Skip to content

ნაყინი, ყავა და ტელევიზორი

July 4, 2011

მაღვიძარა თერთმეტის ნახევარზე მქონდა დაყენებული, გამეღვიძა ცხრაზე.
საშინლად შეწუხებული სახით ავდექი, მექანიკურად დავადგი ჩაიდანი გაზზე, გავედი მაღაზიაში და მოვიტანე ნაყინი(აი დარდი ზედმეტი კალორიები:თავისდამშვიდება:).
ჩავრთე ლეპტოპი, ჩავრთე ტელევიზორი და შევუდექი “საოცნებო” საუზმეს.



მიყვარს უხმო ტელევიზორი და ღამე სანამ დავიძინებ სულ ეგრე მაქვს ჩართული, არც ვუყურებ რა არხზეა. ახლა დამხვდა რუსთვაი 2.
დილის კურიერი, ბავშვი ფანჯრიდან გადმოვარდა, სტინგის კონცერტი, სალუტი, რენი ჰარლენი, პრეზიდენტი, მატარებელს რაღაც დაემართა, ისევ კომენტარები სტინგის კონცერტზე….
ჩამეშალა საუზმე.
თავი მტკივა.

კომპიუტერი მთელი ღამის განმავლობაში არ მართმევს იმდენ ენერგიას, რამდენსაც ტელევიზორი რამდენიმე წუთში.
პრესას კითხულობდ ვიღაც სათვალეებიანი კაცი, საშინელი ხმა აქვს.
წამყვანები ერთმანეთს ეკრიჭებიან.
ჩემს ბავშვობაშიც ასე იყო, ამ არხის მხოლოდ ლოგო იცვლება მგონი.

ზუსტად ამ წუთას დავაჭირე წითელ ღილაკს ხელი და დავადუმე ეს “ყუთი”, ყავას თავიდან დავისხავ, ერთი ნაყინი კიდე უნდა იყოს მაცივარში (ორი შემოვიტანე), იქნებ რესტარტი გავაკეთო.

არასდროს დაიწყოთ დილა ტელევიზორის ჩართვით,
ღლის ტვინს და იწვევს აგრესიას.
იუჰუუუ, აშკარად ინტერნეტი ნაკლებად მავნებელია!
(გამორთულსაც ვეღარ ვიტან ტელევიზორს)

მაინც დიდი ხანია ესე ადრე არ გამიღვიძია და ეს ჩემგან თქვენ

Advertisements
5 Comments leave one →
  1. July 4, 2011 05:48

    მმმ… ნაყინი და ყავა… ახლა შევექცევი ორივეს და ნეტარი სახე მაქვს მიღებული 😀
    ჰო, ტელევიზორს საერთოდ ვეღარ ვიტან. აი, მაქსიმუმ15 წუთი და მორჩა!

  2. July 4, 2011 07:48

    ქმარშვილი გავისტუმრე,საჩქაროდ ავალაგე ლოგინები,დავრეცხე ჭუჭელი …სადილის სამზადის შევუდექი და პარალელურად დავლიე ყავა და ვეცი ინტერნეტს…ფაა,ფუიიიიიი….სადააა ?საჩქაროდ ჩავიცვი და გავარდი,გადასახდელად,ახლა უკვე სახლში ვარ და შენ ბლოგს ვკითხულობ,ტელევიზორით მხოლოდ ახალ ამბებს ვუყურებ…ვაითუ რა ხდება?-მარტო შენი სახელის დანახვა კმარა,რომ შენთან გამოვიქცე…მიყვარს შენი ნაწერების კითხვა.

    • July 4, 2011 08:56

      ძალიან დიდი მადლობა ❤ და სად ხედავ ხოლმე ჩემს სახელს?
      აი ძალიან გამახარე ამ კომენტარით 🙂
      მე სწორედ ეს ახხალი ამბები არ შემიძლია, დღეში ცხრაჯერ მიშა რომ ჩანს "იასამნისფერი" პერანგით.
      :დ

  3. July 4, 2011 11:00

    თიკოს ბლოგი
    აქ ცხოვრობს მეამბოხე

    es vigulisxme…

    • July 4, 2011 11:10

      🙂 მადლობა დიდი 🙂
      ყოველთვის გამიხარდება ჩემს ნაწერებზე შენი კომენტარი

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: