Skip to content

ზღვარი (შინაგანი კულტურა)

June 12, 2011


არსებობს ზღვარი, ქცევის ნორმები, რომელიც ადამიანმა თვითონ უნდა დაადგინოს, თავისი შინაგანი კულტურის დახმარებით.
პიროვნების ქცევები დამოკიდებულია, თუ როგორ აღზარდეს, სად გაიზარდა, წარმოშობა, თვითონ პიროვნების ფსიქოლოგიაზე, განათლებაზე და ალბათ კიდევ მრავალ ფაქტორზე. ზრდასრულ ადამიანს არავინ მიუთითებს რომ ჭამის წინ ხელი დაიბანოს, საზოგადოებრივ ტრანსპორტში არ იხმაუროს, მოკლედ ქცევის ნორმები შინაგანად უნდა იყოს გამჯდარი.

დღევანდელობაში ადამიანებს, განსაკუთრებით ახალგზარდებს, რომლებსაც “ევროპელობა” სურთ, პრეტენზია აქვთ თავისუფლებაზე, უნდათ რომ მათი უფლებები იყოს დაცული (ვიმედოვნებ რომ ასეა), სურთ თავისუფლად იქცეოდნენ საზოგადოებაში. ადრეც დამიწერია თავისუფლების აღქმაზე, ახლაც გავიმეორებ, რომ ადამიანის ქცევის თავისუფლების სურვილი პათოლოგიაში არ უნდა გადადიოდეს, აი აქ ერთვება შინაგანი კულტურა და ადამიანს არ აძლევს საშუალებას უხამსად, ულამაზოდ მოიქცეს. საზოგადოებას აქვს თავისი წესები, მაგრამ პიროვნებაში შინაგანად წყდება სად გადის “ზღვარი”.
ევროპაში შეიძლება (კი არა და ეგრეა) თავისუფლად კოცნიან ერთმანეთს ქუჩაში, ჰოლანდიაში არის პარკი სადაც სექსითაც კავდებიან, მაგრამ ეს არ უნდა ნიშნავდეს იმას, რომ ჩვენც იგივე გავიმეოროთ. რატომ არ გვაქვს იმის უნარი რომ გადმოვიღოთ კარგი წესები და თვისებები? მაგალითად იქ არ ყრიან ნაგავს ქუჩაში, არ წერენ ავტობუსების სკამებზე სახელებს, არ ხატავენ მერხებზე და ა.შ.
ჩვენ დემოკრატიული ქვეყანა გვინდა, გვინდა ვგავდეთ ევროპას და ამიტომ უნდა ვიყოთ თავისუფლები, გავაკეთოთ ის რაც გვსურს, ადამიანის სურვილები კი ზოგჯერ ზღვარს გადადის. შეიძლება ვიღაცისთვის ბებრულადაც გამომდის, მაგრამ ნამდვილად არ ვწუხვარ.

ძალიან ვწუხდები, როცა რუსთაველის გამზირზე “არიქა დაგვინახეთ შეყვარებულები ვართ” სიტუაციაა.
დღევანდელი ადამიანის სურვილები მართლაც ცდება ზღვარს: სადაც მინდა რასაც მინდა იმას ვიზამ რა მაგათი საქმეა? სულ ფეხებზე მკიდია სხვები რას ფიქრობენ. აი სწორედ ეს მიმაჩნია შინაგანი კულტურის არ ქონად. მართლაც არის “ზღვარი” რომელსაც ადამიანი არ უნდა გადავიდეს. თანამედროვე ადამიანის სურვილები თუ ასეთი მოუთოკავი გახდება, მართლა აუცილებელი იქნება ყველგან გამაფრთხილებელი ნიშნები დაიკიდოს, რომ აქ ამის გაკეთება არ შეიძლება. და იქნებ ვიმსახურებთ ამას? ჩვენ თვითონ მოვითხოვთ აკრძალვებს, რადგან შინაგანი ფაქტორები აღარ არსებობს, რომლებიც აგვიკრძალავენ რაღაცის გაკეთებას. ლაპარაკი არ მაქვს ყველაზე, მაგრამ ალბათ უმრავლესობაზე.
რა საჭიროა გაგაფრთხილონ რომ არ შეიძლება “ვერის პარკში” სექსი? როგორ უნდა გსიამოვნებდეს ადამიანს ამის გაკეთებ? ეს სიტუაცია მიბიძგებს, რომ ვიფიქრო, ადამიანები ცხოველების დონემდე დადიან (არ მინდა ცხოველებს შეურაცხყოფა მივაყენო).
სადაც არ ითოკება მოთხოვნილებები, სადაც დაკარგულია ყველანაირი ზღვარი, ჩნდება აბრებისა და გამაფრთხილებელი ნიშნების აუცილებლობა, ნორმალურ საზოგადოებაში და ქვეყანაში ამ აბრებს დაკიდებენ.
გვინდა საკუთარი თავის ჩარჩოში (აკრძალვებში) მოქცევა? ხო და იმედი მაქვს უახლოეს მომავალში მივიღებთ, თორემ მალე რუსთაველზე გავლისას, სკამებზე სექსუალურ აქტებს შევესწრებით. და არაა ეს პიროვნების და საზოგადოების გარყვნა?
ჩემი აზრით არის.
არ ვიცი კონკრეტულად რისი ბრალია შინაგანი კულტურის არ ქონა, მიმბაძველობის, თუ ცუდი აღზრდის, მაგრამ ეს პრობლემა ნამდვილად გადასაჭრელია.

რაზეც ამ პოსტში მქონდა საუბარი, არ უნდა იკრძალებოდეს, თვითონ არ უნდა ჰქონდეს ადამიანს ამისი გაკეთების სურვილი, მაგრამ რა ხდება როცა არ არსებობს ის “შინაგანი მე” რომელიც გონებას სიგნალს მიაწვდის?

Advertisements
2 Comments leave one →
  1. June 12, 2011 22:59

    ”აუცილებელი იქნება ყველგან გამაფრთხილებელი ნიშნები დაიკიდოს, რომ აქ ამის გაკეთება არ შეიძლება. ”
    -რაც დრო გავა, მით უფრო მეტი აბრა გაჩნდება მსგავსი წარწერით. მსჯელობების დროს სულ უფრო ხშირად მესმის ხოლმე ფრაზა: ”ქართველტან რაციონალურად არ გამოვა მიდგომა, მას უნდა აუკრძალო, ან ცხოველივით უნდა გაწვრთნაო”.

    ”არ ვიცი კონკრეტულად რისი ბრალია შინაგანი კულტურის არ ქონა”
    -ეს ალბათ სახელმწიფოებრიობის და სამოქალაქო საზოგადოების გამოუცდელობის ბრალია. თუმცა აქ მეტყვიან რომ სამოქალაქო საზოგადოება რატომ გამორიცხავს შუადღისას სექსს რომელიმე პარკშიო, მაგრამ ჩემთვის უფრო მიუღებელია ვიდრე პირიქით.
    ყველას კარგად მოეხსენება თავისუფალ სექსთან დაკავშირებული მოსაზრებები და ახლა სექსი დღისით მზისით პარკში ხო წარმოგიდგენია. ჯერ-ჯერობით ეს მაინც შორეული პერსპექტივის ამბავი მგონია(თუ მაინც და მაინც).

  2. July 3, 2011 15:36

    ცხოვრებაში ყველაფერს თავისი ადგილი აქვს, თავისი გემო, თავისი უარყოფითი და დადებითი. ალკოჰოლი, გართობა, მწუხარება, სიყვარული, მუშაობა, ნარკოტიკი, უსაქმურობა, სექსი, დეპრესია, ღამის ცხოვრება, ახლის ძიება, ძველის დავიწყება… ყველაფერი ეს ყველას ცხოვრებაში ხდება! მაგრამ ჩვენ, ქართველებმა არ ვიცით ერთი ძაააალიან მნიშვნელოვანი რამ –
    ზ ო მ ი ე რ ე ბ ა!!!

    სამწუხარო რეალობაა… ნელ–ნელა უფრო მეტი ე.წ. თავისუფლება უნდა მასას,თუმცა კულტურას ივიწყებენ,ივიწყებენ როგორ გაიზარდნენ.მხოლოდ ერთი რამით იმართლებენ თავს. “ჩვენ ევროპელები ვართ”… მეზიზღება ეს სლოგანი.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: