE MIVDIVAR,
      MEC RUSETI MIYVARS DA MIVDIVAR,
      AR MOMCONS ASHENEBULI QVEYANA DA M I V D IV A R

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: