Skip to content

ივანიშვილის პრესკონფერენცია და ქართული “ჟურნალისტიკა”

November 1, 2011

თქვენც იცით, რომ ჟურნალისტიკაზე პოსტებს ხშირად ვწერ, ვიცოდი რა ხდებოდა ქართულ მედიაში, მაგრამ მთლად ასეთი “ჟურნალისტები” თუ გვყავდა არ მეგონა.

ბიზნეს-ცენტრი

ბიზნეს-ცენტრი


14 საათსა და 35 წუთზე ბიზნეს-ცენტრის შესასვლელთან ვიყავით. დაახლოებით 20 წუთი დასჭირდა პრესკონფერენციაზე შესვლას. დაცვას არანაირი უხერხული მომენტი არ შეუქმნია, იყვნენ ძალიან ყურადღებიანები და ზრდილობიანები. პრესკონფერენციის დასრულების შემდეგ ჟურნალისტები საუბრობდნენ, რომ მათთვის კითხვები არ შეუმოწმებიათ(საეჭვოა პირველი არხის მიერ ატეხილი პანიკა). შესვლისას ვხედავდი, რომ რეალ ტივის ჟურნალისტი დაცვასთან მიდიოდა და მის პროვოცირებას ცდილობდა, ეკითხებოდა პასუხისმგებელი თქვენ ხართ იმაზე მე რომ ვერ შემოვდივარო(შეგახსენებთ ეს ის ჟურნალისტია “მკითხავებზე გადაცემაში” რომ განაცხადა ჩვენი ტელევიზიიდან აკრედიტაცია მხოლოდ ერთმა აიღოო, ის ერთი კი უკვე ბიზნესცენტრში იყო შესული). ასევე ეს გოგო საუბრობდა რიგებზე, სვამდა კითხვებს თუ რას ფიქრობდნენ პრესკონფერენციაზე შემსვლელები იმის შესახებ რომ რიგში დგომა უწევდათ, მაგრამ ეს არ იყო დამღლელი და გაჭიანურებული რიგი. უბრალოდ ყველა ერთად რომ არ შევსულიყავით ორ-სამ ადამიანს ერთად უშვებდნენ, ოპერატორებს ცალკე და ჟურნალისტებს ცალკე. პირადად ჩემში არანაირი გაღიზიანება არ გამოუწვევია.
საქართველოს სიამაყე

საქართველოს სიამაყე


დაიწყო პრესკონფერენცია და იქ ატყდა თუ ატყდა. მიკროფონისთვის სერიოზული ბრძოლა გაიმართა. საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტები თითქოს დროის გაყვანას ცდილობდნენ. იმედის ჟურნალისტ ლიკა ბერაიას ის არ ეყო რომ თავის ადგილზე არ ჯდებოდა და ოპერატორებს გადაღებაში ხელს უშლიდა, რომ ადგა და პირდაპირ მიეჭრა ბატონ ბიძინას. ასევე საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტი მიკროფონს ცოცხალი თავით არ თმობდა.
როგორც მე დავინახე ბატონი ბიძინა ძალიან მშვიდად იყო და იუმორით მიუდგა რუსეთის შესახებ კითხვების გამეორებას.
ჟურნალისტები კითხვებს სვამდნენ არა საზოგადოების ინტერესის მიხედვით, არამედ დავალებულს და დაზეპირებულს.
პირდაპირ ეთერშიც ჩანდა იქ რა სიტუაცია იყო, მაგრამ მე პირადად ვესწრებოდი და გაკვირვებას ვერ ვმალავდი. თითქმის ყველა ჟურნალისტმა აღნიშნა, რომ აკრედიტაციაზე პრობლემა არ შექმნიათ(საზ. მაუწყებლის ჟურნალისტი ნინო გომართელი კი საპირისპიროს ამტკიცებს).
ბიძინა ივანიშვილმა იმედის ჟურნალისტ ლიკა ბერაიას სწორი შენიშვნა მისცა, პატივი ეცით თქვენს პროფესიასო.
რუსეთი, რუსეთი და ისევ რუსეთი, ფიგურირებდა კითხვებში, მაგრამ რეალ ტივის ჟურნალისტის კითხვამ ბეღურებსა და პინგვინზე მთელი დარბაზის ოვაციები გამოიწვია. სიცილს თითქმის ვერავინ იკავებდა.
სწორედ ამ ჟურნალისტთან მომივიდა შელაპარაკება.

პრესკონფერენციის დასრულების შემდეგ აივანზე რამდენიმე ქალბატონის შთაბეჭდილება დიქტოფონზე ჩავიწერე და ვსაუბრობდი. რეალ ტივის პროვოკაცია ვახსენე, რომელიც ზემოაღნიშნულ მომენტში ხდებოდა დაცვასთან. იქვე იდგა ამავე არხის გადაცემის “პოლიტიკური კვირის” წამყვანი და ჩემს სიტყვებს გამოეხმაურა, რა პროვოკაციაზე ლაპარაკობო. მეც დეტალურად ავუხსენი. თქვენ ჟურნალისტი ხართ და არ გაქვთ უფლება დაცვის მხარე დაიჭიროთო. მე თავი წარვუდგინე და ვუთხარი, რომ ბლოგერი ვარ და მაქვს უფლება ვიყო სუბიექტური, რაზეც მისი ირონიული ღიმილი მივიღე პასუხად. შემდეგ ვცადეთ მისი კომენტარი ჩაგვეწერა დიქტოფონზე, რაზეც მან ასე გვიპასუხა, რომ კომენტარს უფროსთან შეთანხმების გარეშე ვერ გააკეთებდა. და ობიექტურობაზე მელაპარაკება ეს ვითომ ჟურნალისტი? გასაოცარია. თუმცა ეჭვი მეპარება ის ადამიანები გავაკვირვო ამ ყველაფრით, ვინც დღევანდელ მედია საშუალებებს ეცნობა და პირდაპირ ეთერში უყურებდა პრესკონფერენციას.
ასევე არ შემიძლია არ დავურთო ერთი ჟურნალისტის შეძახილი მეორეს მიმართ, რად გინდა მიკროფონი, მიდი და ისე დასვი კითხვაო.

არ ვიცი პრესკონფერენციის ჩაშლა უნდოდათ თუ რამე სხვა ამოძრავდებდათ, მაგრამ აჟიოტაჟის ატეხვა ნამდვილად შეძლეს. უკვე გამოჩნდა ინტერნეტ მედიაში სტატიები, თუ როგორ გაურბის კითხვებზე პასუხის გაცემას ბატონი ბიძინა. იქ ვიყავი დავფიქრობ რომ ეს სრული სიცრუეა, ბატონი ბიძინა მზად იყო ყველა კითხვაზე ეპასუხა, მაგრამ არის ეთიკა, რომელიც არათუ ჟურნალისტმა არამედ არავინ არ უნდა დაარღვიოს. ხელების ქნევა, აგრესია, ყვირილი-ეს იყო ის რაც მოდიოდა ჟურნალისტებისგან. მეამაყება, რომ იქ როგორც ბლოგერი ვიყავი და მე არ ვარ ტრადიციული მედიის წარმომადგენელი, რადგან ძალიან შემრცხვებოდა.

პრესკონფერენცია შეიძლება არ იყო კარგად ორგანიზებული, მაგრამ ეს არ აძლევდა იქ დამსწრე საზოგადოებას უფლებას “წეწვა-გლეჯვა” აეტეხათ.
ვწუხვარ რომ ბიძინა ივანიშვილზე ახალი არაფერი გამიგია(ნამდვილად შეიძლებოდა ბევრი საინტერესო კითხვის დასმა). დღევანდელმა დღემ კიდევ ერთხელ გამახსენა ბურჯანაძესთან “აწიოკებული” რეალ ტივის ჟურნალისტი.

იმასაც დავამატებ, რომ როგორც ბლოგერები მე და ჩემი მეგობარი შევედით, ეს კი ივანიშვილის პრესსამსახურის მხრიდან ძალიან კარგი ჟესტია.
პროვოკაცია არ გამოუვიდათ, ასე რომ მგონი სამსახურებში მათ “ჩამოალაბორანტებენ”.
ვიცი რამე განსაკუთრებულს ელოდით ჩემგან, მაგრამ იმ აჟიოტაჟიდან გამოსულს მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ საზოგადოებას დიდი წვლილი მიუძღვის ამ “ჟურნალისტების” გატუტუცებაში.

Advertisements
17 Comments leave one →
  1. beka permalink
    November 1, 2011 19:49

    kai statiaa, momewona

  2. November 1, 2011 19:53

    ასეთი მასალიდან რეალტივიზე ააგე პოსტი კარგი რა 🙂 დრო დავხარჯე .

  3. November 1, 2011 23:05

    au blogerebs Tu uSvebdne wamovidodi gadasaRebad..

  4. nino permalink
    November 2, 2011 13:28

    რეალ ტივისადმი აშკარად გამოხატული (აშკარად პირადი) ცუდი დამოკიდებულება ცუდად მომხვდა თვალში და ისე სტატიას არაუშავდა.

    • November 2, 2011 14:24

      არც ვმალავ რომ რეალ ტივი არ მომწონს და ამაზე სხვა პოსტებშიც ვწერ )

  5. November 2, 2011 17:59

    mshvenieri postia , is weria rac iyo sinamdvileshi.
    p.s. meore fotoze vchanvar, dabla marjvena kutxeshi :d

    • November 2, 2011 18:06

      გამარჯობა და მადლობა დაბლა მარჯვენა კუთხეში მდგარო სანდროვ : ) :დ

  6. Di@ permalink
    November 3, 2011 13:53

    შუბიექტურობა თუა იმის გადმოცემა, რაც სინამდვილეში ხდებოდა, მაშინ მოვითხოვ, ყველა ჟურნალისტი იყოს სუბიექტური!

    • Di@ permalink
      November 3, 2011 13:54

      *სუბიექტურობა.

  7. November 3, 2011 13:59

    აღარ იციან რა პროვაკცია მოუწყონ, მაგრამ არაფერი გამოუვათ 😉

  8. November 3, 2011 19:26

    მიუხედავად იმისა გადაცემას ვერ ვუყურე(ჩემი ინტერნეტის სისუსტისა და ემიგრანტობის გამო) ამ სტატიით ყველაფერი ნათელია ჩემთვის ,დიდი მადლობა ავტორს

    • November 3, 2011 21:13

      დიდი მადლობა რომ კითხულობთ ჩემს ბლოგს

  9. nene permalink
    November 4, 2011 18:15

    ეს რა სომხური დამწერლობის ფონტia?

    • arcadio permalink
      November 8, 2011 07:40

      nene აშკარად ქართველი ჟურნალისტია ისე ეტკინა სტატია 🙂

      კომენტარიც ძალიან ძლიერი არგუმენტია
      ქვას გახვრეტს :)))))

      საინტერესოა მე არ ვიცოდი რომ სომხური ცუდია
      ეს არის ქართველი ჟურნალისტების მრწამსი ?
      რომ რაღაც თუ არ ვარგა სომხურია? :)))

      ალბათ მეც სომეხი გავხდები ეხლა რადგან ამას ვწერ :)))
      გვარად ჟურნალისტიან :))))

    • November 8, 2011 10:08

      აბა სად?

  10. arcadio permalink
    November 8, 2011 07:36

    საღოლ მაგარი სტატიაა
    რეალ ტვ თორემ ეგეც სამშობლოს დედა ენაა
    ეგ პრესკონფერენცია ფაქტიურად ჩვენი დღევანდელი მედიისთვის ფარდის ახდა იყო
    ერთი რომელიმე ტელევიზიის კი არა ზოგადად მთელი მასმედიის
    და მისი “მაღალპროფესიონალური” ჟურნალისტების

  11. WilFulL ^.^ permalink
    November 14, 2011 10:05

    ამ პრესკომფერენციის ჩაშლა იმთავიდან დაგეგმილი იყო და იმ ჟურნალისტებს, ვისაც ამ ჩაშლაში საკმარისი ღვაწლი არ მიუძღოდათ,სამსახურებთან დამშვიდობება მოუწიათ,რამდენადაც მე ვიცი 🙂

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: