Skip to content

“გოგონა დრაკონის ტატუთი”-ჟურნალისტის და დეპრესიული გოგონას დუეტი

November 2, 2011


დეტექტივებს არასდროს ვკითხულობდი, უბრალოდ გამოძიებები არ მაინტერესებს, ასეთი ჟანრის ფილმებსაც არ ვუყურებ. სტიგ ლარსონის წიგნის კითხვა პესიმისტური განწყობით დავიწყე. თუმცა პირველივე გვერდებიდან დადებითად განვეწყვე, ჩარჩოში ჩასმული გამხმარი ყვავილების ისტორია ძალიან საინტერესო ჩანდა. ხოლო როცა მიქაელ ბლუმკვისტის ისტორია დაიწყო და ჟურნალისტიკა ჩაერთო, წიგნი გვერდზე აღარც გადამიდია. მიქაელ ბლუმკვისტი ეკონომიკური მიმომხილველია საკუთარ ჟურნალში, რომელიც უპირისპირდება შვედეთის ყველაზე მდიდარ ადამიანს.
მიქაელ ბლუმკვისტს წიგნი აქვს გამოცემული და ერთ-ერთ ქვე თავში კითხვას სვამს “მაშ, რითაა გამოწვეული ის ფაქტი, რომ ზოგჯერ ოფიციალური პირების მიერ გავრცელებულ აშკარად მცდარ ინფორმაციაზე ჟურნალისტები არაფერს ამბობენ?”-და თვითონვე პასუხობს, “ასეთი ჟურნალისტები ან ძალიან გულუბრყვილოები და არაპროფესიონალები არიან და აჯობებს, თუ სხვა სფეროში მოსინჯავენ თავიანთ ძალებს, ან არადა, სპეციალურად ხუჭავენ თვალს და ჟურნალისტის პრინციპებს ღალატობენ. მრცხვენია, როცა ეკონომიკის მიმომხილველ ჟურნალისტად მიხსენიებენ, რადგან ამ დროს იმ ადამიანების გვერდით მაყენებენ, ვისაც მე თვითონ ჟურნალისტებად საერთოდ არ მივიჩნევ”. ეს ადამიანი ებრძვის უკანონოდ გამდიდრებულ ადამიანებს და არაპროფესიონალ ჟურნალისტებს.
გამოსაძიებელი არის ორი საქმე, ერთი ვენსტრომის, რომლის სიმდიდრეც უკანონობაზე დაფუძნებული სისტემად ქცეული ბიზნესია და საქმე, რომლის გამოძიებაც დაავალა მომაკვდავმა ბიზნესმენმა, ანუ საკუთარი შვილიშვილის მრავალი წლისწინ გაუჩინარების ამბავი.

ქართული გამოცემა

ქართული გამოცემა


წიგნში იმდენი სახელებია რომ ცოტა ირევა მკითხველი, მაგრამ იმდენად ჩართული ხარ კითხვაში ამაზე თვალს ხუჭავ.
ავტორი პარალელურად გვიყვება გოგონას ამბავს, რომელიც ადამიანებმა გარიყეს. იგი ყველასგან განსხვავებულია თავისი სიჩუმის გამო და ამიტომ სოციალური სივრცე მას ბლოკავს როგორც პიროვნებას. ეს ლიზბეთია, “გოგონა დრაკონის ტატუთი”, რომელზეც საკუთარი მეურვე ძალადობს და აუპატიურებს. ლიზბეთი ყველას სჭირდება, რადგან კომპიუტერის “ღმერთია”.
საკუთარ თავში ჩაკეტილი ლიზბეთი აგრესიით და უნდობლობით უყურებს სამყაროს. ძალიან საინტერესოდ არის აღწერილი საზოგადოების დამოკიდებულება მისდამი.
მიქაელის და ლიზბეთის გზებს “საერთო საქმე” კვეთს, პარალელურად მათ უჩნდებათ გრძნობები და წიგნის ყველაზე ლამაზი მომენტიც პირადად ჩემთვის ეს არის, რადგან “გოგონა დრაკონის ტატუთი” შეყვარებულია.

ავტორი ისეთ აურზაურს გვაკითხებს, რომ რაღაც მომენტში თავიც შეიძლება აგტკივდეთ, მაგრამ თქვენ ვერსად წახვალთ, უკვე გაებით ამ დეტექტივის მახეში და გსურთ ბოლომდე წაიკითხოთ.
სიტყვები არ მეყოფა ამ წიგნის შინაარსი კარგად გადმოვცე, მაგრამ ნამდვილად შემიძლია ვთქვა, რომ ეს წიგნი იმსახურებს იყოს ბესტსელერი-და ასეც არის.
წიგნი ერთ ღამეში და ერთ დღეში დავასრულე. მოვხვდი სხვა სამყაროში და ნამდვილად შთაბეჭდილებებით სავსე დავუბრუნდი რეალურ ცხოვრებას.

კითხვას ამთავრებ და გრჩება სიცარიელის შეგრძნება, ფიქრობ-ეს ნამდვილად უნდა გაგრძელდეს, სწორედ ეს მიყვარს ტრილოგიებში. აი, სერიალს რომ უყურებ და ახალი სერიის გამოსვლას მთელი გულით ელოდები ეგეთი შეგრძნებაა.
ყველას გირჩევთ ამ წიგნის წაკითხვას, რადგან იშვიათია წიგნს ასე მიეჯაჭვო და თითოეული გვერდი შეგიყვარდეს.
სოციალური დევნილი გოგონას და მებრძოლი ჟურნალისტის დუეტი ნამდვილად საინტერესო და შთამბეჭდავია.

შემეძლო გაცილებით მეტი დამეწერა, მაგრამ თქვენ ეს წიგნი უნდა წაიკითხოთ, ჩემი პოსტი კი მეორეხარისხოვანია.
წარმატებას გისურვებთ სტიგ ლარსონის უცნაურ წიგნში მოგზაურობისას, იმედია თქვენც შეგიყვარდებათ ეს გმირები როგორც მე, ისიამოვნებთ კითხვით და სულმოუთქმელად დაელოდებით ტრილოგიის ახალი წიგნების გამოცემას “ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის მიერ”, სწორედ მას ვუხდი მადლობას, რომ ამ წიგნით დამასაჩუქრა და საინტერესო სამყაროს კარი გააღო ჩემთვის.

Advertisements
4 Comments leave one →
  1. November 3, 2011 12:21

    წარმატებები შენც ❤

  2. November 10, 2011 20:09

    მომეწონა პოსტი და შენი წერის სტილი… კიდევ გესტუმრები : ))

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: