Skip to content

გაძვირებული ნაგავი

June 29, 2011


რამდენიმე დღის წინ facebookში გამოჩნდა სურათი ასეთი წარწერით :შუქი ჩააქრეთ! ნაგავს წერს. თავიდან ვერაფრით მივხვდი რას უკავშირდებოდა, შემდეგ კი თბილისის მერიის ახალი კანონის შესახებ მივიღე ინფორმაცია ქილიფას ბლოგზე.
მოკლედ დენის გადასახადს, მიება ნაგვის გადასახადი. ანუ რაც მეტ დენს ხარჯავ, მით მეტს იხდი ნაგვის ფულს. მგონი ვერავინ ხვდება, თუ რა კავშირშია ერთმანეთთან ნაგავი და დენი. ხოლო მერია ასე ხსნის: ამის მიზეზი არის ის, რომ ოჯახში ჩაწერილი სულების მიხედვით, დასუფთავების გადახდის დროს მრავალსულიანი ოჯახები ,,იჩაგრებიან” და გაჭირვებული ხალხი, რომლებიც ზოგავენ ელ.ენერგიას და ნაგავიც მცირე რაოდენობით აქვთ, არ უნდა იხდიდნენ 1 სულზე 2.5 ლარს. ხოლო, შეძლებული ადამიანი, რომელიც მარტო ცხოვრობს და ელექტრო ენერგიას ,,ხელგაშლილად” მოიხმარს, ნაგავიც ბევრი უგროვდება და მხოლოდ 2.5 ლარის გადახდა ძალიან ცოტაა… ასე რომ ჩაწერილი სულების მიხედვით გადახდა არასამართლიანია და ვინაიდან ნაგავზე მრიცხველს ვერ დააყენებენ, იძულებლნი ხდებიან, რაიმე მყარ და გამოთვლად კრიტერიუმს მიაბან…

რატომ ნიშნავს ნაკლები ელექტრო ენერგიის ხარჯვა ნაკლები ნაგვის ქონას? ლოგიკაში არ ჯდება.
ისეთი შეგრძნება მაქვს რომ საშუალო ფენის ჩაძირვა უნდათ, გავღარიბდებით ყველანი და ვიქნებით ერთი ფენა. თუ გაქვს მაცივრი, ლეპტოპი ან კომპიუტერი, ბაკი და სხვა ელექტრო ენერგიასთან დაკავშირებული ტექნიკა, ე.ი უნდა “გაგყვლიფონ”.

არ შემეძლო ამ თემას არ შევხებოდი, რადგან რამდენიმე დღეა სრულ გაურკვევლობაში ვარ და იუმორის გარდა არაფერი დამრჩენია (როგორც სხვა მოქალაქეებს). ნამდვილად იმსახურებს მერია, რომ ნაგავი, რომელიც ასე ძვირად ფასობს მერიასთან დავუტოვოთ. წარმოდგენა არ მაქვს სადამდე დავა მთავრობა და როგორ გაზრდის კიდევ გადასახადებს.
ახლა კი შემოგთავაზებთ facebook-ის გვერდიდან შუქი ჩააქრეთ! ნაგავს წერს სასაცილო და მართალ გამონათქვამებს(
შემოგვიერთდით).
1. კიდევ კარგი არ ახსოვთ, რომ დედამიწა ბრუნავს, თორემ კატაობის ფულსაც გადაგვახდევინებენ(c) Shotiko Chanturia
2. ისა და სინათრე რომ არ იქნება ნაგავი არ გადავყარო თუ როგორ მოვიქცე? (c) Anuka Infernally
3. აი ქალაქში გადაგმული ნაბიჯების რაოდენობაზე რო დააწესებენ გადასახადს, მაშინ ნახეთ,მთელი თბილისი რო ასკინკილით ივლის(c) Zizi Togonidze
4. დღეს ნაგვის ყუთმა დენი დამარტყა (c) Erekle Urushadze
5. “თვის მანძილზე იმდენ ელექტრო ენერგიას “მოვიხმარ” –
შემიძლია შუა რუსთაველზე “მოვ@ვა”… !!! ჩემი გადახდილია !!!” _ (c) Sanyu Sakhela
6. არ იდარდოთ ხალხო, ყველაფერი კარგად იქნება, გვირაბის ბოლოს ნაგავს ვხედავ!.. (c) Tornike Razmadze

ამ სიცილში მოვა ზამთარი და ნამდვილად “გაძვირდება ნაგავი”.

Advertisements
No comments yet

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: