Skip to content

ქართველი წყვილები და მათი “წმინდა” კავშირი

August 23, 2011


დღეს ჩემი ბლოგის დაბადების დღეა. უკვე ერთი წელია რაც ბლოგი მაქვს. ხო და ჩემს “სივრცეში” სულ ცხელ-ცხელ აზრებს გადმოვიტან.
საკმაოდ ბევრი პოსტი დაწერილა ამ თემაზე, მინდა მეც შევეხო.
საქართველოში მამაკაცის და ქალის ურთიერთობა ძალიან პრობლემურია, ამას ძალიან ბევრი მიზეზი აქვს.

აქ, ჩვენს საზოგადოებაში, ბიჭს ასწავლიან რომ ქალი მიუწვდომელი და წმინდა არსებაა, რომ მისი და მომავალი ცოლის კავშირი წმინდაა. ქალს კი მამაკაცის მიმართ მორჩილებას და ზედმეტ პატივისცმას აჩვევენ, ალბათ ამისი დიდი დამსახურებაა, რომ ოჯახური ძალადობისას ქალები ხმას ძალიან იშვიათად იღებენ.

ქართველ კაცს თავი ან ძალიან დიდი ვინმე ჰგონია და უაზრო ამბიციები აქვს, ან ძალიან უთავმოყვარეოა(არ მაქვს ლაპარაკი სრულ უმრავლესობაზე).ქართველ კაცს ძალიან ხშირად “თავში უვარდება” სექსი, აი როგორც გინდათ გაიგეთ. ამ ბოლო დროს ძალიან ბევრი წყვილი ვნახე, სადაც კაცი თავს გაცილებით პრივილეგირებულად თვლის თავის გოგოსთან, რადგან ჩვენი საზოგადოების ენაზე რომ ვთქვათ შეყვარებული “აძლევს”. ეს მიცემა-აღებაც ვერ მოვიშორეთ ტერმინოლოგიიდან.
კაცის და ქალის ურთიერთობა ჩვენს ქვეყანაში საკმაოდ უცნაურად ხდება. ძალიან ბევრს გაკვირვებია, როცა გაუგია, რომ მე ვინც მომწონდა იმასთან ინიციატივა გამოვიჩინე(კაცმა ხომ პირველმა უნდა დაგირეკოს, მოგწეროს და საერთოდაც ყველაფერი პირველმა უნდა გააკეთოს, ქალის მოვალეობა ლოდინია). საზოგადოების რაღაც ფენებში ეს პრობლემა მოიხსნა, მაგრამ ძირითადად მაინც რჩება. ეს ტრადიცია ღრმად გვაქვს გამჯდარი ფესვებში.
აქ კაცებს თავის დამცირება უყვართ, ქალის დევნა, ქალი თუ თავს იფასებს ის “უბიწობის” განსახიერებაა. შეყვარებულები ლაპარაკობენ ყველაფერზე, გარდა თავიანთი ურთიერთობისა, ამიტომ ინგრევა ძალიან ბევრი ოჯახი, სექსში ვერ ეწყობიან. თუ ქალი სიამოვნებას ვერ იღებს, ეს ასეც უნდა იყოს და მაინც პირნათლად ასრულებს ცოლის მოვალეობას. რამდენიმე წელი დადიან წყვილები ერთად, გრძონებ “ჭეშმარიტ” სიყვარულს, აცნობენ ერთმანეთს ოჯახებს, მეგობრებს, მოკლედ მაქსიმალურად ერთად ატარებენ დროს, მაგრამ ან არ აქვთ სექსი ან კი არ ლაპარაკობენ ამ თემაზე, ამიტომ ხშირია გამოუცდელობა და ოჯახის დანგრევა იმის გამო, რომ ერთმანეთს ვერ ეწყობიან “ლოგინში”.
მათ წმინდა კავშირი აქვთ და აბა როგორ შეიძლება ისაუბრონ ისეთ თემაზე როგორიცაა სიამოვნება? ეს ხომ ცოდვაა?
ბიჭები ამტკიცებენ რომ გოგო უყვართ და მასთან სექსუალური კავშირი არც უცდიათ, გოგოები ამითი ამაყობენ, ე.ი. შეყვარებული პატივს სცემს და მასზე გიჟდება. სექსი ხომ შეუძლია სხვასთანაც ჰქონდეს? მაგალითად მსუბუქი ყოფაქცევის ქალთან.
ამ ბლოგის მკითხველს ჰგონია რომ ეს პრობლემა აღარ არსებობს, ან ძალიან ვიწრო წრეებში, მაგრამ ჩვენთან ტრადიციად არის ქცეული სიყვარულის “სიწმინდედ” აღქმა და თუ საჭიროა მის გამო საკუთარ სიამოვნებაზე უარის თქმა.
ქართულ ტრადიციებზე აღზრდილი კარგი ოჯახის შვილი ბიჭი- დადის “ბოზებში”, პატივს სცემს თავის შეყვარებულს, არც კი ფიქრობს მასთან სექსზე, ჩუქნის ბევრ საჩუქრებს, ასე ვთქვათ ზედ ყვება და ცდილობს მალე მოიყვანოს ის ცოლად, სავსებით დარწმუნებულია რომ იდეალური ოჯახი ექნებათ.

ქართულ ტრადიციებზე აღზრდილი კარგი ოჯახის შვილი გოგო- არ ფიქრობს სექსზე, ელოდება თეთრ რაშზე ამხედრებულ პრინცს, არ გადის სახლიდან გვიან, ფიქრობს შვილების აღზრდაზე ან როგორ იცხოვრებს გათხოვებისას, არ დაგვავიწყდეს ფულიანი ქმარი უნდა.

ძალიან დიდი პოსტი გამომდის, ამიტომ დავამთავრებ და ვიტყვი, რომ ჩვენ ურთიერთობის სერიოზული პრობლემა გვაქვს. მეასეხარისხოვნად ვფიქრობთ საპირისპირო სქესის თვისებებზე, ადამიანობაზე, ან გვგონია რომ ვფიქრობთ ხოლმე, თუმცა ასეთი რაღაცეებში ადამიანი მხოლოდ “ახლო” ურთიერთობისას გამოიცდება და უკეთ მხოლოდ მაშინ ვიცნობთ “შეყვარებულს”, როცა “სარეცელს” ვუზიარებთ და “წმინდა” კავშირს ვქმნით. ხოლო გაცნობა შესაძლოა ძალიან გვიანი იყოს.

Advertisements
2 Comments leave one →
  1. October 2, 2011 15:51

    ძალიან ზოგადად გიწერია მაგრამ ამ თემას ღრმად რომ მიჰყვე, ერთი პოსტი ნამდვილად არ გეყოფა 😀 იცი რა არ მესმის? როგორ შეუძლიათ ამ ხალხს უყვარდეთ ვინმე, ის ვიღაც იზიდავდეთ და არ გაუჩნდეთ სექსის სურვლი? რატომ უნდა შეიკავო თავი და დათრგუნო შენი სურვილები არ მესმის, მით უმეტეს დღეს, როცა ათასნაირი კონტრაცეპტივი და ნაირ-ნაირი არომატის მქონე პრეზერვატივები იყიდება 😀

  2. November 27, 2013 12:30

    ეს მიცემა-აღებაც ვერ მოვიშორეთ ტერმინოლოგიიდან.. გემრიელად გამაცინა ამ ფრაზამ.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: