“ბენზინი ხომ იშოვა თავი რომ დაეწვა”

გასაგებია რომ ყველას არ აღიზიანებს გაზრდილი გადასახადები, უბრალოდ ზოგს სრულებით არ აწუხებს და მორჩა. მაგრამ მებადება კითხვა: ვისაც საშუალება არ აქვს რა უნდა ქნან?
ამაზე ქალბატონი ქეთა გაბიანი “არაჩვეულებრივ” პასუხს გაგცემთ.
მას ეუბნებიან: დენზე მიბმული ნაგვის გადასახადი უსამართლოა, ეკონომიკურად დაუსაბუთებელი.
ქეთა გაბიანი-ადამიანი რომელიც თავს უფლებას აძლევს მეტი დახარჯოს ელექტროენერგია, ის თავს უფლებას აძლევს მეტი ჭამოს, ანუ ჰქონდეს მეტი ნაგავი და ასე შემდეგ.

როდესაც საუბარი იყო მშიერ ადამიანებზე, იმაზე თუ როგორ იხოცება ხალხი შიმშილით ასეთი რამ თქვა:
მშიერი ვინ მოკვდა?
მშიერი ბოლოს ვინ ნახეთ მომკვდარი? დაიხოცა რას ნიშნავს?
(მოპასუხე:-შემიძლია გაგახსენოთ ქალბატონი)
თავი დაიწვა სადღაც. ნუ ეხლა გავიგე თავი დაიწვამ ვიღაცა ეხლა გაგიჟდა თავი დაიწვა. მშიერი მოკვდა და თავი დაიწვა ერთი და იგივეა? ბენზინი ხო იშოვა თავი რომ დაეწვა?

ქალბატონი ქეთას ამ გამონათქვამებმა ხალხის აგრესია გამოიწვია. რაზეც განაცხადა, რომ არ ელოდა ასეთ აგრესიას. რომ ამ ფრაზის გარდა თითქმის არავის უნახავს მთელი გადაცემა და იგი ამ ყველაფერზე დაწერას აპირებს. ქალბატონი ქეთი რომ არ წუხდეს გადაცემის მთლიან ვერსიას ამ პოსტში იხილავთ.

დევნილი ქალბატონი რომელმაც თავი დაიწვა
დევნილი ქალბატონი რომელმაც თავი დაიწვა
შეგახსენებთ რომ საუბარი იყო დევნილ ქალზე, რომელმაც გაჭირვების გამო ბენზინი გადაისხა და თავი დაიწვა.

ქალბატონ ქეთას ასეთ პასუხს გავცემ:
ადამიანის საკვების რაოდენობა, დენთან კავშირში არ არის. ალბათ თქვენ სულ არ გაწუხებთ ნაგვის მაღალი გადასახადი, თუმცა ბევრისთვის ეს პრობლემაა. უი, უკაცრავად, დამავიწყდა, მე ხომ თუ ბევრ დენს ვხარჯავ, ე.ი. ბევრს ვჭამ და შესაბამისად ბევრ ნაგავსაც ვყრი.
ამიერიდან ვეცდები ჭამას მოვუკლო, იქნებ ნაგვის გადასახადი შემცირდეს.
ადამიანების შიმშილს სანამ შეეხებით, ხალხის გაჭირვებაზე და ქვეყნის გაუმჯობესებაზე ისაუბრებთ, ცოტა მაინც დაფიქრდით. შემდეგ რომ არ “დაითრგუნოთ”.

ესეც გადაცემა

8 thoughts on ““ბენზინი ხომ იშოვა თავი რომ დაეწვა”

  1. ნაგვის გადასახადი იმიტომ მიაბეს დენს, რომ ათობით ადამიამი ყავთ ჩაწერილი ბინებში საარჩევნოდ,და თითო მოსახლეზე მოსული ნაგვის გადასახადი რომ არ ეხადათ,ამიტომ ისევ ხლხის კისერზე გადატეხეს და აბსურდული და უპრეცედენტო რამ მოიგონეს–მიაბეს ელექტროენერგიას! ამას ისევ აბსურდული არგუმენტები მოყვება,სხვას რას იტყვიან აბა? კანონს ვარღვევთ,რომ ’მკვდარი’ სულები გვყავს ჩაწერილიო?

  2. შიმშილით სიკვდილის ფაქტიც იყო, ჩვილი გარდაიცვალა, სადღაც სოფელში, ზუსტად არ მახსოვს 😦

  3. გამოთაყვანებული მზერითა და უაზროდ ბლუყუნით შორს ვერ წავა ეს ბრიყვი ქალი. ხელისუფლებას აწყობს ასეთი ანტირეკლმა?

  4. მხოლოდ იმიტომ რომ მიშა თავხელიძის დაქალია და ბევრი ფული აქვს,საპარლამენტოდ ამზადებენ ამ ბატისტვინას.:))
    უარესის ღირსები ვართ.

  5. შემძრა ამ ბრიყვმა დედაკაცმა
    ბოროტი ქალია
    საინტერესოა შარშან ერთოთახიანში ვცხოვრობდიო ახლა უზარმაზარი სახლი მაქვსო
    საინტერესოა როგორ ახერხებენ ამას ადამიანები საქართველოში
    მსგავსი განცხადება ვერ უნდა გვაკადროს ვსეთი ქათმის ტვინამ მაგრამ ჩვენ ღირსნი ვართ
    შოკირებული ვარ ბენზინი ხომ იშოვაო მეშინია ბოროტი ადამიანების მით უფრო საძულველია ბოროტი ქალი

Leave a reply to Georgian Cuisine Cancel reply