Skip to content

მკვლელობის საქმე, რომელიც აუცილებლად უნდა გახსნილიყო

November 21, 2011

2006 წლის 28 იანვარს მკვლელობა მოხდა, რომელმაც ძალიან ბევრ ადამიანზე იმოქმედა. როგორც მაშინ ამბობდნენ, ეს ისტორია ერთი ოჯახის ფარგლებს გასცდა. ამ ამბავს ემოციური ფონის გაკეთება არ ესაჭიროება, რადგან საქართველოში მომხდარ დანაშაულებს შორის ყველაზე გახმაურებულია.

28 წლის სანდრო გირგვლიანი, რომელიც “გაერთიანებული ქართული ბანკის“ საერთაშორისო ურთიერთობათა განყოფილების უფროსი იყო, ოქროყანაში იპოვეს მოკლული.

სანდრო გირგვლიანი

სანდრო გირგვლიანი


სანამ ოქროყანაში აღმოჩნდებოდა შარდენზე, ლევან ბუხაიძესთან ერთად თამარ მაისურაძეს მიაკითხა. თამარი მაგიდასთან იჯდა თაკო სალაყაიასთან(ვანო მერაბიშვილის მეუღლე), გურამ დონაძესთან, დათა ახალაიასთან და ვასილ სანოძესთან ერთად.ეს საქმეც სწორედ იმიტომ გახმაურდა, რომ ხელისუფლებასთან დაახლოებული პირები ფიგურირებდნენ.
იმედის რეპორტაჟი ამ საქმესთან დაკავშირებით.
ამ საქმის გამო ოპოზიციის წევრებმა პარლამენტის სხდომა დატოვეს, რაზეც
გივი თარგამაძემ ოპოზიცია დაადანაშაულა- ” ოპოზიციის დემარში იყო დადგმული შოუ. ისინი სპეკულირებენ გირგვლიანის მკვლელობის საქმით და ცდილობენ ეს თავისი პოლიტიკური ინტერესებისთვის გამოიყენონ, რაც აბსოლუტურად დაუშვებელია.

ძალიან ბევრი ადამიანი დაურიპისპირდა ქვეყნის მმართველ ძალას, ხალხში უსამართლობის შეგრძნებამ გაიღვიძა.

სიმართლისთვის ბრძოლა სანდრო გირგვლიანის დედამ ირინა ენუქიძემ დაიწყო.

ირინა ენუქიძე გარდაიცვალა, ნელ-ნელა სიტუაციის ჩაწყნარებაც დაიწყო.
ზოგისთვის ეს გამოუძიებელი საქმე შავ ლაქად დარჩა, ზოგისთვის იქცა სინდისის ქენჯნად რომ ირინას გვერდით არ დაუდგნენ, ნაწილისთვის უსამართლობის მაგალითად იქცა, ხოლო ვიღაცებისთვის საერთოდ გაზვიადებულ საქმედ.
ხელისუფლების მხარდამჭერთა ნაწილი აღიარებს, რომ სანდროს მკვლელობა ძალიან ცუდი “ფაქტი” იყო, მაგრამ საქმის კეთებას ვიღაც უნდა შეეწიროს, მათთან მაქვს კითხვა-
თქვენი შვილის სიცოცხლეს შეწირავდით “ქვეყნის აღმშენებლობას”?
სხვებისთვის სანდრო უბრალოდ “ცუდი ბიჭი” რომელიც დაისაჯა, ასეთებს ვკითხავი-
ადამიანის სიცუდეს რითი განსაზღვრავთ?
ჯაჭვლიანის ფილმი “სვანი” გამახსენდა-

სადაც ერთადერთი მემკვიდრე რომ არ დაიღუპოს, ქალი თავისი ორი შვილიდან ერთს სწირავს.
ვინმეს შეგწევთ ძალა რომ საკუთარი შვილი შეწიროთ?

ირინა ენუქიძე

ირინა ენუქიძე

ადამიანი მოკლეს, მისი მკვლელ(ებ)ი არ დაუსჯიათ (მელნიკოვი დაიჭირეს და გაათავისუფლეს). უსამართლობის შეგრძნება ნებისმიერი პარტიის, თუ იდეის მხარდამჭერს უნდა ჰქონდეს.
შეიძლება ვერასდროს გამოიძიონ ეს საქმე, მაგრამ ფაქტია-სანდრო გირგვლიანი ცოცხალი აღარ არის, მისი ოჯახიდან მხოლოდ მამა დარჩა, რომელსაც 50 000 გადაუხადეს “ზარალისთვის”.
ეს ის ამბავია, რომელიც ჩვენ მხრებით უნდა ვატაროთ.
ჩვენს საზოგადოებას კი ირინა ენუქიძემ თუ არ შეახსენა სიცოცხლის ფასი, ისე აზრად არ მოგვდის უსამარლობაზე ხმის ამოღება.

ირინა ენუქიძე

ირინა ენუქიძე


თქვენი შვილებისთვის ვიბრძვიო ამობდა ირინა, ჩვენ კი მისი ერთადერთი შვილისთვის ვერ შევძელით სიმართლის პოვნა.
სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმე ისევ ბურუსით მოცული და გამოუძიებელი რჩება.
მალე მეექვსე წელი მიიწურება რაც უსამართლობა საქართველოში ზეიმობს.
ნეტავ კიდევ რამდენი მსგავსი მკვლელობა არის გაუხსნელი, რამდენი ბიჭი შეეწირა “ქვეყნის აღმშენებლობას”, რომლებიც ჩვენ ქურდებად და მკვლელებად წარმოგვიჩინეს.
“სისხლი ასაღებია”, სამართალი კი საპოვნელი.

პ.ს.
ეს არის ამბავი რომელიც უნდა გავიხსენოთ ყოველთვის.

Advertisements
3 Comments leave one →
  1. November 21, 2011 13:40

    პრობლემა სადაა იცი თიკო?
    სანამ ”სხვისი ჭირი – ღობეს ჩხირი” კარგად იმუშავებს მანამდე მსგავსი შემთხვევებიც იქნება.
    სოლიდარობის გრძნობა არ გვაქვს ქართველებს. დაჟე პირიქით… სამწუხაროდ

  2. November 21, 2011 14:21

    დამნაშავეები დაიჭირეს, 7-7 წელი მიუსაჯეს და 3 წელიწადში გამოვიდნენ.
    ეს საქმე ქართული სასამართლოს დიდი სირცხვილია და არა მარტო სასამართლოსი.

    • November 21, 2011 14:28

      ადამიანის მკვლელობისთვის 7 წელი ცოტა არ არის?
      და ისიც 3-ში გამოუშვეს 😐

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: