Skip to content

26 მაისი-მე ვხედავ გზას

May 27, 2011

25 მაისი, ”სახალხო კრების” მიერ ორგანიზებული აქციის მონაწილეები რუსთაველისკენ დაიძრნენ. მე მონაწილეობას არ ვიღებდი, არც აქციის დაწყებისას 21 მაისს და არც მომდევნო დღეებში. ამ დღეს, საღამოს ძალიან წვიმდა. მე და ჩემი მეგობარი წვიმაში მოვყევით და ჭავჭავაძეზე ერთ-ერთ სადარბაზოს თავი შევაფარეთ. 12-ის ნახევარი იქნებოდა როცა ჩემმა მეგობარმა ავტობუსებში მყოფი სპეცრაზმელები დაინახა. 20-მდე ავტობუსი იქნებოდა, დავინახე თუ არა ძალიან ავღელდი, მალევე გავიგე ინფორმაცია, რომ აქციის დარბევა დაიწყო. მთელი ღამე ტელევიზიით ვადევნებდი თვალყურს და ცრემლებს ძლივს ვიკავებდი. ნათლად ვხედავდი, თუ როგორ შემოარტყეს ალყა ხალხს, ყველა გასასვლელი დაკეტეს და “შეტევა” დაიწყო. ეს არ იყო არც რუსთაველის გაწმენდა, არც დარბევა, ეს ხალხის სასიკვდილოდ გაწირვა იყო. არიან დაღუპულებიც და მე ვფიქრობ, რომ ოფიციალურ ინფორმაციაზე მეტი დაღუპული იქნება. ხოლო წარმოდგენა არ მაქვს რამდენი მიზეზი შეიძლება მოიგონონ ადამიანების დაღუპვისა. პოლიციის განყოფილებებიდან საავადმყოფოში ნაცემი ხალხი მიყავდათ-ეს არის რუსთაველის გაწმენდა.

26 მაისს აღინიშნა დემოკრატიის დღე, დემოკრატიისა რომელსაც მე ვერ ვხედავ. ათას გამართლებას უძებნიან პოზიციის მხარდამჭერები, აშკარა ფაქტებზე კი ამბობენ, რომ მათ სხვანაირად სმენიათ. თუმცა არ ვიცი იქნებ მე ვცდები და ყველაფერს ვაზვიადებ, თუმცა არის კადრები სადაც აშკარად ჩანს როგორ იქცევა სპეცრაზმი. არიან დახოცილებიც, დაკარგულებიც, ირაკლი ბათიაშვილი, რომელმაც გადაიტანა 9 აპრილი, იყო პოლიტპატიმარი, დაკარგულია და არავინ იცის მისი მდგომარეობა.
ჩემი სუბიექტური აზრია, რომ საზოგადოებას სასწრაფოდ ესაჭიროება სოლიდარობის გრძნობის გაღვიძება.

ასევე მინდა მივმართო ადამიანებს, რომლებიც თვლიან, რომ 20 წელია წრეზე დავდივართ და ჩავრჩით, რომ აქციაზე მდგომი ხალხი ვერ განვითარდა ან რამე მსგავსი, აქციაზე მყოფილი ხალხის უმეტესობა უფროსი თაობა იყო, ისინი 9 აპრილსაც შეესწრნენ და იქნებ მათთვის არაფერი შეცვლილა დღემდე?
არ იცვლება მართვის მექანიზმები, იცვლება მხოლოდ მმართველთა სახეები.

გიგი წერეთელი ახალგაზრდებს 26 მაისს პროტესტისთვის რომ გარეთ გავედით გვეუბნება სწავლას მიხედეთო, მათ კი გაარძელონ მსგავსი მოქმედებები და დაიცვან ქვეყანა “რუსეთისგან”? რუსეთისგან რომელიც საქართველოს ყველაზე დიდი მტერია და რომელსაც მიყიდეს თელასი და მრავალი ჰესი.

ბატონი დავით დარჩიაშვილი მაესტროს ეთერში აცხადებს: “კანონი იცვლება ვითარების შესაბამისად”.დიახ, კანონი იცვლება ისე როგორც აწყობს მთავრობას.

სპეცრაზმელები სახეებსაც აღარ მალავენ, ისინი ქვეყნის გადამრჩენლები და გმირები არიან. მათ დაიცვეს საქართველოს სახელმწიფოებრიობა- თურმე ამის კი მრავალ ადამიანს სჯერა .

დარწმუნებული ვარ ახალგაზრდები არ გაჩერდებიან, დიდი ნაწილი გამოვა გარეთ და პოლიტიკოსების გარეშე, გამოხატავენ პროტესტს. არ გამოვრიცხავ მათი ოჯახების დაშინება დაიწყონ, ტელეფონების მოსმენა მაგრამ ჩვენ ვართ ახალგაზრდები, ჩვენ ყველაზე დიდი ძალა ვართ და ასე უბრალოდ ვერ გაგვაჩუმებენ.

ვინც ჩემს პოსტებს ადევნებდა თვალყურს ეცოდინება, რომ მაქსიმალურად ვაპროტესტებდი უმსგავსო ფაქტებს, ჩემს აზრს ვაფიქსირებდი ბლოგზე, თუ სოციალურ ქსელ facebook-ში, მაგრამ ახლა ეს საკმარისი აღარ არის.
25 მაისის ღამეს მომხდარი “დარბევა” იყო ყველანაირ ზღვარს გადასული, ეს იყო ხალხში პროტესტის ჩახშობის მცდელობა. შეიძლება ათასი ტყუილი გამოქვეყნდეს, ვიღაცამ მოგონილი ისტორია დაწეროს, მაგრამ ფაქტები – ერთ კაცს უამრავი სპეცრაზმელი ურტყამდა, შევარდნენ შენობებში და იქიდან გამოჰყავდათ დამალული აქტივისტები, გადაკეტეს ყველა გასაქცევი გზა და ხალხი ალყაში მოაქციეს. ხოლო ახლა გამოაქვეყნეს აღიარებები “რაგატკის” რევოლუციაზე, რომელიც ჩემთვის ძალიან სასაცილოა.
არ მაინტერესებს ოპოზიციისა და პოზიციის ომი, არც ოპოზიციის განხეთქილება, მე მინდა პროტესტი და რამდენი სტუდენტიც არ უნდა გავიდეს გარეთ მე მათ გვერდზე დავდგები.
მადლობა ყველა იმ ადამიანს, რომელსაც გული შესტკივა მომხდარ ფაქტებზე და განიცდის ამ ყველაფერს.

მე ვხედავ გზას და ეს გზა ძალადობის გაპროტესტება და სოლიდარობაა. არ ავარიდოთ ფიქრს თავი. ფიქრი ყველაზე საჭირო რამ არის და მაქსიმალურად ხშირად ვიფიქროთ ჩვენს პასუხისმგებლობებზე.

p.s. დაიცავი სხვა რომ იყო დაცული, ნუ იქნები პასიური მოქალაქე

(ბევრი რამ დამრჩა სათქმელი, უბრალოდ სიტყვები აღარ არის საკმარის)
http://www.palitratv.ge/akhali-ambebi/shemthkhveva/4962-respublikur-saavadmyofoshi-qucnobiq-miiyvanes.html

http://www.palitratv.ge/akhali-ambebi/shemthkhveva/4958-dashavebulebi-saavadmyofoshi-gadahyavth.html

http://qilipa.wordpress.com/2011/05/27/%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A8%E1%83%98%E1%83%9C-%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%AA%E1%83%90/
http://liberali.ge/giorgi-kikonishvili/chamokidebul
http://european.ge/?id=183

Advertisements
2 Comments leave one →
  1. May 28, 2011 00:15

    ვიზიარებ შენს პოზიციას! მეც ვფიქრობ, რომ ადგილი ჰქონდა ძალის გადამეტებას. სამწუხაროდ ძალიან ბევრი ამაზე თვალს ხუჭავს და სპეცნაზელთა ქმედებას ამართლებს იმ მოტივით, რომ “ეს იყო ცალკეული ექსცესები”, რომლებიც თითქმის გარდაუვალია არასანქცირებული მიტინგის დაშლის დროს :/

  2. May 28, 2011 00:23

    ახალგაზრდები ”ჩვენ ყველაზე დიდი ძალა ვართ და ასე უბრალოდ ვერ გაგვაჩუმებენ.”
    – ვნახოთ თიკო, ვნახოთ რა იქნება…

    სოლიდარობა…
    სამოქალაქო საზოგადოება…
    არ გვაქვს არც ერთი. ეს ორი კომპონენტიყველაზე მნიშვნელოვანია სამართლიანი გარემოსთვის, ქვეყნაში დემოკრატიული ღირებულებების ჩამოყალიბებისა და დაცვის საქმეში…

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: