Skip to content

როგორ ვხდებით დამოკიდებულები

July 14, 2011


არ აქვს მნიშვნელობა ადამიანი ძლიერია, თუ სუსტი, საფრთხე იმისა, რომ ვიღაცაზე დამოკიდებული გახდეს ყველას ემუქრება.
არც იმას აქვს მნიშვნელობა ადამიანს სად გავიცნობთ-როგორ სიტუაციაში.
დამოკიდებული ძირითადად საპირისპირო სქესზე ვხდებით, ეს ალბათ +- პრინციპის დამსახურებაა.
დამოკიდებულობა- ამ სიტყვაში არ ვგულისხმობ საკუთარი აზრის არ ქონას, თავისუფლების შეზღუდვას ან რამე მსგავსს. როცა ადამიანთან საუბრის ან კონტაქტის გარეშე ვერ ძლებ, კარგავ პრინციპებს, გადადიხარ იმ ნორმებს, რომელიც ადრე საკუთარი თავისთვის გქონდა დაწესებული, როცა შენს სივრცეში მარტო აღარ ხარ და სხვა ადამიანზეა დამოკიდებული როგორი იქნება მომდევნო დღე. ამ პოსტში საუბარი მაქვს ფიქრებით დამოკიდებულობაზე.

როგორ ვხდებით დამოკიდებულები- შენივე ხელშეწყობით ან საერთოდ ნებართვის გარეშე, სხვა ადამიანი შენს ცხოვრებაში შემოდის და მნიშვნელოვან ადგილს იკავებს. ნდობა ყველაზე დიდ როლს ასრულებს ამ შემთხვევაში. როცა ადამიანს ენდობი და ის შენთვის მიუწვდომელია, ამ დროს გიმძაფრდება მასთან ურთიერთობის სურვილი. ხშირად ემართებათ ინტერნეტში, როცა ადამიანს მხოლოდ ელაპარაკებიან, მაგრამ იმდენად ახლოვდებიან, რომ დამოკიდებულებიც კი ხდებიან.

ამ დამოკიდებულობას ხშირად სიყვარულს ვუწოდებთ, ან შემდეგ მართლა გადაიქცევა ხოლმე ამ გრძნობად. რაღაც პერიოდში სასიამოვნოა როცა ვინმეზე ფიქრებით დამოკიდებული ხარ, მაგრამ შემდეგში თუ რაღაც ურთიერთობის ფორმა არ მიეცა ძალიან შემაწუხებელი და ძნელად მოსაშორებელი ხდება.
რა საშინელი გულია
მე ის ადამიანი ვარ, რომელსაც მგონი ყველაზე მეტად ემუქრება, გახდეს ვინმეზე დამოკიდებული. რამდენადაც პიროვნული თავისუფლება მაქვს, რამდენადაც უკომპლექსო ვარ, იმდენად მესაჭიროება ადამიანი რომელზეც გადავერთვები და ფიქრებს მისკენ მივმართავ.

მოკლედ მინდა გირჩიოთ, რომ ფრთხილად იყოთ, თუმცა აქ სიფრთხილე საკმარისი არ არის. უბრალოდ ეცადეთ დამოკიდებული ისეთ ადამიანზე გახდეთ, ვინც თქვენს გვერდით იქნება.

პ.ს.
სულაც არ არის ეს დამოკიდებულობა ცუდი, უბრალოდ ზედმეტად მიუწვდომელი არ უნდა იყოს ის ადამიანი თქვენთვის.
ცოტა არეული პოსტი გამოვიდა, მაგრამ იმედია თქვენთვის გასაგებად გადმოვეცი სათქმელი.

Advertisements
3 Comments leave one →
  1. July 14, 2011 09:54

    ცოტა ადრე მაინც გერჩია )) :*

  2. July 14, 2011 15:14

    მე თანახმა ვარ და ყველა ხელით მომხრე იმისა რომ ადამიანები გრძნობებით იყვნენ ერთურთზე დამოკიდებული სუფთა და ლამაზი გრძნობებით : )

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: