Skip to content

გადააგდე ფანჯრიდან-როგორ ვებრძოლოთ უკულტურობას?

November 17, 2011

არ არსებობს ოჯახი, სადაც სანაგვე ყუთი არ უდგათ. ხო და ადექი და ჩააგდე ამ ნაგვის ყუთში რა გახდა?
ჩემს ბავშვობაში მამაჩემი სადარბაზოს კარზე განცხადებებს აკრავდა-”სადარბაზოში ნუ ტოვებთ ნაგავს”, ”ფანჯრიდან ნუ ყრით ნაგავს” და მსგავსებს. რატომ უნდა დაგეზაროს სანაგვე ყუთამდე ნაგვის მიტანა?
ასეთ ხალხს არ აქვს იმის აღქმის უნარი, რომ ადამიანი ბუნების ნაწილია. თქვენი შვილი ამ ეზოში სათამაშოდ ჩამოდის.
სიზარმაცეა თუ უკულტურობა ნაგვის უადგილო ადგილას დაყრა? რადგან ჩემთვის წარმოუდგენელია როგორ უნდა იყოს უფრო მარტივი ფანჯრის გამოღება(თან ამ სიცივეში) და ნაგვის გადაგდება, ვიდრე ყუთში ჩაგდება, უკულტურობად აღვიქვამ, ეს აღზრდის ან თვითონ პიროვნების პრობლემაა.
ნაგავი უნდა ჩაყარო სანაგვეში
უნდა მოუფრთხილდე ადგილს სადაც შენ ცხოვრობ-ეს ძალიან რთული აღსაქმელია? აბინძურებ გარემოს, მეეზოვეს უმატებ სამუშაოს, მეზობლებს უქმნი დისკომფორტს და ასევე შენი ოჯახის წევრებსაც(ხომ შეიძლება ”შპილკა” გადმოგივარდეს და შენი ბავშვი მის ამოსატანად გააგზავნო?). რატომ უნდა გაგიჩნდეს სურვილი გადმოაგდო ნახმარი ჰიგიენური საფენი გამწვანებულ და დასუფთავებულ ეზოში, ან ბავშვის პამპერსი, თუნდაც სიგარეტის “ბიჩოკი”?
ეს ნამდვილად უკულტურობაა.
ადამიანი, რომელიც დღეს ფანჯრიდან ნაგავს გადმოყრის, ხვალ დაიწყებს იმაზე წუწუნს, რომ საქართველოში ცხოვრება არ მოწონს, რომ ეს ქვეყანა განუვითარებელია და სხვა ათას მიზეზსაც მოიგონებს, მაგრამ ნაგვის ფანჯრიდან გადაგდება არ დაავიწყდება.
(ეზოში გადმოგდებული საზამთროს ქერქიც მინახავს, ბავშვის პამპერსიც და სხვა.)
პრეტენზიები ბევრი გვაქვს, მაგრამ ზრუნვა და შედეგისთვის შრომა ჩვენს საქმედ არ მიგვაჩნია.
ვთქვათ გამოჩნდენ კეთილი ადამიანები, რომლებიც ზრუნავენ ბუნებაზე და დაალაგებენ შენს დაყრილს, მაგრამ ეგ შენს შეცდომას რამდენად გამოასწორებს?-მგონი რომ ვერ გამოასწორებს, ხვალ შენ კიდევ გადააგდებ.
მოვიფიქრე ასეთი რამ: ფერად ფურცლებზე დავწერ ტექსტს- ”არ შეიძლება ნაგვის ფანჯრიდან გადაყრა” და ყველა სართულზე მივამაგრებ.
ჩვენი გარემო გახდება ასეთი
როგორ ვებრძოლოთ ამ პრობლემას?
ადამიანი უფრო კულტურული როგორ უნდა გავხადოთ, თან თუ ის უკვე ჩამოყალიბებულია?
იქნებ გქონდეთ ვინმეს რამე იდეა, ჯარიმას როგორ დაუწესებ ადამიანს, რომელიც ფანჯრიდან ყრის ნაგავს?
მე მხოლოდ ის მაფიქრდება, რომ ადამიანებს შევახსენო:
-ეს ჩვენი საცხოვრებელი ადგილია, აქ ხვალ შეიძლება ჩვენმა შვილებმა ითამაშონ, გავუფრთხილდეთ ბუნებას!

Advertisements
2 Comments leave one →
  1. November 17, 2011 20:58

    სიზარმაცე და პოხუიზმია ერთად ^^ მეტი არაა ჩემი მტერი, უახლოეს მომავალში რაიმე შეიცვალოს ამ მხრივ

  2. November 18, 2011 11:57

    3 დღის წინ დავიწყე ფიქრი მსგავსი პოსტის დაწერაზე მაგრამ მეზარება : ) – კრიტიკა მეზარება აი რა დღეში ვარ. შენი კი ყოჩაღ :*

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: