Skip to content

აბორტის მომხრეები და მოწინააღმდეგეები

November 20, 2011

ფსიქეს პოსტი წავიკითხე ამ თემასთან დაკავშირებით და თავი ვერ შევიკავე დაწერისგან. ამ თემაზე ბევრჯერ გვილაპარაკია და ბევრ რამეში ვეთანხმები, მაგრამ ახლა ჩვენი აზრების დამთხვევებსა და განსხვავებებზე არ უნდა გესაუბროთ.

მომხრე
არჩევნებზე მივდივარ და ხმა უნდა მივცე? როგორ შეიძლება ნორმალური ადამიანი იყო აბორტის მომხრე, ეჭვი მეპარება ვინმეს ბავშის მოშორება სიამოვნებდეს. და ვინმეს თავი უფრო განვითარებული და თავისუფალი ჰგონია აბორტის მომხრეობის გამო?
მოწინააღმდეგე
აბორტთან ბრძოლა ძალიან დიდ სისულელედ მიმაჩნია. თავდაცვის საშუალებების შესახებ საზოგადოების კარგად ინფორმირებაა შესაძლებელი, რაღაც აქციების მოწყობა ხალხისთვის “რჩევების მისაცემად”, მაგრამ აკრძალო აბორტი და ამის გამო ქალი დასაჯო ძალიან დიდი სისულელეა.
მომხრეები და მოწინააღმდეგეები
ორივე მხარე ერთმანეთზე უაზროა. რას ედავებიან ერთმანეთს ბავშვის სიცოცხლეს? ნოდარიკო მელაძისთვის საინტერესო თემა იქნება ეს, შეყრის ერთად “მცოდნეებს” და დაიწყებს “ცხელი შოუს” გაკეთებას.
:)))
უნდა მოხდეს ქალების ინფორმირება რა შეიძლება მოყვეს აბორტს, სად და როგორ შეიძლება აბორტის გაკეთება უსაფრთხოდ. როგორც ზემოთ ვთქვი, ასევე თავდაცვის საშუალებებზე ინფორმირებაა აუცილებელი.

ვერ განვსაზღვრავთ როდისაა აბორტის აუცილებლობა, ყველას თავისი შეხედულება აქვს ამასთან დაკავშირებით. მაგრამ ღარიბი ოჯახი შვილს რომ არ აჩენდეს, ჩვენი თაობის დიდი ნაწილი არ უნდა დაბადებულიყო, რადგან 90-იანებში თითქმის ყველას ძალიან უჭირდა.
აბორტის კრიმინალიზება ადამიანის პირად ცხოვრებაში ხელების ფათურია და თავისუფლების შეზღუდვა. -ძირს აბორტი! ნუ მოვკლავთ ბავშვს. მსგავსი შეძახილებით გამოსვლას მოეშვით, უბრალოდ სექსის კულტურის დახვეწას შეეცადეთ საზოგადოებაში.

Advertisements
14 Comments leave one →
  1. November 20, 2011 12:16

    აბორტი კანონით იკრძალება ხო?

    • November 20, 2011 12:19

      მემგონი არა.
      იყო მაგაზე ლაპარაკი უბრალოდ

      • November 20, 2011 14:53

        12 კვირამდე ნებადართულია როგორც ვიცი 🙂

  2. November 20, 2011 12:24

    ნაწილობრივ ბევრ რამეში გეთანხმები მაგრამ აბორტის გაკეთება იგივე რამაა, როდესაც 40 წლის დედა თავის 20 წლის შვილს კლავს, ეს ხომ სისხლის სამართლის დანაშაულია? ამას იმით ხომ ვერ გავამართლებთ რომ ეს შვილი თავისივე დედის გაჩენილია და დედა რასაც უნდა იმას უზამს ? რაღა თქმა უნდა აბორტი უნდა იყოს სისხლის სამართლის დანაშაული, მე ამის მომხრე ვარ, მაგრამ ასევე სწორია შენი შენიშვნა : “უბრალოდ სექსის კულტურის დახვეწას შეეცადეთ საზოგადოებაში.”

    • November 20, 2011 12:34

      ერთი კითხვა მაქვს,
      როცა ქალზე ძალას იხმარენ და დაორსულდება მას ეს შვილი შეიძლება სძულდეს კიდეც.
      რატომ არის ვალდებული რომ გააჩინოს?

  3. November 20, 2011 12:40

    ეს სხვა საკითხია, მაგრამ არის ასეთი პრეცენდეტებიც, ამ შემთხვევაში ქალი ვალდებულია რადგან იგი ამ საქციელ ადამიანს(!) კლავს, ასეთ შემთხვევაში და კიდევ სხვა შემთხვებშიც როდესაც შვილი გძულს(!) გააჩინე ოღონდ ან გააშვილე ანდაც ბავშვთა თავშესაფარში მიიყვანე, ნუ მოკლავ ბავშვს :))

    • November 20, 2011 12:44

      კრიმინალიზება არ შეიძლება.
      ეგ ადამიანის სინდისის საქმეა.
      კრიმინალიზების შემთხვევაში ქალები მუცლის მოშლის სხვა ხერხებს მიმართავენ და თავის სიცოცხლესაც ჩააგდებენ საფრთხეში.
      თუ აბორტის გაკეთებას გადაწყვეტს კანონი ხელს ვერ შეუშლის

      • November 20, 2011 18:54

        რატომ არ შეიძლება რატომ?? როდესაც შენ სიცოცხლეს ართმევ ვიღაცას ეს არ არის კრიმინალი? კარგი რაა. ლოგიკურად შეხედე ამ ყველაფერს, მაშინ მოკლას 25 წლის დედამ თავისი 5 წლის შვილი და იმით გაამართლოს რომ ფული არ მქონდა საჭმელი მეჭმიაო. სისულელეა ეს ყველაფერი!

    • November 27, 2011 19:42

      ნუ ურევ, ნაყოფს და ადამიანს.
      ნაყოფი ჯერ კიდევ არ არის დამოუკიდებელი ცოცხალი არსება
      მას კი არ კლავს დედა , არამედ არ აძლევს სიცოცხლეს.
      არც ესაა კარგი რომ შანს არ აძლევს, თუმცა ზოგჯერ ზოგისთვის არ დაბადება ჯობია დაბადებას .
      შენ რას არჩევდი შენთვის, 1ვარიანტი მაგალითად, დაბადებულიყავი ისეთი ავადმყოფი რომ ვერაფერი კარგის აღქმა ვერ შეგძლებოდა ამ ქვეყნად და მთელი შენი ცხოვრება ტკივილში და წამებაში გაგეტარებია + შენს მშობიარობას გადაყოლოდა დედაშენი
      თუ საერთოდ არ დაბადებულიყავი (ანუ აბორტი გაეკეთბია – თვითონ გადარჩებოდა და შენ არ დაიბადებოდი)?

  4. November 20, 2011 13:50

    სექსის კულტურის დახვეწასაც ფული სჭირდება თიკო სამწუხაროდ. როცა შვილებს ტყემლის კომპოტით ასადილებ, ეჭვი მეპარება კონტრაცეპტივების ფული მაინც გქონდეს. თანაც სექსუალური განათლება სხვა საკითხია, მითუმეტეს საქართველოში. ჩვენ თაობას რაც შეეხება, არავის განსჯას არ ვაპირებ, მაგრამ მიმაჩნია რომ როცა შვილს აჩენ და სათანადოდ არ შეგიძლია მისი აღზრდა, ჯობია საერთოდ არ გააჩინო, ისევ იმ ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე. ჩვენი თაობიდან კი არც ისე ბევრს მისცეს მშობლებმა ის რაც უნდა მიეცათ. ჩემი აზრით აბორტის აკრძალვა უბრალოდ არაჰუმანურია

  5. November 20, 2011 14:16

    მე მომხრე ვარ!

    • November 20, 2011 14:34

      მე კიდე მარაზმად მიმაჩნია მომხრეებად და მოწინააღმდეგეებად დაყოფა.

  6. November 20, 2011 14:54

    არსებობენ აბორტის მომხრეები, მოწინააღმდეგეები და ფემინისტები (c)

    😀

  7. December 16, 2011 20:08

    ნეტავ რაში გვაქვს კულტურა დახვეწილი, რო?
    კანონი არ კრძალავს და მორალის ენით ლაპარაკს რაღა აზრი აქვს… ყველას თავისი არჩევანი აქვს, რაც უნდა ის უქნია, მაგრამ ფრაზა “აბორტის მომხრე” – საშინელებაა.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: