Skip to content

პოსტი ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუზე

October 21, 2011


დავიწყებ იმით, რომ ბიძინა ივანიშვილის გამოჩენა პოლიტიკურ სივრცეში მართლა ძალიან საინტერესოა. მოვლენები დაიძრა, საქართველოს მედიის უმრავლესობამ თავისი თავი ჩაძირა, საზოგადოება გააქტიურდა, მმართველი ძალა დაბნეულობისგან ბევრ შეცდომას უშვებს.
მე ბევრი კითხვა მაქვს ბიძინა ივანიშვილთან, მაგრამ რაც მართალია მის მიმართ დადებითად განვეწყვე და სიამოვნებით ვწერ, ვსაუბრობ მასზე.

გამოქვეყნდა ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ, სადაც ჩანს მისი გულწრფელობა, თავდაჯერებულობა. ამ ინტერვიუდან უკვე ვიგებთ მისი ცხოვრების დეტალებსაც, რაც ნამდვილად საინტერესოა.
მომეწონა ის, რომ ეს ადამიანი არ გვპირდება აფხაზეთის დაბრუნებას, ანუ არ ცდილობს თვალებში ნაცარი შეაყაროს საზოგადოებას.

ინტერვიუდან ყველაზე მეტად მომეწონა ეს სიტყვები: “ერთი რამ ზუსტად ვიცი: თუ არ გვექნება სამართლებრივი სახელმწიფო და არ გავხდებით საინტერესო აფხაზებისთვის და ოსებისთვის, თუ საზოგადოება არ იქნება ერთიანი და ძლიერი, – შედეგს ვერ მივაღწევთ. შიდა ვითარება დიდ გავლენას ახდენს საგარეო ურთიერთობებზეც. აფხაზები კი არა, ქართველები გარბიან საქართველოდან. აქ გაჩერება არავის უნდა. ამ პირობებში, როგორ მოახერხებ, აფხაზი დაარწმუნო, ჩვენთან მოდი, ჩვენთან ჯობიაო.”

ჩვენ ჯერ შიდა პრობლემები უნდა მოვაგვაროთ, უნდა გავხდეთ საინტერესო ქვეყანა და შემდეგ დავპატიჟოთ “სტუმრები”.

ასევე განსაკუთრებულად მომეწონა ადგილი სადაც ბატონი ბიძინა საუბრობს ორპირ ადამიანებზე: “მოგწონს სააკაშვილი? ღმერთმა მოგახმაროს – დაუჭირე მხარი. ოღონდ, ნუ თამაშობ, რომ, თითქოს, არც იქით ხარ და არც აქეთ. ეს არის ორპირობა. და თუ ორპირობა დარჩა შუაში, ამას ვერ შევეგუები, რადგან თუ შევეგუე, მეც ისევე ჩავიძირები, როგორც ჩემზე გამოცდილი პოლიტიკოსები ჩაიძირნენ.
ყველამ ზუსტად უნდა გაარკვიოს, მე მიჭერს მხარს თუ სააკაშვილს.
ჩემთვის პრინციპულია, რომ მოხდეს პოლარიზება. ისეთი პოლარიზება კი არა, რომ სამოქალაქო დაპირისპირება დაიწყოს – ღმერთმა დაგვიფაროს ამისგან – არამედ ის, რომ ხალხს ჰქონდეს შავის და თეთრის გარჩევის საშუალება.”

ინტერვიუ შესანიშნავად სრულდება, ბოლოში საუბარია ბიძინა ივანიშვილის ჰობიზე, რაც განტვირთვასავითაა. ინტერვიუს ავტორი ია ანთაძეა, ინტერვიუ ძალიან საინტერესოა და რაც მთავარია-კარგი წასაკითხი.

მე მაინც დამრჩა ბევრი კითხვა, განათლების სისტემა ჩემთვის საკმაოდ მტკივნეული თემაა და ვთვლი რომ ამაზე ბევრი მსჯელობაა საჭირო. ასევე საჭიროა ახალი ასოციაციების, სოციალური ჯგუფების შექმნა, რადგან ხალხის აზრმა მიაღწიოს “საჭირო ადამიანამდე”.
ძალიან მინდა ვნახო საქართველოს ხელოსიფლებაში იყოს ისეთი ადამიანების ჯგუფი რომელიც მოისმენს საზოგადოების აზრს.

ვნახოთ რა იქნება, მე მოუთმენლად ველი მოვლენების განვითარებას.
ინტერვიუ შეგიძლიათ იხილოთ ამ ლინკზე.

Advertisements
One Comment leave one →
  1. October 21, 2011 10:35

    ყველაზე ძალიან მომეწონა ის, რაც, სამწუხაროდ იშვიათად მესმის: ”მე არ ვიცი, სპეციალისტებს ვკითხავ” და ეს ისეთ საკითხებზე თქვა, რომელზეც საქართველოში 100-დან 99-ს კომპეტენტური, წყალი რომ არ გაუვა ისეთი მოსაზრება აქვს, ბირჟაზეც კი.

    არ ვიცი რამდენად ასეა ეს ყველაფერი ინტერვიუს მიღმა, მაგრამ ზოგადად მიდგომა მომეწონა.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: