Skip to content

რუსთავი 2-ის მიერ გადაკეთებული BBC-ის სიუჟეტი

November 9, 2011

ეს არის BBC-ის ლინკი, სადაც თავიდან დევს სიუჟეტი, რომელიც რუსთავი 2-მა კურიერში გაუშვა და თარგმნა.
მე ეს სიუჟეტი ვთარგმნე და იმ მნიშვნელოვან ნაწყვეტებს მოგაწვდით, რომელიც კურიერში გამოტოვებული იყო.
< “ნატო არ სურს მიიღოს ახალი წევრი, რომელსაც შეუძლია ალიანსი ჩაითრიოს რუსეთთან ომში” (ეს არის ზუსტი ციტირება, რომელიც საერთოდ ამოღებულია რუსთავი 2-ის ვერსიიდან, ისე კი ნამდვილად მნიშვნელოვანი ფრაზაა).

ახლა საქართველოში ძალაუფლებისთვის მებრძოლი ახალი მეტოქე გამოჩნდა. თავის პირველ პრესკონფერენციაზე ამ მილიარდერმა ფილანტროპმა რუსეთთან ომში ბრალი სააკაშვილს დასდო და მმართველი პარტია პოლიტიკური ოპონენტების “განადგურებაში” დაადანაშაულა(დაახლოებით ასე ჟღერს ბიძინა ივანიშვილის პრესკონფერენციის შესახებ გაკეთებული კომენტარი).
ასევე ჩართულია ბიძინა ივანიშვილის კომენტარი, რომელიც ასევე ამოჭრა რუსთავი 2-მა და არ გაუშვა, საერთოდ არ არის ნაჩვენები, რომ ივანიშვილს გაესაუბრა BBC-ის ჟურნალისტი.

ახლა კი რუსთავი 2-ის ვერსიას უცვლელად გთავაზობთ:
“BBC-ის შეფასებით 2008 წელს რუსეთთან ომის შემდეგ კვლავ პრობლემად რჩება ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა, რადგან საქართველოს ტერიტორიის 20% ისევ ოკუპირებულია. მიხეილ სააკაშვილი: ისინი ამ პრობლემების წინაშე დგანან. ეს მათთვის პოლიტიკური ჩიხია, აშკარად შეიძლება შეიცვალოს უკეთესობისკენ ან უარესობისკენ, მაგრამ ნამდვილად შეიცვლება უკეთესობისკენ და იმედი გვაქვს, რომ გადავრჩებით როგორც ქვეყანა.
ომის თემაზე საუბრისას BBC-ის კორესპონდენტი ივანიშვილის პრესკონფერენციაზე გაკეთებულ განცხადებას ახსენებს, სადაც მისი თქმით მილიარდერმა ბიზნესმენმა უცნაური და წინააღმდეგობრივი პოზიცია გამოხატა და ომის დაწყება საქართველოს დააბრალა. დემინი გენესი მოგვიანებით თავის სიუჟეტში საქართველოში გატარებულ რეფორმებზე ყვება. რასმუსენის ვიზიტამდე რამდენიმე საათით ადრე BBC-ის ჟურნალისტები აცხადებენ, რომ მიხეილ სააკაშვილის უპირობოდ პროდასავლურმა მთავრობამ კორუფცია დაამარცხა და დანაშაულის რიცხვი შეამცირა(ჩემი კომენტარი: შეგახსენებთ მსგავსი არაფერი თქმულა BBC-ის სიუჟეტში). მიხეილ სააკაშვილი: ეს არის საუკეთესო მაჩვენებლები ქვეყნისთვის, რომელიც იბრძოდა იმისთვის, რომ თუნდაც რუკაზე დარჩენილიყო. 7_8 წლის წინსაქართველო არ შემდგარ სახელმწიფოს წარმოადგენდა, რომელსაც დამნაშავეები მართავდნენ”.
ეს სიუჟეტის ტექსტური ვარიანტია, რომელიც მე თავად დავწერე მოსმენისას და სიტყვაც არ გამომიტოვებია.
რუსთავი 2-ის სიუჟეტი არის ხალხისთვის არასწორი ინფორმაციის მიწოდება და მათი შეცდომაში შეყვანა. ვინც ინგლისური იცით შეგიძლიათ ნახოთ ზემოთ მოცემული ლინკი და შეადაროთ. გამოტოვეს კომენტარი ნატოში შესვლასთან დაკავშირებით-ეს დანაშაულია.
საზოგადოების დიდი ნაწილი ინფორმაციის ნაკლებობას განიცდის, რუსთავი 2-ის და მსგავსი ტელევიზიების დახმარებით, დღეს ხალხზე ზემოქმედება ხდება.

ეს სიუჟეტი myvideo.ge-ზე 18 საათიან კურიერში შეგიძლიათ იხილოთ, 18:19 წუთზე. ხოლო ეს ტექსტური ვერსია იმიტომ გავაკეთე, რომ ემიგრანტები ძირითადად ქართულ ვიდეო პორტალზე ვერ უყურებენ ტელევიზიას.

დასკვნების გაკეთება თქვენთვის მომინდვია, ორივე სიუჟეტი შეგიძლიათ იხილოთ.

Advertisements
15 Comments leave one →
  1. November 10, 2011 06:48

    შიგ აქვს მსოფლიოს :დ

  2. November 10, 2011 07:10

    “ახალი ამბები კეთდება აქ” – (ც) ერორი

    ამართლებენ სლოგანს 😀

    • November 10, 2011 07:31

      აკეთონ ახალი ამბები და მერე გაიკეთონ ერთ ადგილას 😀

      • anina permalink
        November 10, 2011 23:45

        :D:D

  3. November 10, 2011 08:03

    რეგვენები არიან, რეგვენები !!!

  4. November 10, 2011 13:02

    ფეთი-ქორაფშენს (წვრილმან კორუფციას) ახსენებს ჟურნალისტი, ოღონდ ხელისუფლების მტკიცებითო, ოპოზიციის ბრალდებების საპასუხოდ, – აღმოიფხვრაო.

    but the ruling party denies targeting opposition politicians and points that the country has been transformed, petty corruption has been wiped out and crime rate slashed and mr.saakashvili is {ვერ გავიგე] pro-western government.

  5. November 10, 2011 13:35

    ა ბატონო, ჟურნალისტის ყველა სიტყვა ჩავიწერე, 1-2 ვერ გავარჩიე მხოლოდ და ქართველების კომენტარბი გამოვტოვე.

    The 2008 war with Russia put a break on Georgia’s NATO aspirations , borders are still disputed and NATO does not want to take a new member that might drag the alliance into a war with Russia.

    Georgia’s president says that the Russian troops are occupying the 20% of his country’s territory and the Moscow is blocking Georgia’s western aspirations.

    [Mr.Saakashvili speaking]

    But now in Georgia there’s a new rival for power who’s [ვერ გავიგე ზუსტად, თამუნა მომეშველე] . At his 1st ever press-conference this billionaire-philanthropist caused a storm of controversy by blaming a war with Russia on Mr.Saakashvili accusing the ruling party of crashing political opponents.

    {Mr.Ivanishvili speaking]

    But the ruling party denies targeting opposition politicians and points to how the country has been transformed, petty corruption has been wiped out and crime rate slashed and mr.saakashvili is a staunchly pro-western government.

    [Mr. Saakashvili speaking]

    Parliamentary elections next year will show whether the government is going to give the opposition a fair chance and with nato membership dependent on such political freedom the west will be watching closely.

  6. November 10, 2011 14:25

    მაოცებს ხალხი, რომელიც ჯერ კიდევ ქართული საინფორმაციო პროგრამების საშუალებით იგებს ახალ ამბებს 🙂

  7. anina permalink
    November 10, 2011 23:49

    bolos rodis vuyure am arxs agarc maxsovs,amatzea natqvami “sam tancuyut ,sam poyot,sam bileti prodoyot ” :D:D:D

  8. November 14, 2011 09:50

    კარგი პოსტია
    ამიტომაა, რომ არ ვუყურებ ’სამტავრობო’ არხებს

  9. November 14, 2011 21:18

    რუსთავი ორმა იცის საქართველო არშემდგარი ქვეყნების რეიტინგში აფრიკის ქვეყნებს რომ უმშვენებს გვერდს? ძაან კი უყვართ ეგ სტატისტიკების მოშველიება და ინდექსების და ბარემ მაგასაც გადაავლონ თვალი.
    http://www.fundforpeace.org/global/?q=fsi-grid2011

  10. December 16, 2011 06:03

    მანდ არ არის ნათქვამი, რომ ”ნატო ვერ მიიღებს”, ნათქვამია ”ნატოს არ სურს მიიღოს წევრი რომელიც …. ბლაბლაბლა” განსხვავებას ვერ ხედავთ? სიზუსტეზე თუ ვდებთ თავს, ვიყოთ ზუსტები.

  11. December 16, 2011 13:25

    ტეხავს! ((

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: