Skip to content

ლუდის ფესტივალი?

June 27, 2011


ლუდის აკრძალვაო ქუჩაშიო, ლუდის ფესტივალიო, ეს დღეები იმდენი ილაპარაკეს რომ 25 მაისის დილას პირდაპირ ლუდის განწყობით გამეღვიძა. მოვიძიე მეგობარი, ვისაც წამოსვლა უნდოდა გაპიარებულ ლუდის ფესტივალზე და 6 საათზე გავუყევით გზას ვარდების მოედნისკენ.
ვერ ვიტყვი ბევრი ხალხი დამხვდა-მეთქი, აშკარად თავისუფლად გადავადგილდებოდით. თუმცა რისი ფესტივალიც უნდა ყოფილიყო ძალიან რთული მოსაპოვებელი აღმოჩნდა.
ზუსტად არ დამითვლია, მაგრამ ლუდისთვის დაახლოებით 5 გაყიდვის წერტილი იყო. ხალხი რიგში იდგა, “ლუდის რიგი” დაუსრულებელი აღმოჩნდა. პირველი ნახევარი საათი (თუ მეტი არა) ხელი არ ჩაგვიქნევია, ლუდს მოწყურებულები ვაწყდებოდით ვარდების მოედანს და ვცდილობდით “ნატახტარს” დავწაფებოდით.
რიგში ჩასადგომი ადგილი ვნახე და მაშინვე დავიკავე, ველოდე, კიდე ველოდე… როცა ჩემამდე ერთი ადამიანი იყო დარჩენილი გამოაცხადეს, რომ ლუდი გათავდა და თუ თბილი არ გვინდოდა ნახევარი საათი უნდა დავლოდებოდით. ეჰ სანატრელო “ოქროსფერო სასმელო”…
მაინც არ ჩავიქნიე ხელი და ვაგრძელებდი ბოდიალს, მაგრამ როცა იმედი გადაგვეწურა მაღაზია “ზემელს” მივაშურეთ. გამწარებულები შევედით სუპერმარკეტში, სადაცაა ლუდისკენ უნდა გავეშუროთ და ვიღაც კაცი, რომელიც არც დაცვის ფორმაში იყო და არც გავდა დაცვას, “გვიბრძანებს” რომ ჩანთები დავუტოვოთ (ჩვენთან მომსახურეობის კულტურა დიდი ხანი ვერ განვითარდება), გვიჭირავს ძალიან პატარა ჩანთები და თან ამ კაცს რატომ უნდა დავუტოვოთ? გაბრაზებულები ვტოვებთ სუპერმარკეტს და თაბუკაშვილის ქუჩაზე მივდივართ.

ბევრი ძებნის შემდეგ ლუდი მოვიძიეთ. ცხოვრებაში აღარ დავლევ ნატახტარს, რადგან ეს იყო ამ ფირმის საშინელი პიარი. პიარის გაკეთება მაინც იცოდნენ. ბოლოს “ფესტივალზე” რა ლუდიც იყიდებოდა გავსინჯე, ამოვიოხრე და თან გამიხარდა, რომ ამ ლუდის დალევის მაგივრად წავედი და მაღაზიაში ვიყიდე. საშინელი, წყალ-წყალა, დასპირტული, ოქროსფერი სითხე იყიდებოდა ფესტივალზე.

ნამდვილად შეიძლებოდა ამ ღონისძიების კარგად ორგანიზება, წარმოდგენა არ მაქვს ვინ იყო ორგანიზატორი, მაგრამ ძალიან სუსტი ნამუშევარი გამოდგა.
მითუმეტეს რომ “ლუდის ფესტივალზე” ლუდი არ იშოვებოდა (კიდევ კარგი).

მოკლედ ვთვლი რომ წლევანდელმა ლუდის ფესტივალმა “ვერ გაქაჩა”, ჯერ ორგანიზება ისწავლეთ, ლუდის მოხარშვა(მგონი ხარშავენ ლუდს) და ფესტივალებზე მერე დადეთ თავი.
ვინც არ წახვედით გული ნუ დაგწყდებათ, ეს ლუდის ფესტივალი არ იყო, საერთოდ ფესტივალიც არ იყო.

Advertisements
4 Comments leave one →
  1. June 27, 2011 10:05

    ლუდი ლუდი ლუდი… მოკლედ, ყველას ეს აკერია პირზე და განწყობაც ვერ შეინიშნება დიდად პოზიტიური. კარგია რომ ლუდს არ ვსვამ. აღარ დამწყვეტია გული 😀

  2. June 27, 2011 10:51

    ნაგვის ურნების სიმცირე ნამდვილად არ შეინიშნებოდა, ჩვენ თუ იმის კულტურა არ გვაქვს ნაგავი სანაგვეში ჩავაგდოთ ეგ უკვე სხვა საქმეა 🙂

    ორგანიზებული ძალიან ცუდი იყო გეთანხმები, თბილი ლუდი საშინელებაა, მაგას სჯობდა ბოთლებით გაეყიდათ, მაგრამ ცივი ყოფილიყო 🙂

  3. June 27, 2011 12:12

    Me rac vnaxe gadatenili iyo.
    Sheidzleba musika kargi iyo, ragac vargoda da xalxma kargi droc gaatara, magram rogorc ludis festivali arafrad ar vargoda

  4. June 27, 2011 12:42

    მე ლუდს არ ვსვამ, მაგრამ ორივე დღეს ვიყავი და გუშინ თქვეს, რომ უკეთესი ლუდი აქვთ დღესო. ეტყობა გაითვალისწინეს წინა დღის კრახი

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: