Skip to content

“ბენზინი ხომ იშოვა თავი რომ დაეწვა”

December 9, 2011

გასაგებია რომ ყველას არ აღიზიანებს გაზრდილი გადასახადები, უბრალოდ ზოგს სრულებით არ აწუხებს და მორჩა. მაგრამ მებადება კითხვა: ვისაც საშუალება არ აქვს რა უნდა ქნან?
ამაზე ქალბატონი ქეთა გაბიანი “არაჩვეულებრივ” პასუხს გაგცემთ.
მას ეუბნებიან: დენზე მიბმული ნაგვის გადასახადი უსამართლოა, ეკონომიკურად დაუსაბუთებელი.
ქეთა გაბიანი-ადამიანი რომელიც თავს უფლებას აძლევს მეტი დახარჯოს ელექტროენერგია, ის თავს უფლებას აძლევს მეტი ჭამოს, ანუ ჰქონდეს მეტი ნაგავი და ასე შემდეგ.

როდესაც საუბარი იყო მშიერ ადამიანებზე, იმაზე თუ როგორ იხოცება ხალხი შიმშილით ასეთი რამ თქვა:
მშიერი ვინ მოკვდა?
მშიერი ბოლოს ვინ ნახეთ მომკვდარი? დაიხოცა რას ნიშნავს?
(მოპასუხე:-შემიძლია გაგახსენოთ ქალბატონი)
თავი დაიწვა სადღაც. ნუ ეხლა გავიგე თავი დაიწვამ ვიღაცა ეხლა გაგიჟდა თავი დაიწვა. მშიერი მოკვდა და თავი დაიწვა ერთი და იგივეა? ბენზინი ხო იშოვა თავი რომ დაეწვა?

ქალბატონი ქეთას ამ გამონათქვამებმა ხალხის აგრესია გამოიწვია. რაზეც განაცხადა, რომ არ ელოდა ასეთ აგრესიას. რომ ამ ფრაზის გარდა თითქმის არავის უნახავს მთელი გადაცემა და იგი ამ ყველაფერზე დაწერას აპირებს. ქალბატონი ქეთი რომ არ წუხდეს გადაცემის მთლიან ვერსიას ამ პოსტში იხილავთ.

დევნილი ქალბატონი რომელმაც თავი დაიწვა

დევნილი ქალბატონი რომელმაც თავი დაიწვა

შეგახსენებთ რომ საუბარი იყო დევნილ ქალზე, რომელმაც გაჭირვების გამო ბენზინი გადაისხა და თავი დაიწვა.

ქალბატონ ქეთას ასეთ პასუხს გავცემ:
ადამიანის საკვების რაოდენობა, დენთან კავშირში არ არის. ალბათ თქვენ სულ არ გაწუხებთ ნაგვის მაღალი გადასახადი, თუმცა ბევრისთვის ეს პრობლემაა. უი, უკაცრავად, დამავიწყდა, მე ხომ თუ ბევრ დენს ვხარჯავ, ე.ი. ბევრს ვჭამ და შესაბამისად ბევრ ნაგავსაც ვყრი.
ამიერიდან ვეცდები ჭამას მოვუკლო, იქნებ ნაგვის გადასახადი შემცირდეს.
ადამიანების შიმშილს სანამ შეეხებით, ხალხის გაჭირვებაზე და ქვეყნის გაუმჯობესებაზე ისაუბრებთ, ცოტა მაინც დაფიქრდით. შემდეგ რომ არ “დაითრგუნოთ”.

ესეც გადაცემა

Advertisements
8 Comments leave one →
  1. December 10, 2011 02:11

    vinaa keta gabiani saertod?

  2. December 10, 2011 09:59

    ნაგვის გადასახადი იმიტომ მიაბეს დენს, რომ ათობით ადამიამი ყავთ ჩაწერილი ბინებში საარჩევნოდ,და თითო მოსახლეზე მოსული ნაგვის გადასახადი რომ არ ეხადათ,ამიტომ ისევ ხლხის კისერზე გადატეხეს და აბსურდული და უპრეცედენტო რამ მოიგონეს–მიაბეს ელექტროენერგიას! ამას ისევ აბსურდული არგუმენტები მოყვება,სხვას რას იტყვიან აბა? კანონს ვარღვევთ,რომ ’მკვდარი’ სულები გვყავს ჩაწერილიო?

  3. December 10, 2011 10:30

    შიმშილით სიკვდილის ფაქტიც იყო, ჩვილი გარდაიცვალა, სადღაც სოფელში, ზუსტად არ მახსოვს 😦

  4. December 10, 2011 19:50

    საზიზღარი ვინმე ყოფილა. მაგას სანამ არ მოშივდება, ვერ მიხვდება…

  5. Koba permalink
    December 11, 2011 15:17

    გამოთაყვანებული მზერითა და უაზროდ ბლუყუნით შორს ვერ წავა ეს ბრიყვი ქალი. ხელისუფლებას აწყობს ასეთი ანტირეკლმა?

  6. Koba permalink
    December 11, 2011 15:22

    მხოლოდ იმიტომ რომ მიშა თავხელიძის დაქალია და ბევრი ფული აქვს,საპარლამენტოდ ამზადებენ ამ ბატისტვინას.:))
    უარესის ღირსები ვართ.

  7. khatuna permalink
    December 15, 2011 14:26

    შემძრა ამ ბრიყვმა დედაკაცმა
    ბოროტი ქალია
    საინტერესოა შარშან ერთოთახიანში ვცხოვრობდიო ახლა უზარმაზარი სახლი მაქვსო
    საინტერესოა როგორ ახერხებენ ამას ადამიანები საქართველოში
    მსგავსი განცხადება ვერ უნდა გვაკადროს ვსეთი ქათმის ტვინამ მაგრამ ჩვენ ღირსნი ვართ
    შოკირებული ვარ ბენზინი ხომ იშოვაო მეშინია ბოროტი ადამიანების მით უფრო საძულველია ბოროტი ქალი

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: