Skip to content

ნუ გავხდებით “ბიძინისტები”

October 12, 2011

რამდენიმე დღის წინ ყველა იმაზე ლაპარაკობდა რომ სარკოზი თბილისში ჩამოდიოდა, უცბად ბიძინა ივანიშვილის განცხადება გამოჩნდა პოლიტიკაში შესვლის თაობაზე და ყველაფერი ყირაზე დადგა. იგი საკმაოდ თავდაჯერებულად გვესაუბრება და ნამდვილად არ აპირებს უკან დახევას.
ბადრი პატარკაციშვილი გამახსენდა, დარწმუნებული ვარ ადამიანების უმრავლესობასაც გაახსენდებოდა. ის მომენტი, რუსთაველზე სპეცნაზელები რომ მოდიოდნენ და “ბადრის რა”-ს ყვიროდნენ.

ნეტა როგორ აპირებს დღევანდელი მთავრობა ოლიგარქთან დაპირისპირებას? მისმა მეორე განცხადებამ მთელი ოპოზიცია აახმაურა და ვგონებ რომ მიზანიც სწორედ ეს იყო. თავის დასაცავად “ფსევდოოპოზიცია” ძალიან დიდ სისულელეებს ლაპარაკობს. ინტერნეტ სივრცეში თავისუფლად შეგიძლიათ მონახოთ როგორ “უღირსად” შეხვდა დადანაშაულებას “ოპოზიცია”.

სრული აფსურდია ინტერნეტ მედიაში, ათასჯერ დაღეჭილ თემებს ატრიალებენ. ეს კი ყველაზე სამარცხვინო “ინფორმაცია”(დააჭირეთ ლურჯ ლინკს).

ძალიან მაინტერესებს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური ნაბიჯები. დადებითად განვეწყვე მის მიმართ. იმის მიუხედავად, რომ არც ისე სასიამოვნოდ ახსენა ჩემთვის პატივსაცემი ადამიანები. ამ “დადანაშაულებებზე” ადეკვატური რეაქცია ჰქონდა ჟურნალისტ შალვა რამიშვილს, მან თავისი გადაცემის პირდაპირ ეთერშიც მიმართა ბიძინა ივანიშვილს, რომ მზად არის მასთან შესახვედრად და სასაუბროდ. არც ეროსი კიწმარიშვილსა და ია ანთაძეში გამოუწვევია პანიკა.ეს ყველაფერი გამოცდას გავდა, ვინ “დაიწვავდა” თავს? რაც შეეხებათ გია თორთლაძეს, დავით გამყრელიძეს, გიორგი თარგამაძეს… მათი განცხადებები იმდენად უმნიშვნელოა, რომ არც ღირს მოსმენად, ნუ მე ასე ვფიქრობ. ყველაზე სახარბიელო მდგომარეობაში ირაკლი ალასანია(მისი პარტია) და რესპუბლიკური პარტია არიან, მათ დადებითად აფასებს ოლიგარქი და თანამშრომლობასაც სთავაზობს.

მგონია რომ ხელისუფლება ძალიან დამფრთხალია. მთავრობის წევრები აიტანდნენ პირდაპირ ლანძღვას, შეტევას, მაგრამ ბიძინა ივანიშვილმა სწორედ ისეთ მტკივნეულ ადგილას მოარტყა, რომელსაც აგვისტოს ომი ჰქვია. მოკლედ ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ივანიშვილმა იცის მიხეილ სააკაშვილის სუსტი მხარეები. თუმდა შეიძლება ბევრმა იცის, მაგრამ ეს ადამიანი შეტევაზე გადადის.


სიამოვნებით დაველოდები სიახლეებს, ამ ადამიანმა ხომ დიდი ხნის ჩაძინებული პოლიტიკა გამოაღვიძა.

დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენი საზოგადოება ბიძინა ივანიშვილის გაფეტიშებას არ დაიწყებს, არ გახდებიან მისი “ფანები”, რადგან ეს დიდი მარაზმია. მარაზმია, როდესაც ღმერთის გამოგზავნილს და ბოლო იმედს უწოდებ პოლიტიკოსს. ჩემი კეთილი რჩევა იქნება, ნუ გახდებით “ბიძინისტები”.

Advertisements
One Comment leave one →
  1. October 12, 2011 18:41

    მართალია, ვიღაცისტობა ჩვევად აქვთ ქართველებს. მეც არ განვეწყვე ამ კაცის მიმართ ცუდად, მაგრამ თუ მესიად ჩათვლიან, ნამდვილად მექნება უკურეაქცია.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: