Skip to content

დახუჭული თვალები, ანუ “სპილო ოთახში”

November 30, 2011

სპილო ოთახში

სპილო ოთახში

დაახლოებით ერთი წლის წინ მეგობართან ერთად ჭავჭავაძეზე კაფეში ვიჯექი. სხვადასხვა თემებზე ვსაუბრობდით, როცა კედელზე სურათი დავინახე და დავსვი კითვა: რა უნდა სპილოს ნეტა ოთახში?
მართლაც რა უნდა არა სპილოს ოთახში? მაგრამ თუ პრობლემას სახელად სპილოს დავარქმევთ, აღმოვაჩენთ რომ იგი ყველგანაა, რატომ სპილო?
იმიტომ რომ სპილო უზარმაზარი ცხოველია და მისი ვერ დანახვა განსაკუთრებით პატარა სივრცეში შეუძლებელია.

25 ნოემბერს სოციალურ ქსელ facebook-ში ივენთს(ღონისძიებას) წავაწყდი- 10 დღიანი კონკურსი “სპილო ოთახში”.
“სპილო ოთახში”-კონკურსის სახელწოდება მომდინარეობს ინგლისური იდიომატური გამოთქმიდან “სპილო ოთახში”(Elephant in the room). ეს გამოთქმა აღნიშნავს აშკარა ჭეშმარიტებას, რომელიც უგულებელყოფილია საზოგადოებისგან. ის ასევე შეიძლება ეხებოდეს აშკარა პრობლემას ან სარისკო სიტუაციას, რომლის განხილვა არავის სურს. იდიომა დაფუძნებულია იდეაზე, რომ სპილო იმდენად დიდია შეუძლებელია მისი ვერ დანახვა ოთახში, ასე რომ ადამიანები, რომლებიც “ოთახში სპილოს ვერ ამჩნევენ”, მუდმივად საუბრობენ უმნიშვნელო პრობლემებზე. ამ დროს ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა მათ თვალწინაა, ისინი კი თვალს ხუჭავენ ამაზე.
კონკურსი წარმოადგენს ახალგაზრდულ 10 დღიან კამპანიას, რომელიც მიზნად ისახავს ახალგაზრდებში კრიტიკული აზროვნებისა და ჩვენს გარშემო არსებული პრობლემების უკეთესად დანახვის საშუალებას.
26 ნოემბერს ICCN-ოფისში დაგვიბარეს 10 ადამიანი(რომლებიც შემდგომსი 4კაციანი გუნდების ლიდერები გავხდით). ტრენინგი იყო ძალიან საინტერესო, შეეხებოდა გენდერს, შიდსს(ძალიან ბევრი და საინტერესო ინფორმაცია მივიღე). მივიღეთ კონკურსის ინსტრუქცია რომელიც დაახლოებით ასეთია:
ლიდერებმა ლატარიის პრინციპით ამოვირჩიეთ ათი თემა(მე ძალადობის ენა შემხვდა).
უნდა შეგვექმნა 4 კაციანი გუნდი.
5 ნოემბრამდე უნდა მოგვემზადებინა(მოვამზადოთ):
ფოტორეპორტაჟი ან ფოტოსესია;
500-დან 1000 სიტყვამდე სტატია ან ესე;
სლოგანი/დევიზი;
ფლეშმობი/აქცია/პერფორმანსი.

1 დეკემბრიდან 10 დეკემბრამდე გაიმართება ფლეშმობები(პერფორმანსები), ხოლო 10 დეკემბერს დასრულდება კონკურსი.
გამარჯვებული იქნება ორი გუნდი, შერჩევა მოხდება ჟიურის შეფასებით და like-ების მიხედვით, საკონკურსო ნამუშევრები დაიდება დრო მშვიდობისას საიტზე.
კონკურსი მოიცავს თემებს:
გენდერი და გენდერული ძალადობა, ადამიანის უფლებები, აივ ინფექცია/შიდსი და 7 მილიარდი ადამიანი მსოფლიოში.
კონკურსის ორგანიზატორები არიან:
გაეროს მოსახლეობის ფონდი – UNFPA Georgia;
კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი – ICCN
;

საქართველოს ახალგაზრდების განათლებისა და განვითარების ასოციაცია – GYDEA;
კავკასიის სოციალური მარკეტინგის ასოციაცია – CSMA.

თეთრი ლენტი-კამპანიის სიმბოლო

თეთრი ლენტი-კამპანიის სიმბოლო


ტრენინგზე ასევე გვესაუბრნენ იმაზე, თუ რატომ იმართება კონკურსი 25 ნოემბრიდან 10 დეკემბრამდე:
ორ ათწლეულზე მეტია, რაც მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში იმართება გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის 16 დღიანი კამპანია. ყოველწლიურად აღინიშნება 25 ნოემბერიდან (ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღე) 10 დეკემბერამდე (ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღე).
ასევე პირველი დეკემბერი არის შიდსთან ბრძოლის დღე.

პრობლემა ჩემთვის უცხო სიტყვა არ არის, ხშირად ვწერ სხვადასხვა პრობლემებზე პოსტებს. ამ კონკურსმა გამიჩინა მოტივაცია, რომ კიდევ უფრო აქტიურად შევეხო საზოგადოების პრობლემებს.
ჩვენს საზოგადოებაში ხშირია პრობლემებზე თვალის დახუჭვა,
რა თქმა უნდა, ცხოვრება ხომ გაცილებით მარტივია დახუჭული თვალებით(living is easy with eyes closed).
ყველას გირჩევთ რომ იაქტიუროთ და გაეცნოთ ნამუშევრებს, მიიღოთ მონაწილეობა სპილოს აღმოჩენაში და მის მოშორებაში.
პრობლემისთვის თვალის არ გასწორება, ტოლფასია მის გაზრდაში მონაწილეობის მიღების.

Advertisements
No comments yet

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: